რეი რიარდონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 25:
 
== ბიოგრაფია ==
რეი დაიბადა [[1932]] წელს პატარა ქალაქ ტრედეგარში. როდესაც მას 14 წელი შეუსრულდა, რიარდონი ოჯახურ ტრადიციას გაჰყვა და მაღაროელი გახდა. იმ დროსვე ის სერიოზულად დაინტერესდა სნუკერით, ხელთათმანებსაც კი იკეთებდა მუშაობისას, რათა ხელი არ გაეჭრა და შესძლებოდა შემდგომ თამაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც მაღარო ჩამოინგრა და რეიმ ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა, მან მაღაროელის საქმიანობას თავი დაანება და პოლიციის ოფიცრად მოეწყო ქალაქ [[სტოკ-ონ-ტრენტი|ტოკ-ონ-ტრენტში]].
 
=== ადრეული კარიერა ===
რეიმ სნუკერის თამაში განაგრძო და [[1949]] წელს მოიგო სამოყვარულო ტურნირი — [[News of the World Championship]]. ერთი წლის შემდეგ რიარდონს დაემორჩილა მოყვარულთა შორის უელსის ჩემპიონის ტიტულიც, რომელიც შემდეგ მან კიდევ 5-ჯერ მოიპოვა. როდესაც უელსელი კვლავ ტრედეგარში გადავიდა, მან დაიწყო საჩვენებითი მატჩების მოწყობა სხვა ნიჭიერ მოთამაშესთან, [[კლიფ უილსონი|კლიფ უილსონთან]], და ეს მატჩები ყოველთვის ბევრ მაყურებელს იზიდავდა. ამგვარად რეი გამუდმებით აუმჯობესებდა თავის თამაშს და საბოლოოდ, [[1964]] წელს, მოიგო ინფლისის სამოყვარულო ჩემპიონატი. ფინალში მან დაამარცხა [[ინგლისელი]] [[ჯონ სპენსერი (სნუკერისტი)|ჯონ სპენსერი]], რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მისი მთავარი მოწინააღმდეგე გახდა პროფესიონალურ შეჯიბრებზე.
 
ეს წარმატება გადამწყვეტი აღმოჩნდა რიარდონის მთელ კარიერაში. მალე ნიჭიერი სნუკერისტით დაინტერესტდნენ სპონსორები და [[1967]] წელს მან ძველი სამუშაოს დატოვება გადაწყვიტა. მხოლოდ საკუთარ ოჯახზე დაყრდნობით, რეი ხვდებოდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მას ბევრის დაკარგვა შეეძლო, მაგრამ არ შეიცვალა მიზანი და რამდენიმე თვის შემდეგ პროფესიონალი სნუკერისტის სტატუსი მიიღო.
 
== მიღწევები კარიერაში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეი_რიარდონი“-დან