იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q242667
clean up, removed: {{მუსიკა}} using AWB
ხაზი 13:
}}
 
'''იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი''' ({{lang-en|Jesus Christ Superstar}}) — [[როკ ოპერა]], შექმნილი კომპოზიტორ [[ენდრიუ ლოიდ უებერი]]სა და ტექსტების ავტორ [[ტიმ რაისი]]ს მიერ. იგი ეფუძნება [[სახარება|სახარების]] ცნობილ სიუჟეტს, მაგრამ აქცენტი გადააქვს იესოსა და იუდა ისკარიოტელის ურთიერთობებზე.
 
'''იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი''' ასევე გამოვიდა როგორც [[იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი (ფილმი)|ფილმი]] და დაიდგა მსოფლიოს უამრავ თეატრში.
 
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში გამოყენებულია თანამედროვე ცხოვრების ელემენტები (იარაღი, ავტობუსი და სხვა), ძირითადად მთელი ისტორია მიმდინარეობს იესოს დროის იერუსალიმში და მის ახლოს.
ხაზი 39:
სამშაბათს იმართება უკანასკნელი ვახშამი, სადაც იესო სხვებს აწოდებს პურს და უსხამს ღვინოს. იგი ეუბნება, რომ მომავალში უნდა იფიქრონ ღვინოზე, როგორც მის სისხლზე და პურზე, როგორც მის სხეულზე და მისი მირთმევისას გაიხსენონ იგი. ის წინასწარმეტყველებს, რომ მოციქული პეტრე მას სამჯერ უარყოფს, ხოლო თორმეტიდან ერთ-ერთი მას უღალატებს. იუდა ფიქრობს, რომ მან უკვე ყველაფერი იცის, აღიარებს ამას და მიდის რომაელი ჯარისკაცების მოსაყვანად. თერთმეტი მოციქული იძინებს. იესო მიმართვას ღმერთს და სთხოვს, არ ააცილოს ის საშინელი სიკვდილი, რომელიც ელის. მას არ ესმის, რატომ მოევლინა ამ ქვეყანას მესიად და დაღლილია ამით. მისი თხოვნა და კითხვები უპასუხოდ რჩება და იესო დარწმუნებულია, რომ ვერ შეცვლის ღმერთის ნებას. იგი შესთხოვს უფალს, რაც შეიძლება მალე წაართვას სიცოცხლე. მისი მოციქულები აღმართავენ მახვილებს, მაგრამ იესო სთხოვს, დაუშვან ისინი, ვინაიდან ვეღარაფერს შეცვლიან.
 
ჯარისკაცებთან ერთად ჩნდება იუდა, რომელიც იესოს უახლოვდება და ლოყაზე ემთხვევა. ამით რომაელები ხვდებიან, თუ რომელია ამ პიროვნებებს შორის იესო. იგი დაჭერილია, მოციქულები ამაოდ ეწინააღმდეგებიან რომაელებს. იესოს მითითებით, ისინი ჩერდებიან.
 
გზად ბრბო (რომელიც წარმოდგენილია თანამედროვე რეპორტიორების სახით) იესოს ეკითხება, რას აპირებს იგი, რაზეც ის არ პასუხობს. როდესაც მიიყვანენ სინედრიონთან, კაიაფა ეკითხება, არის თუ არა იგი ღმრთის შვილი. იესო მიმართავს ’შენ ამას თავად ამბობ’. ეს პასუხი აღაშფოთებს სხვა მღვდლებს და იესოს პილატესთან აგზავნიან. ამასობაში მოციქულ პეტრეს იესოს შესახებ ეკითხება სამი სხვადასხვა პიროვნება - მოხუცი, ჯარისკაცი და ქალი, მაგრამ პეტრე სამჯერ უარყოფს, რომ იცნობს მას. მარიამი ეკითხება, თუ რატომ უარყო იესო. პეტრეს თქმით, მან ამით საკუთარი თავის გადარჩენა სცადა. მარიამი გაოგნებულია იმით, რომ იესომ წინასწარ იცოდა ამის შესახებ.
ხაზი 141:
 
{{სქოლიოს სია}}
 
{{მუსიკა}}
 
[[კატეგორია:როკ-ოპერები]]