ივანე I მხარგრძელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ივანე I}}
'''ივანე I მხარგრძელი''' (გ. [[1227]]), საქართველოს [[დიდებული]] XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველ მესამედში. [[ამირსპასალარი|ამირსპასალარ]] [[სარგის მხარგრძელი|სარგისის]] ძე. ჯერ [[მსახურთუხუცესი]] (სასახლისა და სამეფო დომენის გამგებელი), შემდეგ — [[ათაბაგი]]. დიდი მემამულე: ქვემო ქართლის ნაწილის, შემოერთებული სომხური თემების ნაწილის (დვინის მხარე — ვასპუკანი, გელაქუნი) მდლობელიმფლობელი.
 
მხარგრძელი, მისი მამის, სარგისის, ამირსპასალარად დანიშვნის დროს თამარ მეფემ "ითაყვანა დარბაზის ყმად" (ე.ი. კარისკაცად). [[იური ანდრიას ძის აჯანყება 1191|იური ანდრიას ძის აჯანყების]] ([[1191]]) ჩაქრობის შემდეგ ივანეს მეფემ უწყალობა ამ აჯანყების მოთავის [[ვარდან დადიანი]]ს [[სახელო]] — მსახურთუხუცესობა და მისივე სამფლობელო ციხეები აღმოსავლეთ საქართველოში — [[კაენის ციხე|კაენი]] და [[კაიწონი]], აგრეთვე [[გელაქუნი]]. მხარგრძელი აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. თავის ძმასთან, [[მხარგრძელი, ზაქარია II|ზაქარიასთან]] ერთად ის იყო მეწინავე [[სადროშო]]ს ერთ-ერთი [[სარდალი]]. მონაწილეობდა [[შამქორი ბრძოლა|შამქორისა]] და [[ბასიანის ბრძოლა 1203|ბასიანის ბრძოლებში]], კარისა და ხლათის ლაშქრობებში, ხვარაზმელთა წინააღმდეგ ბრძოლებში და სხვა. მხარგრძელის სარდლობით საქართველოს ლაშქარმა ჩააქრო დიდოელებისა და ფხოველების აჯანყება.