ფოტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 79 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q3198
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 58:
'''ფოტონი''' — [[ელემენტარული ნაწილაკი]] [[ფიზიკა|ფიზიკაში]], [[ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება|ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების]] [[კვანტი]] (ულუფა) და საბაზისო ერთეული [[სინათლე|სინათლისა]] და ყველა სხვა სახის [[ელექტრომაგნიტური გამოსხივება|ელექტრომაგნიტური გამოსხივების]]. ფოტონი არის აგრეთვე "[[ძალა|ძალის]] გადამტანი" ელექტრომაგნიტური ძალისთვის. ამ ძალის მოქმედება ადვილად დამზერადია, როგორც [[მიკროსკოპული|მიკროსკოპულ]], ასევე [[მაკროსკოპული|მაკროსკოპულ]] დონეზე. რადგანაც ფოტონს არა აქვს [[უძრაობის მასა]] ეს საშუალებას აძლევს მას ურთიერთქმედებდეს შორ მანძილებზე. მსგავსად ყველა [[ელემენტარული ნაწილაკი|ელემენტარული ნაწილაკისა]] ფოტონი საუკეთესოდ აღიწერება [[კვანტური მექანიკა|კვანტური მექანიკით]] ამჟღავნებს რა ტალღურ-ნაწილაკურ [[დუალიზმი|დუალიზმს]] — ანუ ამჟღავნებს როგორც [[ტალღა|ტალღის]], ასევე [[ნაწილაკი|ნაწილაკის]] ბუნებას. მაგალითად ფოტონი შეიძლება გარდატყდეს ლინზის საშუალებით ან ამჟღავნებდეს ტალღურ [[ინტერფერენცია|ინტერფერენციას]] საკუთარ თავთან და აგრეთვე მოქმედებდეს, როგორც ნაწილაკი, რომელიც იძლევა განსაძღვრულ შედეგს რაოდენობრივი მომენტის გაზომვისას.
 
დღეისათვის არსებული შეხედულება ფოტონზე თანდათანობით განვითარდა [[ალბერტ აინშტაინი|ალბერტ აინშტაინის]] მიერ, როცაროდესაც ის ცდილობდა აეხსნა ექსპერიმენტული დაკვირვება, რომელიც ვერ ჯდებოდა კლასიკური სინათლის [[ტალღური მოდელი|ტალღური მოდელის]] ფარგლებში. კერძოდ, ფოტონური მოდელი ითვალისწინებდა რა სინათლის ენერგიის სიხშირეზე დამოკიდებულებას, შესაძლებელს ხდიდა [[ნივთიერება|ნივთიერებისა]] და [[ელექტრომაგნიტური გამოსხივება|გამოსხივების]] [[თერმული წონასწორობა|თერმულ წონასწორონაში]] არსებობას. ფოტონური მოდელი აგრეთვე ხსნიდა მანამდე ანომალურ დაკვირვებებს, მათ შორის [[შავი სხეული|შავი სხეულის]] [[გამოსხივება|გამოსხივების]] მახასიათებლებს. რომელსაც სხვა ფიზიკოსები და მათ შორის [[მაქს პლანკი]] აღწერდა ნახევრადკლასიკური მოდელის საშუალებით, სადაც [[სინათლე]] კვლავ [[მაქსველის განტოლებები|მაქსველის განტოლებებით]] აღიწერებოდა, ხოლო მატერიალური სხეული, რომელიც შთანთქავდა ან გამოასხივებდა სინათლეს იყო დაკვანტული. თუმცა ამ ნახევრადკლასიკურმა მოდელებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს [[კვანტური მექანიკა|კვანტური მექანიკის]] განვითარებაში. შემდგომმა ექსპერიმენტებმა დაადასტურეს [[ალბერტ აინშტაინი|აინშტაინის]] ჰიპოთეზა, რომ თვით სინათლე იყო დაკვანტული და სინათლის კვანტია ფოტონი.
 
[[ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა|ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის]] თანამედროვე [[სტანდარტული მოდელი|სტანდარტულ მოდელში]] ფოტონი აღიწერება, როგორც აუცილებელი შედეგი იმისა, რომ ფიზიკურ კანონებს აქვთ გარკვეული [[სიმეტრია]] დრო-სივრცის ყოველ წერტილში. ფოტონის შინაგანი მახასიათებლები, როგორებიცაა: [[მუხტი]], [[მასა]] და [[სპინი]] ბუნებრივად განისაზღვრებიან ამ [[კალიბრული თეორია|კალიბრული]] სიმეტრიის მახასიათებლებიდან. [[სინათლის ნეიტრინოს თეორია]], რომელიც ცდილობს აღწეროს ფოტონი, როგორც შედგენილი სტრუქტურა ჯერჯერობით წარუმატებელია.
 
ფოტონის კონცეფციამ მნიშვნელოვანი წინსვლა მოახდინა თეორიულ და ექსპერიმენტულ ფიზიკაში, როგორებიცა [[ლაზერი|ლაზერები]], [[ბოზე-აინშტაინის კონდენსაცია]], [[ველის კვანტური თეორია]] და [[კვანტური მექანიკა|კვანტური მექანიკის]] შესაძლებელი ინტერპრეტაციები. ფოტონის კონცეფცია გამოიყებული იქნა [[ფოტოქიმია|ფოტოქიმიაში]], [[მიკროსკოპი|მაღალი გარჩევისუნარიანობის მიკროსკოპებში]] და [[მოლეკულა|მოლეკულური]] მანძილების გაზომვაში. ახლახანს, ფოტონები შეისწავლეს, როგორც ელემენტები [[კვანტური კომპიუტერი|კვანტური კომპიუტერების]] და ოპტიკური კომუნიკაციის ისეთი დახვეწილი საშუალებისა, როგორიცაა [[კვანტური კრიპტოგრაფი|კვანტური კრიპტოგრაფები]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფოტონი“-დან