ბაქტრია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
== გეოგრაფია ==
ბაქტრია წარმოადგენს [[ამუდარია|ამუდარიის]] შუა წელზე მდებარე დაბლობ რეგიონს. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება [[პამირი]]ს მთიანეთი, ხოლო სამხრეთიდან [[ჰინდიყუში]]. ჰინდიყუშის მთიანეთიდან ჩამომავალი მდინარის დელტის წყალობით, ბაქტრიის შუაგულში ოაზისი ჰყვაოდა. ოაზისის ცნეტრიცენტრი იყო ქალაქი ბაქტრია, რომელმაც მისცა სახელი ქვეყანას. ბაქრიის ჩრდილოეთი საზღვარი იყო [[ამუდარია]]. ის მდებარეობდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (დიდი სტეპებიდან [[ინდოეთი|ინდოეთისაკენ]] და ოკეანის სანაპიროებისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ( [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] ქვეყნებიდან [[ჩინეთი|ჩინეთამდე]]). ასეთმა მდებარეობამ და ოლქის ნაყოფიერებამ ხელი შეუწყო რეგიონს, მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონოდა ისტორიაში უხსოვარი დროიდან. მკვლევარ ნ.ი.ვავილოვის თანახმად, ბაქტრია წარმოადგენდა მრავალი კულტურული მცენარის, მათ შორის [[ხორბალი|ხორბლის]] სამშობლოს.
 
დღეისათვის, ბაქტრიის ტერიტორიების სამხრეთი ნაწილი XIX საუკუნიდან შედის [[ავღანეთი]]ს შემადგენლობაში. ჩრდილოეთ ბაქტრიის ტერიტორიები წარმოადგენს [[ტაჯიკეთი]]ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს დედაქალაქ [[დუშანბე]]ს ჩათვლით, აგრეთვე, შედის [[უზბეკეთი]]ს შემადგენლობაში და მოიცავს უზბეკეთის სამხრეთ ოლქებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაქტრია“-დან