გიორგი X: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: შვეციის → შვედეთის using AWB
(clean up, replaced: შვეციის → შვედეთის using AWB)
}}
 
'''გიორგი X''' (დ. [[1560]]-[[1565]] შორის — გ. [[1606]]), [[ქართლის სამეფო|ქართლის]] [[მეფე]] [[1600]]-[[1606]]. [[სიმონ I|სიმონ I-ის]] ძე. უფლისწულობაში ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის [[1598]]-[[1599]] აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. [[1599]] სათავეში ედგა შიდა ქართლის ჯარს და დავალებული ჰქონდა აჯანყების ჩასაქრობად ქართლში შემოსულ ოსმალთა ლაშქრისაგან გორის დაცვა. [[ნახიდურის ბრძოლა 1599|ნახიდურის ბრძოლაში]] ([[1599]]) ქართველთა დამარცხებისა და სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X უკან გაბრუნებულ ოსმალებს დაედევნა, მაგრამ ვერ მიეწია და ქართლში დაბრუნდა. [[1601]] ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე. ირან-ოსმალეთის [[1602]]-[[1612]] ომში იძულებული იყო ქართლის ლაშქრით ებრძოლა ირანის მხარეზე. [[1603]]-[[1604]] მონაწილეობდა ერევნის აღებაში. [[1604]] [[აბას I|აბას I-ის]] ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. აბას I-მა გიორგი X-ს წაართვა ლორე-დებედის ხეობა — საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მხარე სამხრეთით. გიორგი X-ის დროს, [[1604]]-[[1605]], საფუძველი ჩაეყარა რუსეთისა და ქართლის პოლიტიკურ ურთიერთობას: მიღწეულ იქნა შეთანხმება, რითაც რუსეთ-ქართლის კავშირი და რუსეთის მფარველობა განმტკიცებული უნდა ყოფილიყო გიორგი X-ის ასულის ელენესა და თედორე ბორისის ძე გოდუნოვის დაქორწინებით. მაგრამ რუსეთის საშინაო მდგომარეობის გაუარესებამ და პოლონეთ-შვეციისშვედეთის ინტერვენციის დაწყებამ ეს გეგმა ჩაშალა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობაც შეწყდა.
==ლიტერატურა==
*''გუჩუა ვ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 161, თბ., 1978
 
{{საქართველოს მეფეები (1490-1810)}}
 
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1606]]
49 737

რედაქტირება