ევროვიზიის სიმღერის კონკურსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 87 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q276
No edit summary
ხაზი 5:
თითოეული წევრი ქვეყანა ირჩევს და წარმოადგენს სიმღერას, რომელიც ცოცხლად უნდა შესრულდეს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ხოლო შემდეგ ხმას აძლევს სხვა ქვეყნის შემსრულებლებს, რათა გამოვლინდეს წლის ყველაზე პოპულარული სიმღერა. ყოველი ქვეყანა მონაწილეობას იღებს ერთერთი მათი ნაციონალური EBU-ს წევრი ტელევიზიის მეშვეობით. ამ ტელევიზიის მიზანია შეარჩიოს მომღერალი, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელი იქნება საერთაშორისო კონკურსზე.
 
კონკურსი ყოველ წელს გადაიცემა მისი დაარსებიდან [[1956]] წელს და ერთერთ ყველაზე ხანგრძლივ სატელევიზიო პროგრამად ითვლება მსოფლიოში. ის ასევე ერთერთი ყველაზე ყურებადი არა-სპორტული პროგრამაა. ბოლო წლებში მისი მაყურებელთა რიცხვი 100 მილიონიდან 600 მილიონამდე მერყეობს. მისი ტრანსლირება ევროპის გარეთაც ხდება, ისეთ ადგილებში, როგორიცაა [[ავსტრალია]], [[კანადა]], [[ეგვიპტე]], [[ჰონკონგი]], [[ინდოეთი]], [[იორდანია]], [[ლიბანი]], [[ახალი ზელანდია]], [[სარ]], [[სამხრეთი კორეა]], [[ვიეტნამი]], და [[აშშ]], მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები კონკურსში მონაწილეობას არ იღებენ. [[2000]] წლიდან კონკურსის ყურება ინტერნეტის საშუალებითაცაა შესაძლებელი.
 
== წარმოშობა ==
{{მთავარი|ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორია}}
1950-იან წლებში, მას შემდეგ, რაც [[II მსოფლიო ომი]]სგან დაზარალებულ ევროპაში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, ევროვიზიის მაუწყებლთა გაერთიანებას(EBU), რომელიც დაარსდა [[შვეიცარია]]ში, დაებადა აზრი შეექმნა საერთაშორისო სიმღერის კონკურსი, რომელიც ტრანსლირებული იქნებოდა გაერთიანების წევრ ყველა ქვეყანაში. კონკურსის დაარსება საბოლოოდ გადაწყდა [[1955]] წელს [[მონაკო]]ში გამართულ შეხვედრაზე.
 
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად ჩატარდა [[1956]] წელს [[შვეიცარია|შვეიცარიის]] ქალაქ [[ლუგანო]]ში. მასში შვიდი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, თითოეული ორი სიმღერით. ეს იყო ერთადერთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომელშიც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ერთზე მეტ სიმღერას ასრულებდა: [[1957]] წლიდან ყველა მონაწილე ქვეყანას უნდა წარედგინა მხოლოდ ერთი სიმღერა. [[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956]] მოიგო მასპინძელმა ქვეყანამ, [[შვეიცარია]]მ.
 
== ფორმატი ==