მხედრული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|მხედრული}}
[[ფაილი:Bagrat VI royal decree.jpg|მინიატიურა|250პქ|მხედრული დამწერლობის ერთ–ერთი ადრეული ნიმუში, [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV–ის]] სიგელი, [[XI საუკუნე]]]]
'''მხედრული''' — [[ქართული დამწერლობა|ქართული დამწერლობის]] განვითარების ბოლო, მესამე საფეხური ([[ასომთავრული]], [[ნუსხური]], მხედრული). მხედრული დამწერლობა იქმნებოდა თანდათანობით, უფრო ადრეული ქართული დამწერლობის - ნუსხურის საფუძველზე. მხედრულის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლები IX საუკუნიდან მოგვეპოვება ([[ატენის სიონი]]).
[[ფაილი:Kartlis Ckhovreba-Ana.jpg|მინიატიურა|250პქ|ანასეული ქართლის ცხოვრების ხელნაწერი, მხედრული დამწერლობის ნიმუში]]
{{მთავარი|მხედრული}}
'''მხედრული დამწერლობა''' ქართული ანბანის განვითარების ბოლო საფეხურად ითვლება. იგი ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული. ადრეული ნიმუშები უკვე [[X საუკუნე|X საუკუნიდან]] გვხვდება, მხედრულის პირველ ნიმუშად [[ატენის სიონი]]ს ერთ–ერთი წარწერა ითვლება, რომელსაც [[ზაზა ალექსიძე]] და გ. აბრამიშვილი [[982]]–[[986]] წლებით ათარიღებენ. უძველესია აგრეთვე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV-ის]] ორი სიგელი (შიომღვიმისა და ოპიზის) [[XI საუკუნე|XI საუკუნიდან]]. მხედრული დამწერლობით შესრულებული ადრეული ძეგლები ძირითადად ისტორიული საბუთების, ხელნაწერთა მინაწერებისა და წარწერების სახითაა წარმოდგენილი.
 
ტერმინი „მხედრული“ გვიანდელია და იგი პირველად [[XIV საუკუნე]]ში დასტურდება. სიტყვა „მხედრული“ ამ პერიოდის ძეგლებში გამოიყენება „ხუცურის“ საპირისპირო მნიშვნელობით, როგორც საერო დანიშნულების დამწერლობა. მომდევნო საუკუნეებში მხედრული იმდენად იკიდებს ფეხს, რომ თანდათან ანაცვლებს ნუსხურს; აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ სასულიერო წიგნებიც იწერებოდა მხედრული ანბანით იმ მიზეზით, რომ საერო პირები ვერ კითხულობდნენ ნუსხურს.
ქართული ისტორიული წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ მხედრული [[VI საუკუნე|VI საუკუნიდან]] უნდა არსებულიყო, როგორც სახელმწიფო საკანცელარიო დამწერლობა. [[ჯავახიშვილი, ივანე|ივანე ჯავახიშვილი]] ადრეულ მხედრული დამწერლობას მრგლოვან ნუსხა-ხუცურს და მდივან-მწიგნობრულ დამწერლობას უწოდებს.
 
XIXნუსხური საუკუნისდამწერლობა დამლევამდე[[XIX ქართულისაუკუნე|XIX დამწერლობისსაუკუნის]] სამივემიწურულამდე სახეობა იხმარებოდა.გამოიყენებოდა, ამ დროიდან კი მხედრული დამწერლობამ უპირატესობა მოიპოვა.დამწერლობა ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად კი იგი ერთადერთ საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული [[შრიფტი|შრიფტები]].
 
