ვეფხვი (ტანკი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 70:
}}
 
'''Tiger I''' — წარმოადგენს [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] დროინდელ [[მძიმე ტანკი|მძიმე ტანკს]], წარმოება 1942 წელს დაიწყო, ტანკის სრული სახელი ''Panzerkampfwagen VI Tiger Ausf.E''. იყო.ტანკი შექმნილია სპეციალურად საბჭოთა [[T-34]] და [[კლიმენტ ვოროშილოვი (ტანკი)|KV]] გასანადგურებლად, ვეფხვს პირველად დაუყენდა 88მმიანი ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხი რომელიც ძალიან ძლიერეფექტური იყო როგორც საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ ისევე ტანკების და სხვა საშუალებების ქვემეხსწინააღმდეგ წარმოადგენდა.
 
ომის პერიოდში ვეფხვი გამოიყენებოდა ყველა ფრონტზე და ისინი დამოუკიდებელ ბატალიონებად იყვნენ დაყოფილნი.ტანკი მეორე მსოფლიო ომში ერთ ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისი წარმოება ძალიან რთული იყო, ასევე ძალიან ძვირი ჯდებოდა და დიდ დროს მოითხოვდა მისი აწყობა,გარდა ამისა რთული იყო დაზიანებული ტანკის აღდგენა და ასევე მცირე მოქმედების რადიუსიც ჰქონდა,ასევე თუმცა ტანკი ძალიან გამძლე იყო მაგრამ არაუჭირდა თოვლში და ტალახში, გადაადგილება რა დროსაც მანქანა ხშირად იჭედებოდა და იყინებოდა , ამისთუმცა ტანკი ძალიან კარგად იყო დაჯავშნული და რთული იყო მისი განადგურება საშუალო მანძილიდანაც კი, ამ ბევრი პრობლემის გამოსასწორებლად გამო დაიწყეს მისი გაუმჯობესებულიმოდერნიზებული ვარიანტის ''Tiger II'' წარმოება.ახალ ვერსიას სახელი ''Tiger'' [[ფერდინანდ პორშე|ფერდინანდ პორშემ]] მიანიჭა ხოლო ლათინური ასოები მოგვიანებით დაემატა.
 
სულ 1347 მსგავსი ტანკი აიწყო 1942-44 წლებში, ხოლო დღეს დღეისობით ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
 
===შექმნის ისტორია===
 
ტანკზე მუშაობა ჯერ კიდევ 1937 წელს დაიწყო,იმ დროისთვის [[ვერმახტი|ვერმახტს]] საერთოდ არ გააჩნდა მძიმე ტანკი და საერთოდ მძიმე ტანკი მხოლოდ [[სსრკ|საბჭოთა კავშირის]] ([[Т-35]]) და [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] ([[Char B1]]) შეიარაღებაში იყო,ახალ გერმანულ სამხედრო დოქტრინაში რომელიც სწრაფ და მანევრულ ბრძოლას ითვალისწინებდა არ იყო ადგილი არა მანევრული მძიმე ტანკებისთვის, ამიტომაც ყურადღებას არავინ აქცევდა მძიმე ტანკის პროექტს.1930იანი წლებში ერვინ ადერსი იყო პირველი კონსტრუქტორი ფირმა ''ჰეინშელში'' (Henschel) რომელმაც შექმნა 30 ტონიანი ''გამრღვევი ტანკის'' (Durchbruchwagen) პროექტი.1941-42 წლებში შეიქმნა მხოლოდ 2 პროტოტიპი, ''DW1'' და ''DW2''.პირველი პროტოტიპი კოშკურის გარეშე იყო, ხოლო მეორეს [[panzer 4|PzKpfw IV]] კოშკურა ეყენა.პროტოტიპების მაქსიმალური ჯავშანი 50მმდე იყო.
 
ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ ნათელი გახდა რომ გერმანელებს სატანკო პარკი უნდა განეახლებინათ. გერმანული საშუალო ტანკი PzKpfw IV Ausf. E-F ბევრად ჩამოუვარდებოდა საბჭოთა [[T-34]] ხოლო [[კლიმენტ ვოროშილოვი (ტანკი)|KV]] ანალოგი კი საერთოდ არ გააჩნდა.[[კლიმენტ ვოროშილოვი (ტანკი)|კვ]] და [[T-34]] გერმანელებს დაანახა რომ მხოლოდ მანევრირება და კარგი ერგონომიკა ვერ აანაზღაურებდა PzKpfw IV Ausf. E-F-ის მსუბუქ ჯავშანს და სუსტ ქვემეხს. ომის დასაწყისში გერმანიის შეიარაღებაში უმეტესად სწორედ PzKpfw IV Ausf. E-F და [[panzer 3|PzKpfw III]] შედიოდნენ,ომის დასაწყისში საბჭოთა ჯარები სრულ ქაოსში იყვნენ და გერმანული ახალი ტაქტიკაც კარგად მუშაობდა,თუმცა დროთა დრო საბჭოთა არმია თავდაცვით ხაზებს აწყობდა,სწორედ ამ დროს ყველაზე მეტად იყო საჭირო მძიმე ტანკი რომელიც ჯავშნის და ქვემეხის წყალობით გაარღვევდა ამ ხაზებს.ამ მიზეზით დაიწყეს ტანკების განვითარება ორი გზით.პირველი იყო ის რომ მათ უნდა განეახლებინათ უკვე შეიარაღებაში მქონე ტანკები ([[panzer 3|PzKpfw III]] და [[panzer 4|PzKpfw IV]]) ხოლო მეორე კი შეექმნათ [[კლიმენტ ვოროშილოვი (ტანკი)|KV]] ტანკის ანალოგი.
 
ტანკზე მუშაობა ორმა ცნობილმა ფირმამ ჰეინშელმა და პორშემ დაიწყო, გამრღვევი ტანკის წონა უნდა ყოფილიყო 45 ტონა.
ჰეინშელის ფირმას უკვე ჰქონდა პირველი პროტოტიპები შექმნილი (DW1 და DW2) მაშინ როცა ფერდინანდ პორშე პირველად იწყებდა ტანკზე მუშაობს და არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. პირველი ვერსიები 1942 წლის 20 აპრილს წარადგინეს — [[ადოლფ ჰიტლერი|ფიურერის]] დაბადების დღეს. ერვინ ანდერსმა (ფირმა ჰეინშელის კონსტრუქტორი) ტანკის ასაგებად ტრადიციული გერმანული სკოლის გზა აირჩია,მან ისეთივე კომპანოვკა დააყენა როგორიც PzKpfw IV ქონდა,მუხლუხები «Hanomag» ფირმის იყო (ამ ფირმის მუხლუხებს იყენებდნენ ჯავშანტრანსპორტიორები). ჰეინშელის პროტოტიპმა VK4501 (H) სახელი მიიღო.
 
ფერდინანდ პორშე საკმაოდ ცნობილი კონსტრუქტორი იყო მანქანათ ინდუსტრიაში და აწყობდა ყველა ტიპის მანქანას მათ შორის სპორტულსასაც კი.პორშეს პროტოტიპზე პირველად იქნა დაყენებული მაღალი ხარისხის დაკიდების სისტემა,ასევე ელექტრონული ტრანსმისია.ჰეინშელის პროტოტიპთან შედარებით პორშეს ვერსია ბევრად უფრო მეტ დეფიციტურ დეტალს შეიცავდა ვიდრე ჰეინშელისას.მისმა ტანკმა სახელი VK4501 (P) მიიღო.ორივე კონსტრუქტორის პროტოტიპების წარდგენის შემდეგ ჰიტლერმა, ყოველგვარი გამოცდის გარეშე და კომისიისდა დამოუკიდებლად უპირატესობა ჰეინშელის ვერსიას მიანიჭა.
ჰეინშელის ვერსიას ბევრად უკეთესი სავალი ნაწილები ჰქონდა,ასევე უფრო იაფი იყო დამზადება.ჰეინშელის ფირმას კოშკურაზე მუშაობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული, ჰეინშელის ვერსიას კოშკურაზე უნდა დაყენებულიყო KWK L/70 7,5 cm ქვემეხი რომელიც 1942 წლისთვის მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებდა.იმის გამო რომ პორშეს უკვე დამთავრებული ჰქონდა კოშკურა, ამიტომაც გადაწყვიტეს დაეყენებინათ სწორედ პორშეს პროტოტიპის ქვემეხი.ამ ყველაფრის შერწყმის შემდეგ შეიქმნა პორშეს და ჰეინშელის ჰიბრიდი რომელსაც Pz VI «Tiger» Ausf E ეწოდა.
 
 
 
 
 
== მომხმარებლები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვეფხვი_(ტანკი)“-დან