დასავლეთი შპიცბერგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 68:
| დამატებითი ინფო =
}}
'''დასავლეთი შპიცბერგენი''' — კუნძული ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, შპიცბერგენის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული. ეკუთვნის ნორვეგიას. ფართობი 39,0 ათასი კმ². მოსახლეობა 2,733 (2009). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ლონგირი.

==ბუნება==
ნაპირები დანაწევრებულიია ფიორდებით. აგებულია სხვადასხვა ასაკის მეტამორფული და დანალექი ქანებით. გვხვდება ამონთხეული ქანებიც. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის ბევრი ჩამქრალი ვულკანი და თერმული წყარო. ზედაპირზე ჭარბობს ქედები, მაღალი ზეგნები და განიერი ხეობები. რელიეფის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს გამყინვარება. მყინვარების ფართობია 21,2 ათასი კმ². ჰავა არქტიკულია, კუნძულის დასავლეთ ნაწილში, შპიცბერგენის თბილი დინების გავლენით კი უფრო რბილია. სანაპიროებზე საშუალო ტემპერატურა ივლისში დაახლოებით 5°C, იანვარში -10-დან -13°C-მდე. ნალექები კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე 300-400 მმ წელიწადში, ცენტრალურ რაიონებში 200 მმ. მყინვარების ზედაპირზე 800-დან 1200 მმ-მდე. ნალექები ძირითადად თოვლის სახით მოდის.

==ფლორა და ფაუნა==
მცენარეული საფარი ღარიბია, ჭარბობს ხავსი და მღიერი. არის ჯუჯა პოლარული არყი და ტირიფი. ცხოველებიდან გვხვდება თეთრი დათვი, ირემი, ყარსაღი და გრენლანდიიდან შემოყვანილი ცხვარხარი. სანაპირო წყლებში ბევრია გრენლანდიის სელაპი, ბინადრობს 90-მდე სახეობის გარეული ფრინველი.. იღებენ ქვანახშირს.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|392}}