აქილევსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 70 interwiki links, now provided by Wikidata on d:q41746 (translate me)
აქილევსი
ხაზი 2:
'''აქილევსი''' ({{lang-el|Αχιλλεύς}}) [[ბერძნული მითოლოგია|ბერძნულ მითოლოგიაში]] [[ტროას ომი|ტროას ომის]] გმირი, [[ჰომეროსი|ჰომეროსის]] ილიადის ერთ-ერთი ცენტრალური, მთავარი პერსონაჟი. ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე — [[პელევსი|პელევსის]] და ზღვის ქალღმერთ [[თეტიდა|თეტიდას]] ვაჟი.
 
იმისათვის, რომ აქილევსი უკვდავი გაეხადა, თეტიდა მას დღისით ამბროსიაშიწმინდა მდინარეში აბანავებდა, ღამ–ღამობით კი ცეცხლის ალით რუჯავდა. ერთხელ ეს შენიშნა პელევსმა და შეშინებულმა ბავშვი ცეცხლიდან გამოაყვანინა. ამის გამო თეტიდამ პელევსი მიატოვა. სხვა მითის მიხედვით თეტიდა აქილევსს ბანდა [[სტიქსი|სტიქსის]] წყლით, რის გამოც არავითარ იარაღს არ შეეძლო მისი სხეულის დაზიანება. ცეცხლის ალისაგან თუ სტიქსის წყლისაგან შეუხებელი რჩებოდა ბავშვის მხოლოდ ერთი ქუსლი, რომელზეც ხელი ეკიდა თეტიდას (ეს იყო აქილევსის სუსტი ადგილი). თეტიდას წასვლის შემდეგ პელევსმა აქილევსი კენტავრ [[ქირონი|ქირონს]] მისცა აღსაზრდელად. ქირონი აქილევსს ლომებისა და გარეული ტახების შიგნეულით კვებავდა. მან აქილევსს ექიმობა და სხვა საუცხოო ხელოვნებანი ასწავლა. მოხუცმა ფენიქსმა კი ლამაზი მეტყველება და ომის ხელოვნება.
 
აქილევსი იზრდებოდა თავის მეგობარ [[პატროკლე]]სთან ერთად. როდესაც აქილევსს უთხრეს ხანგრძლივი და უსახელო სიცოცხლე ერჩია თუ მოკლე და სახელოვანი, აქილევსმა ეს უკანასკნელი აირჩია. აქილევსის სიამოვნებით დათანხმდა ტროას ომში მონაწილეობაზე, როდესაც მასთან ამის თაობაზე ნესტორი და [[ოდისევსი]] მივიდნენ. თავის მასწავლებელ ფენიქსთან, პატროკლესა და მირმიდონელ მხედრებთან ერთად 50 გემით აქილევსი [[ტროა]]ს მისადგომებისაკენ გაემართა. აქილევსის ომში მონაწილეობას სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ ჰომეროსის შემდეგდროინდელი ლეგენდებიც და მწერლებიც. ერთი თქმულების თანახმად წინასწარმეტყველმა კალქანტმა იწინასწარმეტყველა, რომ მხოლოდ აქილევსის დახმარებით შესძლებდნენ ბერძნები ტროას აღებას, მაგრამ ამ ომში თვით აქილევსი დაიღუპებოდა. ამ უბედურების აცილების მიზნით, თეტიდამ აქილევსი ქალის ტანსაცმელში გამოაწყო და კუნძულ სკიროსზე დამალა. აქ აქილევსი იმალებოდა მეფე ლიკომედეს ქალიშვილებთან. აქედან ერთ–ერთთან, დეიდამიასთან მან რომანი გააბა რის შედეგადაც შეეძინათ [[ნეოპტოლემოსი]]. როდესაც ოდისევსმა, ფენიქსმა და ნესტორმა აქილევსის ადგილსამყოფელი გაიგეს, მას ვაჭრების სახით ესტუმრნენ. როდესაც ვაჭრებმა საქონელი გაშალეს, მეფის ყველა ქალიშვილმა მშვიდად ჩაუარა ძვირფას ფარ–ხმალს, აქილევსი კი გასასინჯად წაეტანა. ამ საქციელით მან თავისი თავი გათქვა და იძულებული გახდა გაყოლოდა სტუმრებს ტროას ომში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აქილევსი“-დან