ილია აბულაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ოფიციალური გვერდი → ოფიციალური საიტი using AWB
ხაზი 1:
'''ილია ვლადიმერის ძე აბულაძე''' (დ. [[24 ნოემბერი]], [[1901]], სოფ. [[ზემო საქარა]], ახლანდელი [[ზესტაფონის მუნიციპალიტეტი]] ― გ. [[9 ოქტომბერი]], [[1968]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი. [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] წევრ-კორესპოდენტი; [[ხელნაწერთა ინსტიტუტი]]ს (დღეს - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) დამაარსებელი და პირველი დირექტორი (1958—1968 წწ).<ref name="mn">[http://www.manuscript.ge/index.php?m=178 ილია აბულაძის კაბინეტი]. / ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.</ref> მისი პირადი არქივი [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი|ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში]] [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი|ინახება]]<ref>[http://www.manuscript.ge/index.php?m=311 ილია აბულაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდისაიტი]</ref>
 
== ბიოგრაფია ==
ილია ვლადიმერის ძე აბულაძე დაიბადა 1901 წელს ზესტაფონის რაიონის სოფ. ზედა საქარაში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია, 1922 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,სადაც 1926 წელს დაამთავრა სიტყვიერების განყოფილება, ხოლო 1929 წელს ლინგვისტური განყოფილება. 1933-იდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ინიციატივით 1958 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
 
ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებისადმის მიძღვნილი. აბულაძემ ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართული სომხური ლიტერატურის ურთიერთობის ორმხრივი ხასიათი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი (ნათარგმნი თუ ორიგინალური) ძეგლების მეცნიერულ-კრიტიკული პუბლიკაციები (იაკობ ცურტაველი, მარტჳლობაჲ შუშანიკისი, თბილისი, 1938; სულხან-საბა ორბელიანი, თხზ., ტ. 4 — ლექსიკონი ქართული, წგნ. 1-2, თბ., 1965—1966).1937 წელის სექტმბერში,ეზმიაჩინის მუზეუმში (სომხეთი), ილია აბულაძემ ერთ-ერთ კრებულში ნახა ხელნაწერი,რომელშიც ფიგურირებდა ალბანური დამწერლობა,ის 52 ასო-ნიშნისგან შედგებოდა.ეს მონაპოვარი რომ არ დაკარგულიყო და ალბანელთა კულტურის ისტორიაში შესულიყო,აღმოჩენილი ხელნაწერი ილია აბულაძემ გამოსაქვეყნებლად გადაცა აკაკი შანიძეს.
 
1968 წელს, ილია აბულაძის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცა. მის კაბინეტში დაცულია 2 663 წიგნი 647 პერიოდული გამოცემა ქართულ, სომხურ, რუსულ და სხვადასხვა ევროპულ ენებზე. მათ შორის, ბიბლიოგრაფიულ რარიტედად ქცეული მრავალი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და ფილოლოგიური ხასიათის გამოცემა. კაბინეტში ინახება ილია აბულაძის პირადი ნივთებიც, რომელთაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.<ref name="mn" />
ხაზი 18:
 
{{DEFAULTSORT:აბულაძე, ილია}}
 
[[კატეგორია:ქართველი ფილოლოგები]]
[[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_აბულაძე“-დან