მოტეხილობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 43 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q68833
clean up, replaced: როცა → როდესაც (5) using AWB
ხაზი 4:
არსებობს დაავადება არასრულყოფილი [[ოსტეოგენეზი]]. ამ დროს ძვლებს თანდაყოლილი მსხვრევადობა ახასიათებს და შესაძლოა, მოტეხილობა უბრალო მოძრაობამაც კი გამოიწვიოს. ეს დაავადება უმთავრესად ბავშვთა ასაკში გვხვდება. ასეთ ბავშვებს "შუშისას" უწოდებენ. გარდა ამისა, არსებობს ძვლის დაავადებები, რომლებიც პათოლოგიურ მოტეხილობას იწვევს: [[ტუბერკულოზი]], [[სიმსივნე]] და სხვა.
 
ქალებს ხანდაზმულ ასაკში ადვილად სტყდებათ [[ბარძაყი|ბარძაყის]] ძვლის ყელი. ბარძაყის ძვლის ყელს, სხვა ძვლებისაგან განსხვავებით, არ გააჩნია ძვლისაზრდელა და ამიტომ სიმტკიცეც ნაკლები აქვს. თუ ამას დაერთო [[დემინერალიზაცია]]ც (რომელიც [[მენოპაუზა|მენოპაუზის]] შემდეგ ვითარდება და ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვლებს უკავშირდება), ისე კიდევ უფრო სუსტდება, ამიტომ მოსატეხად სოგჯერ უმნიშვნელო ტრავმაც კი კმარა. მეტიც: არის შემთხვევები, როცაროდესაც ფეხზე მდგომ ადამიანს თავისთავად სტყდება ბარძაყის ყელი - ის იმდენად არის დასუსტებული, სხეულის სიმძიმეს ვერ უძლებს.
 
დემინერალიზაცია არ არის პათოლოგია, ეს ფიზიოლოგიური პროცესია და მის თავიდან ასაცილებლად 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა საკვები დანამატების სახით უნდა მიიღონ [[მინერალები]], რომლებიც ძვლებისთვის აუცილებელია: [[კალციუმი]] და [[მაგნიუმი]], ასევე - [[ვიტამინები]].
ხაზი 12:
== მოტეხილობის კლასიფიკაცია ==
[[ფაილი:K-Knie-z2.jpg|thumb|250px|[[დიდი წვივის ძვალი]]]]
კანის დაზიანების მიხედვით მოტეხილობა ორგვარია: ღია და დახურული.
 
ღია მოტეხილობის დრო სდაზიანებულ ადგილას ჩნდება ჭრილობა და ძვალს გარემოსთან აქვს კონტაქტი, ამიტომ იქმნება მოტეხილობის არეში [[მიკრობები]]ს შეჭრის, ამის კვალობაე კი ადგილობრივი და/ან ზოგადი გართულებების განვითარების საფრთხე. ღია მოტეხილობის დროს, წესისამებრ, რბილი ქსოვილები ძლიერ არის დაზიანებული, რაც ძვლების შეზრდას ართულებს.
ხაზი 29:
* მსხვრეულ მოტეხილობას — მოტეხილობის ადგილას მრავლობითი ფრაგმენტია.
 
გარდა ამისა, განასხვავებენ მოტეხილობას ძვლის ფრაგმენტების შეცილების გარეშე და ძვლის ფრაგმენტების შეცილებით. ძვლის მოტეხილობის დროს მასზე მიმაგრებული კუნთების შეკუმშვის გამო ძვლის ნატეხები ხშირად შეცილებას განიცდის. შეცილება სხვადასხვანაირია: კუთხივი (მოტეხილი ძვლების ბოლოები ერთმანეთთან კუთხეს ქმნის), გვერდითი (მოტეხილი ძვლების ბოლოები განივი ღერძის გასწვრივ საპირისპირო მიმართულებით გადაინაცვლებს), სიგრძივი (მოტეხილი ძვლის ბოლოები გასწვრივ ღერძზე გადაინაცვლებს და ამ გადანაცვლების მიხედვით შეიძლება დამოკლდეს ან დაგრძელდეს ძვალი), როტაციული (ძვლის ერთი ბოლო ღერძის ირგვლივ შემოტრიალდება). როცაროდესაც მოტეხილობა შეცილების გარეშეა, ძვლების შეხორცებისთვის უკეთესი პირობებია, შეცილებული მოტეხილობა კი უფრო რთულად ითვლება.
 
