ჯეიმზ კუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: გახლდათ → იყო (3) using AWB
ჯეიმს - ჯეიმზ, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ (13) using AWB
ხაზი 4:
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Cooks Karte von Neufundland.jpg|მინი|ჯეიმზ კუკის მიერ 1775 წელს შედგენილი [[ნიუფაუნდლენდი]]ს საზღვაო რუკა]]
ინგლისელი მეზღვაური ჯეიმსჯეიმზ კუკი 1728 წელს სოფელ [[მარტონი|მარტონში]] ([[იორკშირის საგრაფო]]) ღარიბ ოჯახში დაიბადა. მამამისი დაქირავებული მუშა იყო, რომელიც მდიდარი ინგლისელების მამულებში მიწას ამუშავებდა. პატარა ჯეიმსსჯეიმზს ბავშვობიდანვე მოუწია მძიმე სამუშაოების შესრულებამ. 7 წლის ასაკში ის მამასთან ერთად მუშაობდა. პარალელურად ჯეიმსიჯეიმზი სკოლაშიც დადიოდა, სადაც წერა-კითხვა ისწავლა. 17 წლის ასაკში კი ის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში [[თევზი]]ს გამყიდველის შეგირდად მოეწყო. სწორედ აქ დაინახა მან პირველად [[ზღვა]].
 
ჯეიმსიჯეიმზი ზღვით მოიხიბლა. საზღვაო მოგზაურობაში წასვლის სურვილი მას ერთი წუთითაც არ ტოვებდა. საკუთარი მიზნის მისაღწევად კუკი ყველაფერზე იყო მზად. თავდაპირველად ის ნახშირის გადამზიდავ გემზე [[იუნგა]]დ მოეწყო. აქ მან კაპიტნის თანაშემწეს წოდებას მიაღწია. თავისუფალ დროს კუკი თვითგანათლებასა და საზღვაო საქმის ნიუანსების შესწავლას უთმობდა. [[1755]] წელს მან [[ბრიტანეთი]]ს სამხედრო უწყებასთან კონტრაქტი გააფორმა და მატროსის რანგში დაიწყო სამსახური. ორი წლის შემდეგ ჯეიმსჯეიმზ კუკი სამხედრო გემის შტურმანი გახდა. კუკის აღმასვლა ამით არ დასრულებულა. მან ოცნება აისრულა და კაპიტნის წოდება მიიღო. ის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპედიციის მეთაურად დაინიშნა. [[1762]]-[[1767]] წლებში მან კუნძულ [[ნიუფაუნდლენდი]]ს სანაპიროები, [[წმინდა ლავრენტი]]სა და [[ჰონდურასი]]ს ყურეები გამოიკვლია. ექსპედიციიდან დაბრუნებულ კუკს [[1768]] წელს [[ლეიტენანტი]]ს წოდება მიანიჭეს.
 
== იდუმალი მისიები ==
ხაზი 20:
საერთო ჯამში კუკმა რუკაზე ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს 4.000-კილომეტრიანი ზოლი და [[დიდი ბარიერული რიფი]]ს 2.300 კილომეტრი აღწერა. აღსანიშნავია, რომ კუკმა ახალ სამხრეთ უელსში მტკნარი წყალი ვერ იპოვა – მან მხოლოდ სანაპიროს ვიწრო ზოლი გამოიკვლია. ამიტომ კუკმა საკუთარ მოხსენებაში განაცხადა, რომ ავსტრალია საცხოვრებლად უვარგისი იყო. თუმც, ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც გამოცდილი მეზღვაური შეცდა. 1771 წლის 13 ივლისს “ინდევერი” სამშობლოში დაბრუნდა. ინგლისისკენ მიმავალი გზა სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა. მეზღვაურებს [[ტროპიკული ციებ-ცხელება]] დაერია. 18 მათგანი გარდაიცვალა, მაგრამ რომ არა კუკის გამჭრიახობა, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა.
 
