მარსელ პრუსტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
replaced: სანკტ → სანქტ
ხაზი 5:
მარსელ პრუსტი დაიბადა შეძლებულ ოჯახში 1871 წლის 10 ივლისს დასახლება ოტეიში, იმდროინდელი [[პარიზი]]ს ერთ-ერთ გარეუბანში. მისი დაბადება დაემთხვა ფრანკო-პრუსიის ომის დასასრულს და [[მესამე რესპუბლიკა|მესამე რესპუბლიკის]] შექმნას, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია მწერლის ცხოვრებაზე. არისტოკრატიის ზეგავლენის შესუსტება და საშუალო კლასის მომძლავრება, რომელიც დამახასიათებელი იყო ამდროინდელი საფრანგეთის ისტორიისათვის, შემდგომში პრუსტის შემოქმედებაში აისახა.
 
მწერლის მამა, ადრიენ პრუსტი, მის თანამედროვეთა შორის პატივცემული და აღიარებული ექიმი იყო, [[ეპიდემიოლოგია|ეპიდემილოგიისა]] და [[ჰიგიენა|ჰიგიენის]] სპეციალიზაციით. მას ეკუთვნის ოცამდე წიგნი [[ქოლერა|ქოლერისა]] და იმჟამად [[ევროპა]]სა და [[აზია]]ში გაბატონებული სხვა გადამდები დაავადებების შესახებ. მარსელ პრუსტის დედა, ჟანა კლემანს ვაილი, მდიდარი ებრაული ოჯახიდან იყო. მისმა განათლებამ და ლიტერატურულმა გემოვნებამ გამოძახილი ჰპოვა მისი შვილის შემოქმედებაში. მწერლის ბიოგრაფებისათვის ისიც კია ცნობილი, რომ ჟანა თავის შვილს, რომელიც არც-თუ კარგად ფლობდა ინგლისურს, [[რესკინი, ჯონ|ჯონ რესკინის]] ლექსების პწკარედულ თარგმანებს უსრულებდა, შემდეგ კი პრუსტი ამ პწკარედებით, ერთი კრიტიკოსის სიტყვებით, ”რესკინის ლექსებს უზადო ფრანგულით წერდა”.
 
მარსელს მთელი ცხოვრების განმავლობაში ძლიერ ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რომელიც მისთვის ხშირად შთაგონების წყარო იყო. ყველაზე მკაფიოდ ეს აისახა მისი რომანის, ”დაკარგული დროის ძიებაში” პირველ და მეორე ტომებში, სადაც მისი პერსონაჟის ბავშვობაა აღწერილია. თავად მარსელის სიტყვებით, კითხვაზე, თუ რა არის მისთვის ბედნიერება, მან უპასუხა - ”განუყოფელი და მარადიული ცხოვრება დედის გვერდით”.<ref>ანდრე მორუა. "მარსელ პრუსტის ძიებაში", გამომც. "Лимбус Пресс", სანკტ–პეტერბურგისანქტ–პეტერბურგი, 2000 წ. (რუსულ ენაზე)</ref>
 
ცხრა წლის ასაკში მარსელ პრუსტი [[ასთმა|ასთმით]] დაავადდა. ავადმყოფობის გამო მომავალი მწერალი იძულებული იყო ზაფხულის არდადეგები ილიეში გაეტარებინა. მისი დიდი ბიძის სახლი ილიეში შემდგომში მის შემოქმედებაში კომბრედ იქცა, სადაც მიმდინარეობს მისი რომანის, ”დაკარგული დროის ძიებაში”-ს უმთავრესი პერიპეტიები. მწერლის გარდაცვალებიდან ასი წლის იუბილეზე, ილიეს სახელი გადაერქვა და იგი ''ილიე-კომბრედ'' იწოდება.
ხაზი 22:
მარსელმა ლიტერატურული ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა ლიცეუმში სწავლის დროს. მადამ არმანის სალონში მარსელი გაეცნო [[ფრანსი, ანატოლ|ანატოლ ფრანსს]], რომლის წყალობითაც მან შეძლო [[1896]] წელს მისი პირველი წიგნის, ლექსებისა და მოთხრობების კრებულის ”განცხრომა და დღეები” გამოქვეყნება. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში პრუსტი ფრანგულ ენაზე თარგმნიდა [[რესკინი, ჯონ|ჯონ რესკინის]] სტატიებსა და თხზულებებს. 1907 წლის თებერვალში პრუსტმა გაზეთ ”[[ფიგარო]]”-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ის შეეცადა გაეანალიზებინა ორი ცნება, [[მეხსიერება]] და [[დანაშაულის გრძნობა]], რომლებმაც შემდგომში მის შემოქმედებაში საკვანძო მნიშვნელობა შეიძინეს. 1909 წლის ზაფხულში მან [[ესე]]ს ”სენტ-ბევის წინააღმდეგ” წერა წამოიწყო. ეს ესე საბოლოო ჯამში მრავალტომიან ნაწარმოებში გადაიზარდა. მას პრუსტი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე წერდა. 1913 წელს ამ მრავალტომიანმა რომანმა მიიღო ახალი სახელწოდება: ”დაკარგული დროის ძიებაში”, რომლის პირველი ნაწილი - ”სვანის გზა” - გამოქვეყნდა 1913 წელს. მეორე ნაწილმა კი 1919 წელს [[გონკურის პრემია|ძმები გონკურების სახელობის პრემია]] დაიმსახურა. მის გარდაცვალებამდე, კერძოდ 1922 წლამდე, მარსელ პრუსტმა ამ ციკლის ხუთი ნაწილის გამოქვეყნება მოახერხა. დანარჩენი ნაწილები მისი სიკვდილის შემდგომ, მისი ძმის რიბერისა და მისი მეგობრების, ჟაკ რივიერისა და ჟან პოლიანის მიერ იქნა გამოქვეყნებული.
 