== სიმპტომები ==
ხაზი 55:
მოტეხილობის დროს პირველი დახმარება გულისხმობს ტრავმირებული კიდურის უძრავად დაფიქსირებას, რადგან მოტეხილი არის მოძრაობა ტკივილს აძლიერებს, ძვლის ფრაგმენტებს ერთმანეთს აცილებს და რბილ ქსოვილებს აზიანებს. ფიქსაციისთვის გამოიყენება [[არტაშანი]]. [[სასწრაფო დახმარება|სასწრაფო დახმარების]] ბრიგადებს სამედიცინო არტაშნები აქვთ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი არტაშნებად შეუძლიათ ფიცრის ან მყარი მუყაოს ნაჭრები გამოიყენონ. თუ ხელთ არც ეს აღმოაჩნდათ, მაშინ ზედა კიდური ტანს უნდა მიეკრას, ხოლო ქვედა კიდური - ჯანმრთელ კიდურს. გარდა ამისა, დაშავებულს უნდა მიეცეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ამის შემდეგ კი მოხდეს მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში.
 
როცაროდესაც მოტეხილობა ღიაა, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ჭრილობა სუფთა ნაჭრით უნდა დაიფაროს.
 
დაუშვებელია მოტეხილობის დროს არაპროფესიონალის მიერ დეფორმატიის ძალით ჩასწორება, მაგალითად, კიდურის დაჭიმვით ან მასზე ზეწოლით. ჯერ ერთი, ეს გააძლიერებს ტკივილს და შესაძლოა, შოკიც კი გამოიწვიოს, მეორე - გამოიწვევს მოტეხილი ძვლების ცდომას, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
ხაზი 64:
კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს დაჭიმვას (ხალხში გირების დაკიდებას რომ უწოდებენ) ან ჩასწორებას და შემდგომ [[თაბაშირი]]ს დადებას. თაბაშირის დადებისას აუცილებელია, თაბაშირში სამი სეგმენტი მაინც იყოს მოქცეული - მხოლოდ ასე მოხერხდება ტრავმირებული კიდურის უძრაობის შენარჩუნება. მაგალითად, თუ სახსარია დაზიანებული, თაბაშირი უნდა დაედოს ამ სახსარსა და მეზობელ ორ ძვალს, თუ ძვალი - ამ ძვალსა და მის მიმდებარე ორ სახსარს. თუ ეს პრინციპი არ იქნა დაცული, საიმობილიზაციო საშუალების გამოყენებას აზრი ეკარგება, რადგან უძრაობას ვერ შეინარჩუნებს, მხოლოდ ზედმეტ ტვირთად დააწვება ავადმყოფს.
 
ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როცაროდესაც მოტეხილი ძვლის კონსერვატიულად ჩასწორება ვერ ხერხდება ან ფიქსაციის დროს მოსალოდნელია ძვლის ფრაგმენტების მეორეული შეცილება - ხელახალი ცდომა თაბაშირის ნახვევში.
 
ოპერაციული მკურნალობის დროს მოტეხილ ძვლებს ამაგრებენ სპეციალური მეტალის ფიქსატორებით, რომლებიც იმდენად სრულყოფილია, რომ გარეგანი საიმობილიზაციო საშუალებების დამატება აღარ სჭირდება. ასეთი ფიქსაცია იძლევა საშუალებას, პაციენტმა მალევე დაიწყოს მოძრაობა და თავიდან აიცილოს სახსრის ჩაკეტვა, კუნთების ატროფია და სხვა.
ხაზი 70:
სასურველია, შეხორცების შემდეგ ფიქსატორი ამოღებულ იქნეს, რათა უკვე გამოჯანმრთელებული ძვალი სრულყოფილად დაიტვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ატროფირდება.
 
კუნთების ატროფიის თავიდან ასაცილებლად პაციენტს ოპერაციის მეორე დღესვე ურჩევენ, კუნთები ავარჯიშოს - პერიოდულად (საათშ 1-2 წუთის განმავლობაში) დაჭიმოს და მოადუნოს. მოგვიანებით, როცაროდესაც ჭრილობა ბოლომდე მოშუშდება, შეიძლება მასაჟის დაწყებაც.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოტეხილობა“-დან