ბიოლუმინესცენცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/ლაბაძე ბექა97|ლაბაძე ბექა97]]|2=2013 წლის 2 ივნისი}}
[[ფაილი:Photinus pyralis Firefly glowing.jpg|მინი|260პქ|ციცინათელა]]
'''ბიოლუმინესცენცია''' — [[ორგანიზმი]]ს ხილული ნათება, რომელიც დაკავშირებულია მის [[ცხოველმოქმედება]]სთან. ახასიათებს მრავალ [[ბაქტერია]]ს, [[უმაღლესი მცენარეები|უმაღლეს მცენარეებს]], ზოგიერთ [[უხერხემლო ცხოველები|უხერხემლო ცხოველებს]] და [[თევზები|თევზებს]]. ბიოლუმინესცენცია უფრო მეტად გვხვდება [[ზღვა|ზღვებისა]] და [[ოკეანე]]ების ბინადართა შორის, სადაც მნათობელი ცხოველები ზოგჯერ ისე მრავლდებიან, რომ ზღვის ნათებას იწვევენ. მრავალი [[ორგანიზმი]] ([[ბაქტერიები]], [[სოკოები]], [[უმარტივესები |უმარტივესები]], [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირები]]) განუწყვეტლივ ანათებს, თუკი გარემოში საკმარისი რაოდენობით არის [[ჟანგბადი]]. ზოგ ორგანიზმში ბიოლუმინესცენცია ვლინდება ცალკეული აფეთქების სახით, რაც დაკავშირებულია ცხოველქმედების პირობებთან. ბიოლუმინესცენციის [[ბიოლოგია|ბიოლოგიური]] მნიშვნელობა ნაირგვარია. მაგ., მნათობელ მწერებს ნათება ეხმარება მოპირდაპირე [[სქესი]]ს ორგანიზმების მონახვაში, ღრმა ზღვის თევზებს — გარემოს განათებაში, სარჩოს მიზიდვასა და მოპოვებაში. მანათობელი სითხის გამოყოფით ორგანიზმი თავს იცავს [[მტაცებლები|მტაცებლისაგან]]. ზოგჯერ ცხოველთა ნათების წყაროა მანათობელი [[ბაქტერიები]] — [[სიმბიონტები]].