სატლეჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
 
== ჰიდროგრაფია ==
ზემო დინებაში მდინარე ძირითადად იკვებება თოვლისა და მყინვარების დნობის შედეგად, ხოლო დანარჩენი ნაწილი იკვებება მუსონური წვიმების შედეგად. მდინარის წყალი ქვემო დინებაში გამოიყენება სარწყავად. მსხვილი სარწყავი სისტემა აჭარბებს 4,5 ათას კმ-ს და რწყავს 12 მლნ. ჰა ფართობს. სისტემაში შედის [[დიპალპური]]ს, [[რაჯასტჰანი]]ს, [[პაკპატანი]]ს, [[ჰაკრა]]ს, [[სადიკვაია]]ს, [[მაილსი]]ს სარწყავი არხები.
 
მდინარემ რამდენჯერმე მკვეთრად შეიცვალა კალაპოტი 1000, 1245, 1796, 1953 და სხვა წლებში, რასაც თან ახლდა მოსახლეობის მიგრაცია. აგრეთვე, არსებობს გეოლოგიური ცნობები, რომ ძვ.წ. 1700 წელს მდინარე სატლეჯი იყო არა [[ინდი]]ს არამედ მდინარე [[სარასვატი]]ს მსხვილი შენაკადი. სავარაუდოდ, ტექტონიკური ძვრების შედეგად შეიცვალა სატლეჯის მიმართულება სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, რის შედეგადაც წყალუხვი [[სარასვატი]] დაშრა. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია [[ჩოლისტანის უდაბნო]]ს წარმოქმნა და თანამედროვე სინდის შტატის აღმოსავლეთ ნაწილის გაუდაბურება. სარასვატის ნაპირებზე მცხოვრებმა ხალხმა კი მიატოვა საცხოვრებელი ადგილები.
მდინარეზე მდებარეობს [[ინდოეთი]]ს მსხვილი ჰიდროელექტროსადგური [[ბჰაკრა-ნანგალი]] და გოვინდის წყალსაცავი. ასევე, ინდოეთი უკვე რამდენიმე ათწლეულია ცდილობს ააგოს 214 კმ. სიგრძის სატლეჯ-[[ჯამუნა]]ს არხი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სატლეჯს წელიწადის გარკვეულ პერიოდებში განავითაროს ცალკეულ უბნებზე ნავიგაცია.
სატლეჯის სათავე მდებარეობს მიუვალ ადგილებში. ის პირველად გამოიკვლიეს რუსულმა და გერმანულმა ჯგუფებმა 2004 წელს.
 
== მსხვილი ქალაქები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სატლეჯი“-დან