მეორე ავადმყოფობა, რომელიც მეზღვაურთა ხშირი სტუმარი იყო, [[სურავანდი]] იყო. შორეული საზღვაო ექსპედიციების დროს მეზღვაურთა ერთადერთი საკვები დამარილებული [[ღორი]]ს ხორცი, [[ორცხობილა]] და მოხარშული [[ბარდა]] იყო. მაცივარი მაშინ არ არსებობდა, ამიტომ საჭმელი მალე ფუჭდებოდა, არც სასმელი წყალი ვარგოდა დასალევად. ასეთი “მენიუს” პირობებში მეზღვაურები სურავანდით ავადდებოდნენ. ჯეიმსჯეიმზ კუკი საკმაოდ გამოცდილი იყო, ამიტომ მან ყველაფერი ეს ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნის დროს გაითვალისწინა. პლიმუტიდან გასვლის წინ კუკმა მჟავე კომბოსტო და ხახვი მოიმარაგა. ხორცსა და ხილს კი ის კუნძულების მოსახლეობისაგან ყყიდულობდა. ასეთი წინდახედულობის წყალობით “ინდევერის” ეკიპაჟის არც ერთი წევრი სურავანდით არ დაავადებულა.
 
== წარუმატებელი ცდა ==
[[ფაილი:James Cook, English navigator, witnessing human sacrifice in Taihiti (Otaheite) c. 1773.jpg|მინი|კუკი ესწრება ადამიანთა მსხვერპლად შეწირვას [[ტაიტი|ტაიტზე]], 1773 წელი]]
ინგლისში დაბრუნების შემდეგ ჯეიმსჯეიმზ კუკი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა. ექსპედიციის შედეგები სამეცნიერო წრეებში ფართოდ განიხილებოდა. თუმცა თავად მეზღვაური უკმაყოფილო იყო. ის დარწმუნებული იყო, რომ ახალი სამხრეთ უელსი არ იყო მდიდარი სამხრეთის [[მატერიკი]]. კუკმა ადმირალიტეტი მეორე ექსპედიციის აუცილებლობაში დაარწმუნა. ის ამტკიცებდა, რომ იდუმალი მიწა კიდევ უფრო სამხრეთით უნდა მოეძებნათ.
 
კუკის ავტორიტეტმა თავისი გაიტანა. [[1772]] წელს ორმა ხომალდმა “რეზოლუშენმა” და “ადვენჩერმა” ინგლისის ნაპირები დატოვა და [[სამხრეთი]]სკენ გაემართა. ამჯერად [[ექსპედიცია]] წარუმატებლად დასრულდა. [[1773]] 17 იანვარს კუკმა [[სამხრეთ პოლარული წრე]]ც გადალახა, მაგრამ [[მიწა]] არსად ჩანდა. [[ჰაერი]]ს ტემპერატურა კი სულ უფრო ეცემოდა, თუმცა კუკს ეს სულაც არ ადარდებდა. შესაძლებელი იყო, რომ მას ანტარქტიდის სანაპირო აღმოეჩინა, მაგრამ ყინულის ლოდებმა გემებს წინსვლის საშუალება არ მისცეს. გულგატეხილი კუკი უკან დაბრუნდა. მან [[ახალი კალედონია]], [[ნორფოლკი]] და კიდევ რამდენიმე [[კუნძული]] აღმოაჩინა, მაგრამ მისთვის ეს ნუგეშად არ გამოდგებოდა. სამწლიანი ხეტიალის შემდეგ კუკი ნისლიან ალბიონზე დაბრუნდა.
ხაზი 30:
== აღსასრული ==
[[ფაილი:Zoffany Death of Captain Cook.jpg|მინი|[[კაპიტან ჯეიმზ კუკის დაღუპვა (ცოფანი)]], [[იოგან ცოფანი]]ს დაუმთავრებელი ნამუშევარი, დაახლოებით 1795.<ref name="NMM - The Death of Captain James Cook">{{cite web|url=http://www.nmm.ac.uk/collections/explore/object.cfm?ID=BHC0424|title=The Death of Captain James... (BHC0424) – National Maritime Museum|publisher=[[საზღვაოსნო ეროვნული მუზეუმი]]|accessdate=21 November 2010}}</ref>]]
ჯეიმსჯეიმზ კუკის მესამე და უკანასკნელი ექსპედიცია წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილო-დასავლეთის შემაერთებელი გზის მოძებნას ისახავდა მიზნად. კუკი ამჯერადაც ორი [[გემი]]თ გაემგზავრა. “რეზოლუშენს” მხარი “დისკავერიმ” დაუმშვენა. ექსპედიციამ აღმოაჩინა პრინც უილიამის, კუკის, ბრისტოლისა და ნორტონის [[ყურე]]ები, [[წმინდა ილიას მთები]], ნახევარკუნძულები [[კენაი]], [[ალიასკა]] და [[სიუარდი]], ალიასკისა და ალეუტის ქედები. კუკი ბერინგის სრუტის გავლით ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში გავიდა, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა, რადგანაც მას კვლავ ყინულმა შეუშალა ხელი.
 