== მხედრულის გრაფიკა ==
[[ფაილი:მარიამისეული ქართლის ცხოვრება.JPG|მინიატიურა|250პქ|მარიამისეული ქართლის ცხოვრება, XVII საუკუნისათვის დამახასიათებელი მხედრული ხელი]]
[[X საუკუნე|X]]-[[XI საუკუნე]]ების ადრეულ ძეგლებზე წარმოდგენილ მხედრულს ახასიათებს [[ნუსხური]] კუთხოვანი ფორმების მომრგვალება და ერთიანი კონტური თითქმის ყოველ ასოში. ასოთა განლაგება ოთხხაზოვან ბადეში ნუსხურის ანალოგიურია, თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული ასოთა ფორმებიც, ძირითადი განსხვავება მომრგვალებულ მოხაზულობებშია. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ადრეულ ნიმუშებში ერთსა და იმავე ასოს განსხვავებული მოხაზულობა აქვს იმის მიხედვით, იგი ცალკემდგომია თუ გადაბმული სხვა ასოსთან; ცალკემდგომი ასოები, როგორც წესი, უფრო მეტად ინარჩუნებენ ძველ, ნუსხურის მსგავს მოხაზულობასა და მდებარეობას. ამის გამო ქართული დამწერლობის განვითარების ამ ეტაპს [[ალექსანდრე ცაგარელი]] და [[ივანე ჯავახიშვილი]] არ მიიჩნევენ მხედრულად და მას გარდამავალ საფეხურს, „მრგლოვან ნუსხა–ხუცურს უწოდებენ“. მათი მოსაზრებით მხედრული დამწერლობა [[XIV საუკუნე|XIV საუკუნისათვის]] ყალიბდება. დღეს მკვლევარები ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ და ითვლება, რომ დამწერლობის [[X საუკუნე|X]]-[[XI საუკუნე]]ებში გავრცელებული ეს სახე უკვე შეიძლება მხედრულად ჩაითვალოს.
 
<center>[[ფაილი:ფრაგმენტი ბაგრატის სიგელიდან.png|450პქ]]<br />
გარდამავალი მხედრულის მაგალითი, ფრაგმენტი ბაგრატ IV-ის სიგელიდან, XI საუკუნე.<br />
„გურგენ : მეფეთა : მეფისაი : პაპისა : ჩემისა : ბ~გტ კურაპალა ...“</center>
 
მომდევნო პერიოდში მხედრულის გრაფიკამ განვითარების რთული გზა გამოიარა, რის შედეგადაც მან შეიძინა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ასოთა მოხაზულობები მკვეთრად დაშორდა [[ნუსხური|ნუსხურს]]. შეიცვალა რამდენიმე ასოს განლაგება ოთხხაზოვან სისტემაში; მაგალითად, [[ბანი|'''ბ'''ანმა]] ზემოთ აიწია და პირველ–მესამე ხაზებს შორის მოთავსდა, [[დონი|'''დ'''ონმა]] პირიქით — ქვემოთ ჩამოიწია და მესამე–მეოთხე ხაზებში მოექცა, [[ვინი|'''ვ'''ინი]]ს სამი კბილი გაერთიანდა, [[კანი|'''კ'''ანს]] ზედა კიდური თანდათანობით დაუმოკლდა, [[ლასი|'''ლ'''ასს]] პირველი კბილი ქვემოთ ჩამოუგრძელდა, [[ონი|'''ო'''ნი]] კი 180°–ით ამოტრიალდა და სხვა.
 
მხედრულის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სწრაფი და გადაბმული წერისკენ მიდრეკილებაა. მხედრულით ნაწერ ძეგლებში ხშირად გვხვდება ასოთა კანონზომიერი გადაბმები (მაგალითად [[ფაილი:Mkhedruli-es.jpg|18px]] — „ეს“, [[ფაილი:Mkhedruli-el.jpg|20px]] — „ელ“, [[ფაილი:Mkhedruli-q'o.jpg|45px]] — „ყო“, [[ფაილი:Mkhedruli-da.jpg|20px]] — „და“, [[ფაილი:Mkhedruli-ve.jpg|20px]] — „ვე“, [[ფაილი:Mkhedruli-ga.jpg|18px]] — „გა“). ამგვარი გადაბმების ნაწილი შენარჩუნებულია პირველ ქართულ საბეჭდ შრიფტებში, თუმცა უმრავლესობა ბეჭდური წიგნის განვითარებასთან ერთად დაიკარგა და დღეს ხელწერაშიც იშვიათად გამოიყენება.
 
აღსანიშნავია, რომ ხუცურისაგან განსხვავებით, მხედრულში არ არსებობს მთავრული (დიდი) ასოები. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ოციან წლებში ნიკოლოზ ორბელიანს, [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს ძმას ჰქონდა მცდელობა, რომ მხედრულში შემოეღო დიდი ასოები, თუმცა ისინი საყოველთაო ხმარებაში ვერ დამკვიდრდა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მხედრული“-დან