Panzer 38(t): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 93:
 
1938 წელს ჩეხოსლოვაკიამ 150 ტანკი შეუკვეთა, თუმცა შეიარაღებაში მიღება ვერ მოესწრო. საბოლოოდ ტანკი გერმანიის შეიარაღებაში აღმოჩნდა მცირე ცვლილებებით. ტანკი შესანიშნავი მანქანა გამოდგა,ის აღემატებოდა როგორც [[Panzer I]]-ს ისევე [[Panzer II]]-ს. ტანკს თავდაპირველად '''LTM 38''' სახელი მიენიჭა, თუმცა 1940 წელს ტანკს Panzerkampfwagen 38(t) დაარქვეს. გერმანელებმა წარმოება 1400 ტანკით დაასრულეს, და მათი ნაწილი მოკავშირეებს მიყიდეს. მათ შორის იყო [[უნგრეთი]] (102), [[სლოვაკეთი]] (69), [[რუმინეთი]] (50), [[ბულგარეთი]] (10).
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 101I-277-0825-31, Russland, Panzer 38(t).jpg|thumb|250px|left|Panzer 38(t) [[სსრკ|სსრკში]]]]
 
ძირითადი განსხვავება Panzer 38(t)-სა და სხვა იმ დროინდელ ტანკებს შორის, იყო ის რომ ტანკი ძალიან მანევრული და გამძლე იყო. ცნობილია რომ ქარხნიდან ახლად გამოსულმა ტანკმა 2.5 დღე ყოველგვარი ტექნიკური პრობლემის გარეშე გაიარა. ეკიპაჟის თქმით ძრავა,მუხლუხები და ყველა სავალი ნაწილი ერთმანეთთან ძალიან კარგად იყვნენ შეწყობილნი. დაზიანებული ტანკის შეკეთებაც კი ძალიან ადვილი იყო.
 
ხაზი 99:
 
=== საბრძოლო ისტორია ===
[[File:Bundesarchiv Bild 101I-265-0035A-27A, Russland, Panzer 38t.jpg|thumb|250px|Panzer 38(t) [[სსრკ|სსრკში]]]]
Panzer 38(t) წარმატებით გამოიყენებოდა [[პოლონეთის კამპანია|პოლონეთის კამპანიისას]] 1939 წელს, და [[საფრანგეთის კამპანია|საფრანგეთის წინააღმდეგ]] 1940 წელს. ტანკი უფრო უკეთ აღჭურვილი იყო ვიდრე გერმანული წარმოების [[Panzer I]] და [[Panzer II]], და ზოგადად Panzer 38(t) საკმაოდ კარგი ტანკი გამოდგა. მიუხედევად ამისა ტანკს მაინც უჭირდა საშუალი და მძიმე ტანკების განადგურება.
 
1941 წელს ტანკები მონაწილეობდნენ [[ოპერაცია ბარბაროსა|სსრკს წინააღმდეგ]] და ირიცხებოდნენ გერმანულ და უნგრულ ნაწილებში. T-34-ს გამოჩენისთანავე Panzer 38(t)-ს შესაძლებლობები ძალიან დასუსტდა. 1943 წელს სწორედ Panzer 38(t)-ს წინა ვერსია Panzer 35(t)-ბი იყვნენ სწორედ ის ტანკები, რომლის დამარცხების გამო გერმანული არმია ალყაში მოექცა [[სტალინგრადის ბრძოლა|სტალინგრადთან]]. ამ მიზეზის გამო ყველა მსგავსი ტანკი გადაკეთებული იქნა სხვადასხვა ტიპის მანქანებად, მათ შორის: თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (Grille), ანტი ტანკი "[[Hetzer]]" და [[Marder III]] , თვითმავალი საზენიტო დანადგარი Flakpanzer 38(t) . გარდა ამისა ზოგს ჩაუტარდა მოდერნიზაცია რის შემდეგაც სადაზვეროდ და სასწავლოდ იყენებდნენ.
[[File:Bundesarchiv Bild 101I-265-0037-10, Russland, Panzer 38t.jpg|thumb|250px|Panzer 38(t) [[სსრკ|სსრკში]]]]
ცნობილი გერმანელი ტანკისტი [[ოტო კარიუსი]] რომელმაც 150 ტანკი გაანადგურა სხვადასხვა ტანკებით წერს:
 
