გაბრიელი (ქიქოძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 62:
[[1851]]-[[1858]] წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა [[ფიზიკა]]სა და [[მათემატიკა]]ს. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. [[1851]] წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. [[1856]] წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაიცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. [[1858]] წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის]] წინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი დაინიშნა [[გორი]]ს ეპისკოპოსად. [[1860]] წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა [[აფხაზეთი]]სა (1869-1886) და [[სამეგრელო]]-[[სვანეთი]]ს (1873-1886) ეპარქიებს.
 
მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. იგი განისვენებს [[გელათის მონასტერი|გელათის]] ღვთისმშობლის ეკლესიაში.
 
გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია საქართველოს [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი|ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში]]<ref>[http://www.manuscript.ge/index.php?m=319 გაბრიელ ეპისკოპოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი]</ref>.
 
== სასულიერო, სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ==