ბირთვული ფიზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
 
==ბირთვების სპონტანური გარდაქმნები==
ბუნებრივი და ხელოვნური ''[[რადიოაქტივობა'']] α-ნაწილაკების, β-ნაწილაკების, γ-კვანტების ამოფრქვევით, აგრეთვე მძიმე ბირთვების სპონტანური გაყოფა. ბირთვული ფიზიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა ბირთვის სხვადასხვა ტიპის გამოსხივების შესწავლა.
 
==ბირთვული რეაქციები==
ბირთვული რეაქციები, ბირთვების გარდაქმნები, რომლებიც მიმდინარეობს მათი ერთმანეთთან ან ელემენტარულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედების შედეგად. აღსანიშნავია დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე რეაქციები, როგორიცაა: ნელი და სწრაფი ნეიტრონებით გამოწვეული ბირთვების გაყოფის რეაქცია, მსუბუქი ბირთვების შეერთების მოვლენა, რომელიც საფუძვლად უდევს ''თერმობირთვულ რეაქციებს''. ბუნებაში არარსებული ელემენტების სითეზისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს [[მრავალმუხტიანი იონები]]ს აჩქარებას და მძიმე ბირთვებთან მათი ურთიერთქმედების შედეგად მიმდინარე რეაქციებს.
 
==ელემენტარული ნაწილაკები==
ბირთვული ფიზიკის ეს ნაწილი შეისწავლის ელემენტარულ ნაწილაკებს — [[ელექტრონი]]ს, [[პოზიტრონი]]ს, [[მეზონი|მეზონების]], [[ნუკლონი|ნუკლონების]], [[ანტინუკლონი|ანტინუკლონების]], [[ჰიპერონი|ჰიპერონების]], მეზონური და ბარიონული რეზონანსების თვისებებს, მათი წარმოქმნისა და ურთიერთქმედების პროცესებს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მაღალი ენერგიების ფიზიკას, რომლის შესწავლის საგანია ''კოსმოსურ სხივებში'' მიმდინარე პროცესები და დამუხტული ნაწილაკების მძლავრ ამჩქარებელში მიმდინარე მოვლენები.
 
==ნეიტრონული ფიზიკა==
ხაზი 26:
 
==ბირთვული ფიზიკის ექსპერიმენტული მეთოდები==
ბირთვული ფიზიკის ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დამუხტული ნაწილაკების ამჩქარებლებს და კვლევითს [[ბირთვული რეაქტორი|ბირთვულ რეაქტორებს]]. რეაქტორები რადიოაქტიური [[იზოტოპები|იზოტოპების]] დიდი რაოდენობით მიღების საშუალებას იძლევა. ბირთვული ფიზიკის ექსპერიმენტული მეთოდიკის ამოცანაა აგრეთვე ელემენტარული ნაწილაკების აღმოჩენისა და რეგისტრაციისათვის განკუთვნილი ხელსაწყოების შექმნა, რაშიც დიდ როლს ასრულებს [[ელექტრონიკა]] და [[იმპულსური რადიოტექნიკა]]. ასეთი ხელსაწყოებია: ''[[საიონიზაციო კამერა'']], ''[[ვილსონის კამერა'']], ''[[ბუშტოვანი კამერა'']], დამუხტული ნაწილაკების სხვადასხვა ტიპის მთვლელები და სხვა . ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ''ნაპერწკლოვანი კამერის'' ახალი სრულყოფილი ვარიანტი, რომელმაც დიდი გამოყენება პოვა სხვადახვა ქვეყნის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ბირთვულ გამოკვლევებში.
 
==დოზიმეტრია==