პიაჩენცა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 68 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q13329
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 44:
|კატეგორია ვიკისაწყობში = Piacenza
}}
'''პიაჩენცა''' ({{lang-it|Piacenza}}) — ქალაქი და კომუნა ჩრდილოეთ [[იტალია]]ში, [[ემილია-რომანია|ემილია-რომანიის რეგიონში]], პიაჩენცის პროვინციის დედაქალაქი. სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ''placēre'' (მოწონება).
 
პიაჩენცა ემილია-რომანიისა და [[ლომბარდია|ლომბარდიის]] რეგიონების საზღვარზე მდებარეობს. ქალაქი [[მილანი]]ს ძლიერ გავლენას განიცდის, მათ შორის ეკონომიკურს. მასზე გაივლის მნიშვნელოვანი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების კვანძები. დასახლება [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 61 მეტრზეა გაშენებული იქ, სადაც [[პო (მდინარე)|მდინარე პოს]] [[ტრები]]ა უერთდება. ქალაქიდან 15 კმ-ის სამხრეთით მდებარეობს ბორცვები, რომლებიც ნელ-ნელა იწევა და [[ლიგურიის აპენინები|ლიგურიის აპენინებს]] უერთდება.
 
ქალაქი [[ძვ. წ. 218]] წელს დაარსდა როგორც რომაელი სამხედროების კოლონია, სახელით ''პლასენტია'' (Placentia). მას მალევე დამეუქრა საფრთხე [[გალები]]სგან, რომლებიც [[ჰანიბალი|ჰანიბალს]] აუჯანყდნენ პოს ხეობის გადაკვეთისას. მათ ქალაქი დაანგრიეს. [[ძვ. წ. 187]] წელს ის ემილია-რომის გზას მიუერთდა, რამაც პიაჩენცა რომიდან ჩრდილოეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან პუნქტად აქცია, სწორედ ეს ფაქტორი იყო მთავარი მიზეზი პიაჩენცის ეკონომიკური კეთილდღეობისა შემდგომი ათასწლეულის მანძილზე.
 
ახ. წ. [[997]] — [[1035]] წლებში, პიაჩენცაში საეპისკოპოსო მდებარეობდა. [[XII საუკუნე]]ში მისმა მცხოვრებლებმა თვითმმართველობას მიაღწიეს და შეუერთდნენ ლომბარდიის ქალაქთა ლიგას, რომელიც პაპთან კონფრონტაციაში მხარს უჭერდა [[ფრიდრიხ ბარბაროსა]]ს. ამ ყველაფერმა კი პოლიტიკური სირთულეების საუკუნე მოიტანა.
 
[[1802]] წელს ქალაქი ნაპოლეონის იმპერიამ შეიერთა.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს, პიაჩენცა მძიმედ დაიბომბა. დაინგრა რკინიგზის ხიდი და სადგური, საავადმყოფო და იარაღის ფაბრიკა, მაშინ, როცაროდესაც ქალაქის შემოგარენში მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ხელჩართულ ბრძოლებს აწარმოებდა გერმანულ არმიასთან.
 
ბოლო წლებში, ქალაქი სწრაფად ვითარდება და ურბანულად იზრდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პიაჩენცა“-დან