დოდო ანთაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 149.3.116.227 ცვლილებების გაუქმება (№2488555)
ხაზი 3:
== ბიოგრაფია ==
 
1919-1920 წლებში სწავლობდა [[ჯაბადარის სტუდია|თბილისის ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში]].<3 1920-1925 წლებში მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო 1925 წლიდან რეჟისორად [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის სახელობის თეატრში]], 1927-1928 წლებში რეჟისორად [[მუშათა თეატრები|თბილისის მუშათა თეატრში]]. 1928 თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი, 1928-1933 წლებში რეჟისორია [[ქუთაისი|ქუთაისში]] კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ თეატრში (სადაც ბევრი მარჯანიშვილისეული დადგმის თანაავტორი იყო). 1933-1938 წლებში მუშაობდა [[მარჯანიშვილის თეატრი|თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის]], 1938-1952 კი - ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორედ და სამხატვრო ხელმძღვანელად, 1952-1957 [[გრიბოედოევის თეატრი|თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრის]], ხოლო 1957-1962 რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორად. 1962-1974 [[საქართველოს თეატრალური საზოგადოება|საქართველოს თეატრალური საზოგადოების]] თავმჯდომარე იყო.
 
ანთაძის რეჟისორული ხელოვნება მკაფიო იდეური მიმართულებითა და მხატვრული ჩანაფიქრის♥♥♥♥ჩანაფიქრის მთლიანობით ხასიათდება. ანთაძის სარეჟისორო შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს თანამედროვეობის ამსახველ სპექტაკლებს.
 
ანთაძის დადგმებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: პ. კაკაბაძის "მიწისძვრა" (1925), გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ" (1932) და "იცკა რიჟინაშვილის" (1937), შ. დადიანის "ნინოშვილის გურია" (1934) და "გუშინდელნი" (1939), ა. აფინოგენოვის "შორეული" (1936), ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი" (1939), უ. შექსპირის "ოტელო" (1939) და "მეფე ლირი" (1941), ა. სუხოვო-კობილონის "კრეჩინსკის ქორწინება" (1944), ფ. შილერის "ყაჩაღები" (1948), ნ. გოგოლის "რევიზორი" (1952), ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა" (1957) და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დოდო_ანთაძე“-დან