საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ Bot: Migrating 2 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2985602 (translate me) |
No edit summary |
||
ხაზი 16:
დამკომთან შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის. მის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი [[კონსტანტინე აფხაზი|კოტე აფხაზი]] ([[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] დის შვილი).
თავისი ფართო აგენტურული ქსელის საშუალებით და გამცემლობის შედეგად, ბოლშევიკურმა [[საგანგებო კომისია|საგანგებო კომისიამ]] (ე. წ. „ჩეკა“) პატიმრობაში აიყვანა მრავალი შეთქმულთაგანი. განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიადგა კომიტეტს [[1923]] წლის გაზაფხულზე, როდესაც დააპატიმრეს დამკომის თავმჯდომარე ნ. ქარცივაძე და სამხედრო ცენტრის წევრები: გენერალი [[კონსტანტინე აფხაზი|კოტე აფხაზი]], გენერალი [[ალექსანდრე ანდრონიკაშვილი]], გენერალი [[ვარდენ წულუკიძე]],
[[1924]] წლის [[აგვისტოს აჯანყება]], ცენტრთან შეუთანხმებელი და ადგილობრივი მენშევიკების დესტრუქციული მოქმედების გამო, [[ჭიათურა|ჭიათურაში]] დაიწყო დმკომის მიერ დადგენილ ვადაზე 24 საათით ადრე,- ხსენებული წლის [[28 აგვისტო|28 აგვისტოს]], დილის 6 საათზე. ამან მეტად უარყოფითი გავლენა იქონია ამბოხების მთელ შემდგომ მსვლელობაზე. აჯანყების უკანასკნელ დღეებში, 1924 წლის 4 სექტემბერს, ჩეკამ მიაგნო დამკომის მთავარ შტაბს [[შიო მღვიმეს მონასტერი|შიო მღვიმეს მონასტერში]] და დააპატიმრა მისი ლიდერები, მათ შორის თავმჯდომარე [[კონსტანტინე (კოტე) ანდრონიკაშვილი|კოტე ანდრონიკაშვილი]]. ისინი პირადად [[ლავრენტი ბერია|ლ. ბერიამ]], ამიერკავკასიის და საქართველოს „ჩეკა“-ს უფროსის მოადგილემ, დაკითხა თბილისში და ხელი მოაწერინა მოწოდებაზე, რომელიც აღიარებდა აჯანყებას დამარცხებას და მოუწოდებდა პარტიზანულ რაზმებს დაეყარათ იარაღი. თავად სასიკვდილოდ განწირული შეთქმულები დათანხმდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დაუყოვნებლად გაიცემოდა მასობრივი რეპრესიების შეწყვეტის ბრძანება. მიუხედავად ამისა, [[წითელი ტერორი]] საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. კომიტეტის წევრების უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს. მხოლოდ მებრძოლთა მცირე ნაწილმა (მაგ.: [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი]] და მისი შეფიცულები, [[სპირიდონ ჭავჭავაძე]], [[მიხეილ ლაშქარაშვილი]], [[სერგო მათითაიშვილი]], [[ავთანდილ ურუშაძე]]) მოახერხა საზღვარგარეთ გახიზვნა.
|