ციცერონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: გახლდათ → იყო (2) using AWB
clean up, replaced: როცა → როდესაც (4) using AWB
ხაზი 15:
=== პოლიტიკური მოღვაწეობა ===
 
ძვ. წ. 78 სულას სიკვდილის შემდეგ ციცერონი კვლავ დაბრუნდა რომში, სადაც პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. 75 წელს იგი [[ქვესტორი]]ს თანამდებობაზე დაინიშნა [[სიცილია]]ში. თავიდან, მას შევიწროვებული და დაჩაგრული მოსახლეობა უნდობლობით შეხვდა, მაგრამ, მერე, როცაროდესაც გამოსცადეს ციცერონის უწყინარი [[ხასიათი]], მისი მზრუნველობა და [[სამართლიანობა]], ისეთი პატივიცემით ეპყრობოდნენ, როგორიც არასდროს არ ღირსებია სხვა რომელიმე თანამდებობის პირს (Plut. Cicero, 6). ქვესტორის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას უდავო მნიშვნელობა ჰქონდა ციცერონის მოღვაწეობის მომდევნო პერიოდში. ძვ. წ. 69 ციცერონი ედილად იქნა არჩეული. აღსანიშნავია ციცერონის გამოსვლა სიცილიის ყოფილი გამგებლის [[ვერესი]]ს წინააღმდეგ. ვერესი 3 წლის განმავლობაში პროპრეტორის მოვალეობას ასრულებდა სიცილიაში და ამ დროის განმავლობაში ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება და დიდი სიძულვილი დაიმსახურა. ვერესი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობისადმი უხეში მოპყრობით, ძალმომრეობითა და სისასტიკით; მრუშობით, ტაძართა ძარცვით და სხვ. სიცილიელებმა თხოვნით მიმართეს ციცერონს დაეცვა მათი ინტერესები და გამოსულიყო ამ ბოროტმოქმედი პროპრეტორის ბრალმდებლად. ციცერონმა თავისი მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა. მისი სიტყვები ვერესის წინაღმდეგ გამოირჩევა გონებანახვილობით, ღრმა შინაარსით და მაღალმხატვრულობით. "ჩვენ, [[პროვინცია]]ში ხანდახან ისეთ გამგებლებს ვაგზავნიდით, რომ მათი მოქმედება მცირედ თუ განსხვავდებოდა მტერთა შემოსევებისაგან..." აღნიშნავს ერთგან ციცერონი. ციცერონმა ვერესის პროცესზე მხოლოდ ორი დივინაციო და ერთი სიტყვა წარმოთქვა, დანარჩენი ხუთი კი ლიტერატურულად დაამუშავა და შემდგომში გამოსცა სათაურით "Actio Secunda In Verrem". ვერესის პროცესმა ციცერონს უფრო მეტად განუთქვა სახელი. ამ პერიოდში ციცერონი დაუახლოვდა გამოჩენილ სარდალსა და [[სახელმწიფო]] [[მოღვაწე]]ს - გნეუს პომპეუსს, რომელთანაც მან მეგობრული ურთიერთობა ჯერ კიდევ ჯარში სამსახურის დროს დაამყარა. 66 წელს პომპეუსის მომხრეთა დახმარებით და პირადი პოპულარობის წყალობით ციცერონი პრეტორად იქნა არჩეული. ამ პერიოდში ძალზედ დაძაბული ვითარება შეიქმნა აღმოსავლეთში. 74 წლიდან მიმდინარეობდა [[მითრიდატე]]ს მესამე ომი. რომაელთა პირველი გამარჯვებანი თანდათან მარცხმა შეცვალა. სახალხო ტრიბუნბა მანილიუსმა [[კომიცია|კომიციებში]] წინადადება შეიტანა მითრიდატესთან ომში უმაღლესი [[მთავარსარდლობა]] პომპეუსისთვის გადაეცათ. ციცერონმა აქტიურად დაუჭირა მხარი მანილიუსის კანონს (De Imperio Pompeii). ციცერონმა სენატში ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა პომპეუსის მხარდასაჭერად. საბოლოოდ, [[მანილიუსის კანონი]] ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო [[სამხედრო მოქმედებები]] აღმოსავლეთში (ძვ. წ. 65 პომპეუსმა [[იბერია]]სა და [[კოლხეთი|კოლხეთშიც]] გაილაშქრა).
 
