პეშავარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 73:
== გეოგრაფია და კლიმატი ==
 
პეშვარი მდებარეობს ხეობაში [[ირანი]]ს ზეგანზე, ცენტრალური და სამხრეთ [[აზია|აზიის]] საზღვარზე. აქ უძველესი დროიდან გადიოდა დიდი [[აბრეშუმის გზა]]
 
პეშავარის ხეობა დაფარულია ბოლო პერიოდის გეოლოგიური ეპოქის ქვიშის, ხრეშის და ლამის გამაგრებული ნალექებით. ეს ქვიშა, ხრეში და სილა წარმოადგენს ძირითად წყალგამტარ ზონას, რომლის სისქე დაახლოებით 60 მ–ია. მდინარე [[ქაბული]] მიედინება რეგიონის ჩრდილო–დასავლეთით. პეშავარის ვაკეზე გამოსვლისას მდინარე ქაბული იშლება რამდენიმე ნაკადად.
 
პეშავარში ზამთრის პერიოდი გრძელდება ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე. ზაფხული — მაისიდან სექტემბრამდე. მაქსიმალური სადღეღამისო ტემპერატურა ზაფხულობით არის 40 °C, მინიმალური — 25 °C,. ზამთარში შესაბამისად, 18.35 °C და 4 °C
 
წვიმები ყველაზე ხშირად მოდის ზამთრის პერიოდში — თებერვლიდან აპრილამდე, ხოლო ზაფხულში ნალექების უდიდესი რაოდენობაა აგვისტოში. ზამთარში ნალექების რაოდენობა მეტია ვიდრე ზაფხულში. ნალექების წლიური საშუალო რაოდენობაა 400 მმ.
 
პეშავარში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი.
 
 
 
[[კატეგორია: პაკისტანის ქალაქები]]
[[კატეგორია: დასახლებული პუნქტები ანბანის მიხედვით]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეშავარი“-დან