იესო ქრისტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიც.
No edit summary
ხაზი 2:
'''იესო ქრისტე''' (ბერძნ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] ნიშნავს "იჰვჰ არის გადარჩენა", ხოლო ქრისტე წარმოდგება ბერძნულიდან christós [მირონცხებული] და ებრაული მესიის შესატყვისია; *ძვ. წ. 8–2–დან ა. წ. 29–36–მდე), ასევე ცნობილი როგორც '''იესო ნაზარეველი''' — [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] ცენტრალური ფიგურა, ამ რელიგიის დამფუძნებელი.
 
ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის მაცხოვარი, მხსნელი, [[წმინდა სამება|სამების]] მეორე ჰიპოსტასი (წევრი). [[ბიბლია|ბიბლიის]] [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] მიხედვით იგი შვა [[მარიამ ღვთისმშობელი|მარიამმა]], უბიწო ქალწულმა, რომელსაც [[მთავარანგელოზი გაბრიელი|მთავარანგელოზმა გაბრიელმა]] წინასწარ ახარა უფლის ნება, რომ იგი შობდა სულიწმინდის მიერ ხორცშესხმულ ძეს, და ქ.[[ბეთლემი|ბეთლემში]], ქვაბში (გამოქვაბულში) შვაიშვა [[მესია]]. მამობილმა იოსებმა [[ეგვიპტე]]ში გაარიდა ღვთისმშობელთან ერთად ებრაელთა ტირანს [[ჰეროდე|ჰეროდეს]], რომელმაც იმ დღეებში ორი წლის ასაკამდე შობილი უთვალავი ყრმა გაჟლიტა, რათა ძე ღვთისა მოესპო. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა [[პალესტინა|პალესტინაში]] ახალი მოძღვრება, გაიჩინა მოწაფეები (12 [[მოციქული]]), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს [[იუდა|იუდას]] ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, [[ჯვარი (ნიშანი)|ჯვარი]] აზიდვინეს [[გოლგოთა|გოლგოთის მთაზე]] და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი საფლავი გაიხსნა და ცად ამაღლდა.
 
ეს ამბები მოთხრობილია ოთხ კანონიკურ [[სახარება]]ში: [[მათე|მათეს]], [[მარკოზი (სახარება)|მარკოზის]], [[ლუკა|ლუკას]] და [[იოანე (სახარება)|იოანესი]]. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემელმა]], ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ახალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს [[მეორედ მოსვლა|მეორედ მოსვლის]], როცა გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, თავთავის ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იესო_ქრისტე“-დან