ფიზიკური გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 50 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q52107
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Physical world.jpg|მინი|300პქ|დედამიწის ფიზიკური რუკა]]
'''ფიზიკური გეოგრაფია''' — [[დედამიწა|დედამიწის]] [[გეოგრაფიული გარსი]]ს კომპლექსურად შემსწავლელ გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემა.
ფიზიკური გეოგრაფიის მთავარი ამოცანაა [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირზე ბუნებრივ მოვლენათა შორის ფუნქციონალურ დამოკიდებულებათა გამოვლენა, ბუნებრივ გარემოზე [[ადამიანი]]ს ზემოქმედების პრობლემის შესწავლა და ბუნებრივი ტერიტორიული (აკვატორიული) კომპლექსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების გზების შემუშავება.
 
ხაზი 13:
ტექნიკური, სოფლის მეურნეობის, მედიცინისა და სხვა მეცნიერებების მიჯნაზე ყალიბდება ფიზიკური გეოგრაფიის გამოყენებითი მიმართულებანი.
 
ფიზიკური გეოგრაფიის საწყისები ანტიკური ავტორების შრომებში შეინიშნება ([[თალესი]], [[ანაქსიმანდრე]], — [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-IV სს.) ძვ. წ. VI-V სს. მიჯნაზე [[დედამიწა]] უკვე სფეროდ მიაჩნდათ და წარმოდგენა ჰქონდათ დედამიწის სითბური სარტყლების შესახებ.
[[არისტოტელე]]ს და მის მიდევრებს აინტერესებდათ [[გეოგრაფიული გარსი|დედამიწის გარსების]] ურთიერთობა, [[წყალი|წყლისა]] და [[ჰაერი]]ს წრებრუნვა, ატმოსფერული მოვლენების წარმოქმნის მიზეზები და სხვა მსგავსი საკითხები.
 
შუა საუკუნეებში ფეოდალური კარჩაკეტილობა და რელიგიური მსოფლმხედველობა ბუნების შესწავლას ხელს არ უწყობდა. [[დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები]]ს ([[XV საუკუნე|XV]]-XVII სს) შემდეგ ფიზიკურ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის ინტერესი კვლავ გაღვივდა, ხოლო XVIII საუკუნეში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევებმა შესაძლებელი გახადა ნატურფილოსოფიური კონცეფციების
ნაცვლად ბუნებრივი პროცესების მეცნიერულად ახსნა.
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნეში]] ფიზიკურმა გეოგრაფიამ ინტენსიური დიფერენციაცია განიცადა — დაიწყო კერძო ფიზიკური გეოგრაფიის მეცნიერების ჩამოყალიბება, თუმცა