''ეს ყველაფერი მეხის გავარდნასავით იყო. ჩვენს ტანკს გაარტყეს, ხმა მეტალის კასრის მოხვედრას გავდა, ამის შემდეგ ჩემი მეგობრების ყვირილი გავიგე და ეს იყო ყველაფერი! ტანკი რადიო ოპერატორის ადგილიდან გაიხვრიტა. არავის უთქვამს რომ ტანკიდან უნდა გადავსულიყავით სანამ მეთვითონ არ მივხვდი რომ ტანკს გაარტყეს. რადიო ოპერატორმა ხელი დაკარგა ხოლო ეს დაწყევლილი ჩეხური არამდგრადი და არაელასტიური ჯავშანი, ძალიან სუსტი იყო რუსული 47მმ-იანი ქვემეხის წინააღმდეგ. ჩვენს მიერ გაძლიერებული ჯავშანი კი ჩვენ უფრო დიდ ზიანს გვაყენებდა,მისი ნამსხვრევები უფრო სახიფათო იყო ვიდრე ჭურვის.''
 
მსგავსი ცუდი შედეგის გამო 38(t) ფრონტიდან გამოიყვანეს და [[Panzer III]], [[Panzer IV]] და [[StuG III]]-ბით ჩაანაცვლეს. 38(t) გამოიყენებოდა სადაზვეროდ და პარტიზანების წინააღმდეგ. რამოდენიმე მსგავსი ტანკი საბჭოელებმაც ხელში ჩაიგდეს და მასზე საკუთარი წარმოების ტყვიამფრქვევი დაამონტაჟეს.
 
38(t)-ს საკმაოდ კარგი შასი ჰქონდა და მთელი ომის განმავლობაში გამოიყენებოდა მასზე შექმნილი მანქანები. ახალი საბჭოთა ტანკის გამოჩენის თანავე გერმანელებმა ფიქრი დაიწყეს რომ შეექმნათ იარაღი რომელიც ამ ტანკს დაამრცხებდა. ყველაზე გავრცელებული 37მმ-იანი Pak36 ვერ ხვრიტავდა საბჭოთა ტანკს, ამიტომაც გადაწყვიტეს ისევ საბჭოთა იარაღითვე დაემარცხებინათ და ნაალაფარი 76,2მმ-იანი ქვემეხი სწორედ 38(t) შასზე დააყენეს და მიიღეს ანტი ტანკი Marder III, რომელიც კოშკურა მოხსნილ 38(t)-ს წარმოადგენდა. თავდაპირველად ქვემეხი შასის წინ იყო, თუმცა შემდეგ ის უკან გადაიტანეს. ეკიპაჟი დაცული არ იყო რის გამოც გამოუშვეს 38(t) ბაზაზე Hetzer რომელიც მთლიანად გადახურული იყო. Hetzer-ს იგივე სავალი ნაწილები ჰქონდა როგორიც 38(t)-ს. Hetzer წარმოება ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში გაგრძელდა, და 158მდე მანქანა მიყიდული იქნა შვეიცარიისთვის .
 
'''პერუ'''
[[file:Stridsvagn m41 S I Axvall 31.05.00 (1).jpg|thumb|250px|Stridsvagn m/41 შვედური ვერსია]]
1935 წელს პერუმ ინტერესი გამოთქვა ევროპულ შეიარაღებაზე, რის გამოც დელეგაცია გაიგზავნა რათა დაეთვალიერებინათ ქარხენები. მათი მოწონება ჩეხურმა LTP დაიმსახურა, და 24 მსგავსი მანქანა იქნა შეძენილი რის შემდეგადაც 2 ბატალიონი დააკომპლექტეს.
 
ტანკებმა დიდი როლი ითამაშეს [[ეკვადორ პერუს ომი|ეკვადორ პერუს]] ომში 1941 წელს, ტანკები მდინარე ზარამილას უტევდნენ. ეკვადორს არანაირი მძიმე იარაღი არ ჰქონდათ, მათი საუკეთესო იარაღი ცხენი იყო რის გამოც ვერანაირად ვერ აფეთქებდნენ ტანკებს. LTP საკმაოდ წარმატებით მსახურობდა პერუს არმიაში და ის თითქმის 50 წელი დარჩა შეიარაღებაში.
 