=== კატილინას შეთქმულება ===
 
ძვ.წ. 63 ციცერონი კონსულად იქნა არჩეული. ამ პერიოდში ციცერონმა [[კატილინას შეთქმულება]] გამოაშკარავა. [[კატილინა]], ყოფილი სულანელი, სამხედრო გადატრიალების გზით ცდილობდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ზოგიერთი მონაცემით კატილინას შეთქმულებაში მოაწილეობდნენ [[კრასუსი]] და ახალგაზრდა [[იულიუს კეისარი]]. კატილინას ძირითადი მიზანი ვალთა [[კასაცია]] იყო, რომელიც ძალზედ აქტუალური [[პრობლემა]] იყო რომში [[სამოქალაქო ომი]]ს შემდეგაც. ციცერონმა კატილინას წინააღმდეგ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა სენატში. ციცერონთან ერთად კატილინარიების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა [[მარკუს პორციუს კატონი]]ც. ციცერონმა შეიპყრო და ამხილა რამდენიმე შეთქმული, რომლებიც შემდეგ სენატის დადგენილებით, [[სასამართლო]]ს გარეშე სიკვდილით დასაჯეს [[მამერტინის ციხე]]ში. კატილინა იძულებული იყო დაეწყო სამხედრო მოქმედებები. ქ. პისტორიასთან შედგა გადამწყვეტი [[ბრძოლა]] სენატის ჯარებსა და კატილინას შორის. როცაროდესაც კატილინას, [[სალუსტიუსი]]ს სიტყვით დაუნახავს, რომ მისი ჯარი უკვე დამარცხებულია და ის მცირერიცხოვანი მეომრების ამარა რჩება, მოგონებია თავისი [[წარმოშობა]] და წინანდელი [[ღირსება]], შეჭრილა მტრის შემჭიდროებულ რიგებში და განგმირული დაცემულა. ციცერონის დამსახურება კატილინას შეთქმულების გამოაშკარავებაში უდიდესი იყო. ციცერონი სენატის სხდომაზე "[[სამშობლოს მამა]]დ" გამოაცხადეს (Pater Patriae).
 
=== ციცერონის გაძევება ===
ხაზი 26:
 
