სამთავროს მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 3 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2038190 (translate me)
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB
ხაზი 19:
| მემკვიდრეობითი_ადგილმდებარეობა =
| ხელმძღვანელობა =
| ვებ-გვერდისაიტი =
| ხუროთმოძღვრება =დიახ
| ხუროთმოძღვარი =
ხაზი 58:
{{ინფოდაფა მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლი
|სახელი = მცხეთის ისტორიული ძეგლები: [[სვეტიცხოველი]], სამთავრო, [[ჯვარი (მცხეთა)|ჯვარი]]
|სურათი = [[ფაილი:Samtavro.jpg|250px|]]
|სურათისწარწერა=
|რუკა=
ხაზი 76:
}}
 
'''სამთავრო''', ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი [[მცხეთა|მცხეთაში]], სამხრეთ გზასთან, ფერდობზე.
 
ქართულ საისტორიო წყაროებში ("[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]", "[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა]]") მოიხსენიება, როგორც "გარეუბნისა ეკლესია" და "ზემო ეკლესია" (ზემოჲ ეკლესიაჲ), საპირისპიროდ [[სვეტიცხოველი |სვეტიცხოვლის]] ტაძრისა, რომელსაც "ქუემო ეკლესია" ეწოდებოდა.<ref name="ReferenceA">შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;</ref><ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963;</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007;</ref><ref>ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955;</ref>
 
V საუკუნის 20-30-იან წლებში, [[არჩილ I |არჩილ]] მეფის დროს, [[მირიან III |მირიანის]] მიერ აშენებული [[სვეტიცხოველი |სვეტიცხოვლის]] ტაძარი დანგრეულა და [[იონა]] მთავარეპისკოპოსს კათედრა ზემო ეკლესიაში გადმოუტანია: "შემდგომად მეფობდა არჩილ, და მთავარებისკოპოსი იყო იონა. და მაშინ დაეცა ქუემოჲ ეკლესიაჲ. და იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სუეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო".<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;<name="ReferenceA"/ref> სწორედ ამ დროიდან ეწოდა "ზემო ეკლესიას " სახელად "სამთავრო", როგორც მთავარეპისკოპოსის რეზიდენციას.
 
სამთავროს მთავარი ტაძარი წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა ნაგებობას. წინა ხანის ნაგებობათაგან განსხვავებით აქ გეგმა დამოკლებულია, გუმბათი ეყრდნობა არა 4 თავისუფლად მდგარ ბოძს, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ 2 ბოძსა და საკურთხევლის შვერილებს. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული გვერდითი სათავსებია. ტაძარი როგორც ჩანს, თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო. კანკელი მოგვიანებითაა აღდგენილი. ტაძარს სამხრეთიდან მიშენებული აქვს კამარებით გადახურული დიდი ეგვტერი - კარიბჭე . მეორე მინაშენი ჩრდილოეთის მხარესაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძრის დეკორატიული მორთულობა. აღმოსავლეთის ფასადზე გამოყენებულია ხუთთაღიანი კომპოზიცია. უფრო ინტენსიურად და ბრწყინვალედაა დამუშავებული სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები. გუმბათის ყელი XIII-XIV საუკუნეებშია მთლიანად აღდგენილი.
ხაზი 87:
სამთავროს ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (27X23 მ) სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მინაშენებით. მხატვრულ სტილისტური ანალიზით XI საუკუნის 30-იან წლებს განეკუთვნება. ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვადრებით. [[1283]] წელს მიწისძვრის შედეგად [[გუმბათი]] ჩაინგრა და იგი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე აღადგინეს. XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის II ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. მიუხედავად ამისა ხუროთმოძღვრის თავდაპირველი ჩანაფიქრი მკაფიოდ და ნათლად ჩანს. [[1974]] წელს სარესტავრაციო ჯგუფმა (ხელმძღვ. ვ. ცინცაძე) ტაძარი შეაკეთა - გაამაგრა გუმბათის ყელი და კედლები, განაახლა [[სახურავი]].
 
ტაძარში შესვლა სამხრეთის კარიბჭიდან შეიძლება. გუმბათი ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს და საკურთხევლის კედლების შვერილებს. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდს განიერი ბემა ეკვრის. საკურთხევლის ორივე მხარეს [[სადიაკვნე]] და [[სამკვეთლო]]ა, რომლებიც ტაძრის მთავარ სივრცეს გასასვლელებით უკავშირდებიან. [[კანკელი]] XV საუკუნისაა. ტაძრის გუმბათქვეშა ბურჯების კაპიტელები, ბაზისები და საბჯენი თაღების საყრდენი კონსოლები პროფილირებულია. ტაძრის სახრეთ-დასავლეთ კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის [[მირიან III |მირიანისა]] და [[ნანა დედოფალი |ნანა დედოფლის]] საფლავებია.
 
===მოხატულობა===
[[ფაილი:samtavros sakurtxeveli moxatuloba.JPG|thumb|left|საკურთხევლის კონქის მოხატულობა]]
[[საკურთხეველი |საკურთხევლის]] [[კონქი]]ს კომპოზიციის დიდი ნაწილი განადგურებულია. პირველ რეგისტრში ჩანს [[ტახტი]]ს ნაწილი, [[მაცხოვარი |მაცხოვრის]] [[ტერფი |ტერფები]] და [[კვარცხლბეკი]]. მეორე რეგისტრში წარმოდგენილი არიან [[ქრისტეს თორმეტი მოციქული |მოციქულები]], სარკმლის მარჯვნივ გამოსახული [[წმინდანი]], [[ასომთავრული]] წარწერის მიხედვით, [[პავლე |წმინდა პავლე]]ა. ამავე რეგისტრში, [[ბემა]]ს სამხრეთ კედელზე, გამოსახულია ''[[განრღვეულის განკურნება]]''.
 
===ფასადი===
ხაზი 103:
==გალავანი==
[[ფაილი:Mama gabrielis koshki.jpg|thumb|left|XVIII საუკუნის კოშკი, რომელშიც ბოლო წლები გაატარა [[მამა გაბრიელი|მამა გაბრიელმა]]]]
ძველი გალავნიდან შემორჩენილია ეზოს სამხრეთ დასავლეთ კუთხეში, შემაღლებაზე მდგარი დაზიანებული ცილინდრული [[კოშკი]]. აგებულია XVIII საუკუნეში. შემორჩენილი [[გალავანი]] კი XIX საუკუნისაა. [[1974]]-[[1975]] წლებში გალავანი შეაკეთა სარესტავრაციო ჯგუფმა - ერთ დონეზე დაიყვანა და კრამიტით გადახურა გალავანი.
 
===სამრეკლო===
ხაზი 124:
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
 
{{commonscat|Samtavro Monastery}}
Line 130 ⟶ 129:
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|708}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში}}
{{თარგი:მცხეთის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
 
[[კატეგორია:მცხეთა-მთიანეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]