გამოზამთრებისა და სურსათის მარაგის შევსების მიზნით ექსპედიციამ ჰავაის კუნძულებს მიაშურა. კუნძულ [[კეალკეკუა]]ს მოსახლეობა ინგლისელებს თბილად შეხვდა. “რეზოლუშენისა” და “დისკავერის” ტრიუმები ბოლომდე აივსო საჭმელ-სასმელით. დატვირთული გემები სამშობლოსაკენ დაიძრნენ. მოულოდნელად საშინელი [[შტორმი]] დაიწყო. კუკმა კეალკეკუაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
 
[[1778]] ჰავაის კუნძულებზე კაპიტანი ჯეიმსჯეიმზ კუკი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც [[მაუი]] აღმოაჩინა.
 
ამჯერად გემების გამოჩენა არავის გახარებია. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეზღვაურებით უკმაყოფილო იყო – ინგლისელებმა ძალიან ბევრი პროდუქტი წაიღეს. კონფლიქტი თანდათან მწიფდებოდა. გამოირკვა, რომ ერთ-ერთი გემიდან ნავები გაქრა. კუკის აზრით, ამის გაკეთება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო, ამიტომ მან მათი დასჯა გადაწყვიტა. თუმცა კუკი მათ მიმართ ყოველთვის თბილად იყო განწყობილი. [[1779]] წლის 14 თებერვალს კაპიტანი რამდენიმე მეზღვაურთან ერთად ნაპირზე ჩავიდა, რათა კუნძულელთა ბელადთან კალანიოპუსთან მოლაპარაკებები გაემართა, ნავების დაბრუნება და დამნაშავეთა დასჯა მოეთხოვა. გემზე დარჩენილი მეზღვაურები ამაოდ ელოდნენ კუკის დაბრუნებას – შერიგების ნაცვლად ინგლისელებსა და კუნძულელებს შორის ჩხუბი დაიწყო, რომელსაც შეეწირა კიდევ ჯეიმსჯეიმზ კუკის სიცოცხლე.
 
მეორე დღეს ინგლისელებმა კაპიტნის ცხედრის გადმოცემა მოითხოვეს. კუნძულელებმა მათ კუკის ნარჩენები გადასცეს – მხოლოდ მაშინ გაიგეს მეზღვაურებმა, რომ კეალკეკუა კანიბალებით იყო დასახლებული. დიდი ინგლისელი მეზღვაურის ნარჩენები საზღაო წესის მიხედვით ოკეანის ფსკერზე ჩაუშვეს.
 
ჯეიმსჯეიმზ კუკს ცოლი და 6 შვილი ჰყავდა (ყველა მათგანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა). ჯეიმსჯეიმზ კუკის აღმოჩენები მომავალმა თაობამ ღირსეულად დააფასა. მის სახელს ატარებს 20-ზე მეტი გეოგრაფიული ობიექტი, მათ შორის 3 ყურე, კუნძულთა 2 ჯგუფი და 2 სრუტე.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons|James Cook|ჯეიმსჯეიმზ კუკი}}
* [http://www.captaincooksociety.com/ccsu1.htm Captain Cook Society]
* [http://www.adb.online.anu.edu.au/biogs/A010231b.htm 'Cook, James (1728–1779)', Australian Dictionary of Biography, Volume 1, Melbourne University Publishing|Melbourne University Press, 1966, pp 243–244]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯეიმზ_კუკი“-დან