ბრინჯაო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 94 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q34095
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ბრინჯაო (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Corinthian helmet BM 2838.jpg|მინი|ბრინჯაოს მუზარადი]]
'''ბრინჯაო''' — [[სპილენძი]]ს შენადნობი სხვადასხვა [[ქიმიური ელემენტი|ქიმიურ ელემენტთან]], უმთავრესად ლითონთან: [[კალა (ელემენტი)|კალასთან]] (კალიანი ბრინჯაო), [[ალუმინი|ალუმინთან]] (ალუმინიანი ბრინჯაო), ბერილიუმთან (ბერილიუმიანი ბრინჯაო) და სხვა. ბრინჯაოს არ უწოდებენ მხოლოდ სპილენძისა და თუთიის ([[თითბერი]]), აგრეთვე სპილენძისა და [[ნიკელი]]ს შენადნობებს ([[სპილენძნიანი შენადნობები]]). უძველესია კალიანი ბრინჯაო. მისი დამზადება და გამოყენება ადამიანმა ჯერ კიდევ ახ. წ.–მდე 3000 წლის წინ იცოდა ([[ბრინჯაოს ხანა]]). შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში სპილენძს სხვადასხვა რაოდენობით უმატებდნენ [[დარიშხანი|დარიშხანს]], [[სტიბიუმი|სტიბიუმს]], [[ტყვია]]ს, [[თუთია]]ს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც კალიანი ბრინჯაო იყო.
 
ვარაუდობენ, რომ [[საქართველო]]ში ბრინჯაოს დამზადება და გამოყენება ახ. წ.-მდე დაახლოებით 2000 წლის წინ დაუწყიათ. პირველად დარიშხანიანი ბრინჯაო დაუმზადებიატ, შემდეგ მისთვის სტიბიუმი დაუმატებიათ (დარიშხანა - კვალიდან 2-3%-მდე, სტიბიუმი - კვალიდან 12%-მდე). შენადნობში დარიშხანის რაოდენობას განსაზღვრავდნენ ბრინჯაოს დანიშნულების მიხედვით, მაგ., ნაჭედიიარაღის დასამზადებლად განკუთვნილი ბრინჯაოშეიცავდა 0,5-7% დარიშხანს, სამკაულებისათვის განკუთვნილი კი - 7-22%-ს. კალიანი და სხვა ბრინჯაოს მეტალურგია საქართველოში განვითარდა ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრინჯაო“-დან