პრუსტის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ძირითადად [[იმპრესიონიზმი|იმპრესიონისტულია]], დაუპირისპირდა XIX ს. [[რეალიზმი]]ს ეპოქაში დამკვიდრებული რომანის პრინციპებს. საზოგადოებრივ მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების მცდელობა მან შეცვალა მოვლენათა ინტუიციური წვდომის შედეგად მოპოვებული სუბიექტური მონაცემებით. პორტრეტის ხატვისას იგი ზოგადადამიანური საწყისიდან გამოდის, და არ ცნობს ადამიანის პიროვნების სოციალური განსაზღვრულობის ფაქტს. პრუსტი [[ბერგსონი, ანრი|ბერგსონის]] ფილოსოფიურ მოძღვრებასა და [[ფროიდი, ზიგმუნდ|ფროიდის]] [[ფსიქოანალიზი|ფსიქოანალიზს]] ეყრდნობა. მის ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას დაცული არ არის დროული თანამიმდევრობა, ამიტომ ძირეულადაა შეცვლილი რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგა. მწერალი ცდილობს მოუძებნოს ახსნა ადამიანის [[ფსიქოლოგია|ფსიქოლოგიის]] და [[ინტელექტი]]ს კანონებს, [[ინტუიცია|ინტუიციის]] მექანიკას.
 
პრუსტის სამწერლო კონცეფცია გარე სამყაროს არ უტოვებს ობიექტური რეალობის სახეს, იგი წარმოდგენილია მხოლოდ გმირის ცნობიერებაში, მეხსიერებაში არეკლილი და გარდატეხილი ფორმით. ამ კონცეფციის მიხედვით, ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე, [[სამყარო]]ზე, საზოგადოებაზე პირობითია; ყოველგვარი ცოდნა სუბიექტურია, ადამიანს არ ძალუძს გასცდეს საკუთარი "მე"–ს ფარგლებს და თავისივე მსგავსთა ცხოვრების ჭეშმარიტი არსი შეიცნოს; მათი არსებობა გააზრებულია, როგორც "დაკარგული დრო". ამ რწმენას მწერალი [[პესიმიზმი|პესიმიზმამდე]], იმის აღიარებამდე მიჰყავს, რომ მხოლოდ [[ხელოვნება]] ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი პირობითობისგან და იგი [[მარადისობა]]ს შეერწყმება. პრუსტს ადამიანის [[ქვეცნობიერი|ქვეცნობიერ]] გრძნობათა ფიქსირებისა და [[ჰიპერბოლიზაცია|ჰიპერბოლიზაციის]] საოცარი უნარი აქვს. ლირიკული წიაღსვლები, ფერის, ხმის, ღიმილის, შთაბეჭდილებათა გადმოცემის ფილიგრანული ოსტატობა, განცდათა, აღქმათა, გრძნობათა უნატიფეს ენობრივ ქსოვილში განსხეულება ამ ნაწარმოებს დიდ მხატვრულ ღირსებას სძენს.
ხაზი 46:
 
== სქოლიო ==
{{Reflist}}
<div class="references-small">
<references />
</div>
 
{{DEFAULTSORT:პრუსტი, მარსელ}}
 
[[კატეგორია:ფრანგი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1871]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარსელ_პრუსტი“-დან