'''შვედეთი'''
 
შვედეთში ტანკები 1940 წელს იქნა მიღებული, ტანკამ რამოდენიმეჯერ მოდერნიზაციაც განიცადა მაგრამ საბოლოოს 1950 წლის ბოლოსთვის იქნა შეიარაღებიდან ამოღებული.
 
=== მომხმარებლები ===
 
* {{flag|ნაცისტური გერმანია}} - 1414
 
* {{flag|რუმინეთი}} - 50
 
* {{flag|ბულგარეთი}} - 10
 
* {{flag|უნგრეთი}} - 102
 
* {{flag|სლოვაკეთი}} - 69
 
* {{flag|შვედეთი}} - 200+
 
* {{flag|შვეიცარია}} - 24
 
* {{flag|პერუ}} - 24
 
* {{flag|ირანი}} - 50
 
* {{flag|სსრკ}} - ნაალაფარი
 
=== მოდიფიკაციები ===
 
* '''TNHP''' საექსპორტო ვერსია ირანისთვის.
* '''LTP''' საექსპორტო ვერსია პერუსთვის
* '''LTH''' საექსპორტო ვერსია შვეიცარიისთვის
* '''LTL''' საექსპორტო ვერსია ლიტვისთვის
* '''LT vz. 38''' ჩეხოსლოვაკიური სახელი
* '''PzKpfw 38(t) Ausf. A-D''' TNH ტანკი. გერმანული ვერსია.
* '''PzKpfw 38(t) Ausf. E-G''' Pz 38(t) გაუძლიერდა ფრონტალური ჯავშანი 50მმ-მდე ხოლო ბორტები 25მდე.
* '''PzKpfw 38(t) Ausf. S''' 90 TNH შეკვეთილი სპეციალურად შვედეთის მიერ 1940 წელს. ტანკები გერმანიამ ჩაიგდო ხელში.
* '''[[Stridsvagn m/41]] S(სერია)I''', ლიცენზირებული TNH. 116 იქნა წარმოებული.
* '''[[Stridsvagn m/41]] S(სერია)II''', Strv m/41 გაძლიერებული ჯავშნით და ძრავით.
 
'''სხვა ვერსიები'''
[[File:Bundesarchiv B 145 Bild-F016217-0015A, Krim, Panzerjäger Marder 2.3.jpg|thumb|250px|[[Marder]] III]]
* '''SdKfz 138 [[Marder III]]''' შეიარაღებული 75მმ-იანი გერმანული ქვემეხით
* '''SdKfz 139 Marder III''' შეიარაღებული 76მმ-იანი საბჭოთა ქვემეხით.
* '''SdKfz 138/1 [[Grille (artillery)|Grille]]''' თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. შეიარაღებული 150მმ-იანი ქვემეხით.
* '''SdKfz 140 [[Flakpanzer 38(t)]]''' თვითმავალი საზენიტო დანადგარი. შეიარაღებული 20მმ-იანი ქვემეხით
* '''SdKfz 140/1'''Aufklärungspanzer 38(t) თვითმავალი საზენიტო დანადგარი. შეიარაღებული 2 20მმ-იანი ქვემეხით.
* '''SdKfz 140/1'''Aufklärungspanzer 38(t)შეიარაღებული 7.5 სმ KwK37 L/24 ქვემეხით. შეეცვალა კოშკურა. მხოლოდ 2 აიგო.
* '''[[Jagdpanzer 38(t)]]''' (''Hetzer'') ანტი ტანკი.შეიარაღებული 75მმ-იანი ქვემეხით.
* '''G-13''' შვეიცარიული დასახელება რომელიც ომის შემდეგ აიგო.
*'''Nahkampfkanone 1''' შვეიცარიული მანქანა.მსგავი Marder III-ის, მხოლოდ 1 აიგო.
*'''[[Pansarbandvagn 301]]''', 220 Stridsvagn m/41 (SI და SII) გადაკეთებული იქნა ჯავშანტრანსპორტიორებად.
*'''[[Stormartillerivagn m/43]]''', შეტევითი ქვემეხი.აიგო მხოლოდ 36.
 
=== რესურსები ინტერნეტში ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Panzer_38(t)“-დან