ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ქსე თავფურცელი.jpg|მინიატიურა|ქსე]]
'''ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია''' — დაარსდა 1965 წელს [[თბილისი|თბილისში]]. შედიოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. 1975 წლიდან საქართველოს სსრ გამსახკომის სისტემაშია. შედგება (1986 წლის მონაცემებით) 10 სამეცნიერო-დარგობრივი და 4 ფუნქციური რედაქციისგან. დარგობრივ რედაქციებთან შექმნილია სამეცნიერო-დარგობრივი საბჭოები და სექციები, რომლებიც სხვადასხვა დარგის ცნობილ მეცნიერებსა და სპეციალისტებს აერთიანებს. რედაქციამ მოამზადა და გამოსცა [[ქსე|ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის]] 11 ტომი (1975-1987 წწ) და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ (1981 წ. ქართულ და რუსულ ენებზე); აგრეთვე „ბერძნული და ლათინური სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1985 წ.).