დიალექტიკური მატერიალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 43 interwiki links, now provided by Wikidata on d:q181207 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
'''დიალექტიკური მატერიალიზმი''' — [[მარქსიზმი]]ს მიმდევარართა გარკვეული ნაწილის მიხედვით მარქსიზმის საფუძველი. იგი მიუთითებს, რომ [[კარლ მარქსი]]ს თეორია არის [[დიალექტიკა|დიალექტიკის]] და [[მატერიალიზმი]]ს სინთეზი. თვითონ მარქსი ამ ტერმინს არ იყენებდა.
 
== დიალექტიკური მატერიალიზმის ჩამოყალიბება ==
== ლიტერატურა ==
მეცხრამეტე საუკუნეში, ბუნებისმეტყველებაში მომხდარი აღმოჩენების საფუძველზე, კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა გამოთქვეს შეხედულება, რომ ბუნება მუდმივად ვითარდება და განვითარებას ბუნებაში დიალექტიკური ხასიათი აქვს; ბუნებაში მიმდინარე ყველა პროცესი კი ურთიერთკავშირში და ურთიერთგანპირობებულობაშია. მეოცე საუკუნის დასაწყისში ვლადიმერ ლენინმა განაზოგადა იმდროინდელი სამეცნიერო აღმოჩენები და შემოიღო მატერიის ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც ასახავდა მთელ ობიექტურ სამყაროს და არა მის რომელიმე ფორმას, როგორც ეს სხვა ფილოსოფიური მიმდინარეობის წარმომადგენლებს ესმოდათ. მეოცე საუკუნეში მომხდარმა აღმოჩენებმა დაადასტურეს სამყაროს დიალექტიკურ-მატერიალისტური თეორიის ძირითადი დებულებები. მაგალითად, აინშტაინის რელატიურობის თეორიამ დაადასტურა მარქსიზმის კლასკოსთა მოსაზრებები სივრცისა და დროის, როგორც მატერიის არსებობის წესის შესახებ. კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი ფიქრობდნენ, რომ ბუნებაში აღმოჩენილი დიალექტიკური კანონზომიერებები ვრცელდებოდა საზოგადოებაზეც, ვინაიდან ეს უკანასკნელი ბუნების შემადგენელი ნაწილია. მათი აზრით, საზოგადოებასაც განვითარების მსგავსი კანონები აქვს. ისტორიისადმი დიალექტიკურ-მატერიალისტური მიდგომით, მარქსმა და ენგელსმა გამოთქვეს თავიანთი აზრი კაპიტალისტური სისტემის მაჩაგვრელობითი ბუნების შესახებ და შექმნეს ექსპლოატაციისაგან თავისუფალი საზოგადოების მოდელი. მათი იდეების ხორცშესხმა სცადეს მოგვიანებით საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ სოციალიზმმა მოსპო კაპიტალისტების მიერ მუშათა ექსპლოატაცია, მთელი რიგი მანკიერებების გამო სოციალისტურმა სისტემამ საბოლოოდ კრახი განიცადა.
*''[http://marxists.org/archive/marx/works/1886/ludwig-feuerbach/index.htm Ludwig Feuerbach and the End of Classical German Philosophy]'', Friedrich Engels
*''[http://marxists.org/archive/marx/works/1877/anti-duhring/index.htm Anti-Dühring]'', Friedrich Engels