=== ციცერონის სიცოცხლის უკანასკნელი წლები და ტრაგიკული აღსასრული ===
ციცერონის დასაბრუნებლად სენატში მრავლად შედიოდა პეტიციები იტალიის ქალაქებიდან. ამ პერიოდში ძალზედ გაუარესდა დამოკიდებულება კლოდიუსსა და პომპეუსს შორის. რომში შეიარაღებული შეტაკებებიც დაიწყო კლოდიუსსა და სენატის მომხრე სახალხო ტრიბუნ მილონს შორის. რომი შინაურ შფოთს მოეცვა. პომპეუსმა ინანა ციცერონის გაძევება და დაიწყო მზადება მის დასაბრუნებლად. პომპეუსი, სხვათაშორის, ციცერონის ძმას - კვინტუს დაუკაშირდა და ხალხისადმი მისამართად, [[ფორუმი|ფორუმზე]] გამოიყვანა. საბოლოოდ, ძვ. წ. 57 [[აგვისტო]]ში ციცერონის გაძევების კანონი გაუქმებულ იქნა და იგი რომში დაბრუნდა. მოსახლეობა მას დიდი ოვაციებით შეხვდა. ციცერონს გულთბილად მიეგება კრასუსიც, რომელიც მას ადრე მტრობდა. ციცერონის სახლი და აგარაკები [[სახელმწიფო]] ანგარიშზე აღადგინეს. რომში წესრიგის აღსადგენად სენატმა [[საგანგებო უფლებები]] მიანიჭა პომპეუსს. მილონი სასამართლოს გადაცეს, სადაც მის დასაცავად გამოვიდა ციცერონი. მიუხედავად ამისა, მილონი დამნაშავედ ცნეს და რომიდან გააძევეს. ამის შემდეგ ციცერონი დროებით ჩამოშორდა პოლოტიკურ მოღვაწეობას და ლიტერატურულ მუშაობას შეუდგა. 54 წ. მან დაიწყო თავისი ცნობილი [[ტრაქტატი]] De Republica, რომელიც 51 წ. გამოაქვეყნა. 51 წ. ციცერონის საგამგებლოდ [[კილიკია]] ერგო [[პროკონსული]]ს წოდებით. აქ მან გაილაშქრა მთებში მობინადრე ყაჩაღების წინააღმდეგ და უკუაქცია ისინი. თუმც, რომში დაბრუნებულს ტრიუმფის უფლება არ მისცეს და ციცერონი მხოლოდ სამადლობელი [[პარაკლისი]]ს გადახდით დაკმაყოფილდა. 49 წ. კეისარსა და პომპეუსს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. ციცერონი ყოველმხრივ ცდილობდა მათ შორის მშვიდობიანი დამიკიდებულება აღედგინა, მაგრამ უშედეგოდ. იულიუს კეისარი მდ. [[რუბიკონი]] გადალახა, რითაც [[სამოქალაქო ომი]] დაიწყო. ბოლოს ციცერონმა, თავისი რესპუბლიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, ისევ პომპეუსის მხარე დაიჭირა და მის ჯარს გაჰყვა საბერძნეთში. ფარსალოსთან ბრძოლაში ციცერონს მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო როცაროდესაც პომპეუსი გაიქცა, მას დარჩენილი [[ჯარი]]სა და [[ფლოტი]]ს ხელმძღვანელობა დაავალეს, ციცერონმა უარი განაცხადა, რის გამოც იგი კინაღამ მოკლეს. ციცერონი ბუნებით სულაც არ იყო [[ჯარისკაცი]]; მას [[ომი]] სძულდა და ხმალს ხელში იღებდა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. ციცერონი იტალიაში დაბრუნდა და კეისართან შეხვედრის მღელვარე მოლოდინში რამდენიმე თვე გაატარა. მისმა თანამებრძოლმა მარკუს პორციუს კატონმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ციცერონმა პირად ცხოვრებაშიც ბევრი მწუხარება განიცადა: ცოლმა ქონების დიდი ნაწილი გაფლანგა, რაც საბოლოოდ [[განქორწინება]]მდე მივიდა.; უდროოდ გარდაეცვალა საყვარელი ქალიშვილი ტულია (ძვ. წ. 45), რამაც მასზე შემაძრწუნებელი გავლენა მოახდინა. ბოლოს, დიდი მოლოდინის შემდეგ შედგა ციცერონის შეხვედრა მსოფლიოს უძლიერეს ადამიანთან - რომის ერთპიროვნულ მმართველთან - გაიუს იულიუს კეისართან. კეისარი პირადად ესტუმრა ციცერონს პუტეოლში, სადაც მას საუცხოო აგარაკი ჰქონდა. შემდგომში, ციცერონი თავის მეგობარ ატიკუსს მისწერს: "ჩვენ, მე და კეისარს, [[პოლიტიკა]]ზე სიტყვაც კი არ დაგვიძრავს; სამაგიეროდ ბევრი ვისაუბრეთ [[ლიტერატურა]]ზე..." (Ad Atticum ). კეისარმა ციცერონი შეიწყალა. ამის შემდეგ იგი ტუსკულუმში დაბრუნდა, სადაც ლიტერატორულ-მეცნიერული მუშაობა განაგრძო. როცაროდესაც კეისრის წინააღმდეგ რესპუბლიკელებმა შეთქმულება დაიწყეს რომში, ციცერონს არაფერი არ აცნობეს. პლუტარქეს სიტყვით შეთქმულები მას არ ენდნენ მერყევი ხასიათის გამო. თუმს, კეისრის მკვლელობის შემდეგ ციცერონმა კვლავ აქტიური მოღვაწეობა დაიწყო სახელმწიფო ცხოვრებაში და სათავეშო ჩაუდგა სენატორთა პარტიას. ციცერონს იმედი გაუჩნდა, რომ დიქტატორის მოკვლის შემდეგ კვლავ აღდგებოდა თავისუფალი რესპუბლიკა ([[Republica Libera]]). კეისრის შემდეგ რესპუბლიკის უმთავრეს მტრად ციცერონი მარკუს ანტონიუსს თვლიდა. მან, დემოსთენეს მიბაძვით [[ანტონიუსი]]ს საწინააღმდეგოდ 14 სიტყვა ე.წ. "ფილიპიკები" წარმოთქვა სენატში. ამ პერიოდში ციცერონი დაუახლოვდა კეისრის დისშვილს [[ოქტავიანე]]ს (მომავალში იმპერატორ ავგუსტუსს). ციცერონი ოქტავიანეს გამოყენებას აპირებდა ანტონიუსთან ბრძოლაში. თუმც, პლუტარქეს სიტყვებით ციცერონი დიდებისკენ სწრაფვამ დააახლოვა ოქტავიანესთან. ოქტავიანემ კი თავის სასარგებლოდ გამოიყენა მასთან ურთიერთობა. საბოლოოდ, ანტონიუსი და ოქტავიანე გაერთიანდნენ და ერთად დაიწყეს ბრძოლა კეისრის მტრების - სენატის და რესპუბლიკელთა წინააღმდეგ. 43 წ. შეიქმნა [[მეორე ტრიუმვირატი]]. ტრიუმვირებმა კორნელიუს სულას მიბაძეს და მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად და მათი ქონების დასაუფლებლად პროსკრიბციების (შავი სიების) გამოქვეყნება დაიწყეს. ანტონიუსის დაჟინებული მოთხოვნით ციცერონი პირველი შეიტანეს სიაში. ოქტავიანე ერთხანს ყოყმანობდა, მაგრამ მერე იძულებული გახდა დაეთმო ანტონიუსისთვის. ციცერონმა მოასწრო გაქცევა, მაგრამ იგი ღალატით ჩაუვარდა ხელში მტრებს. ძვ. წ. 43, 7 დეკემბერს ციცერონი ვერაგულად იქნა მოკლული. დაიღუპა მისი ძმა კვინტუსიც. სისხლიან პროსკრიბციებს ასობით სხვა ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. ანტონიუსის ბრძანებით ციცერონს თავი და მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს, რითაც იგი თავის ცნობილ ფილიპიკებს წერდა. ციცერონის წამებული ნაშთები სენატში, [[საორატორო ტრიბუნა]]ზე გამოფინეს. ეს შემაძრწუნებელი სანახაობა იყო რომაელთათვის. ასე დაასრულა მშფოთვარე და წინააღმდეგობებით აღსავსე სიცოცხლე უდიდესმა რომაელმა მოაზროვნემ, ორატორმა და კულტურულმა მოღვაწემ მარკუს ტულიუს ციცერონმა.
 
ციცერონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა რომის სახელმწიფოს [[ისტორია]]ში. მისი ნაშრომები ფასდაუდებელი წყაროებია ისტორიის მკვლევართათვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ციცერონი“-დან