კილიმანჯარო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 109 interwiki links, now provided by Wikidata on d:q7296 (translate me)
No edit summary
ხაზი 13:
| უმარტივესი მარშრუტი =[[ცოცვა]]
}}
'''კილიმანჯარო''' — ვულკანური წარმოშობის მთა ჩრდილო–აღმოსავლეთ [[ტანზანია|ტანზანიაში]], მოიცავს [[აფრიკა|აფრიკის]] უმაღლეს პიკს (უჰურუს/კიბოს პიკი, 5.895 მ).<ref>{{Cite web|url=http://www.fig.net/pub/fig2009/papers/ts08c/ts08c_fernandes_teamkili2008_3438.pdf |title=მთა კილიმანჯაროს ორთომეტრული სიმაღლის ზუსტი აზომვა |author = კილიმანჯაროს [[2008]] წლის სიმაღლის აზომვის ექსპედიცია|accessdate=12 მაისი, [[2009]]}}</ref> ეს არის უზარმაზარი [[სტრატოვულკანი]], ამჟამად არააქტიური, გაზის ამომშვები კრატერებით, რომლის მთავარი ამოსასვლელი მდებარეობს მწვერვალ კიბოზე (ასევე ''უჰურუ'').
 
==ტოპონიმიკა==
უცნობია სახელი "კილიმანჯაროს" წარმოშობა, თუმცა რამდენიმე თეორია არსებობს. ევროპელმა მოგზაურებმა ეს სახელი [[1860]] წელს დაამკვიდრეს და მათი ცნობით ეს იყო ამ მთის სახელი [[სუაჰილი]]ს ენაზე,<ref name=names/> რომლის თანახმადაც სიტყვა "კილიმანჯარო" წარმოქმნილი იყო სიტყვათშერწყმით "კილიმა" (გორაკი, მცირე მთა) და "ნჯარო",<ref>"კილიმა-ნჯარო" (ალტერნატიული სახელი 1907 წელს), ''The Nuttall Encyclopædia'', [[1907]], FromOldBooks.com, 2006, ვებგვერდი: [http://www.fromoldbooks.org/Wood-NuttallEncyclopaedia/k/kilima-njaro.html FOB-Njaro].</ref> რომლის სავარაუდო წარმომავლობა თეორიაზეა დამოკიდებული — ერთი ვარაუდით ეს უძველესი სუაჰილი სიტყვაა და ნიშნავს "თეთრს" ან "მანათობელს",<ref name=NASAnjaro>"SRTM TANZANIA IMAGES" (კილიმანჯარო ან კილიმა ნჯარო - აღწერა), [[ნასა]], 28 აგვისტო, 2005, ვებგვერდი: [http://www2.jpl.nasa.gov/srtm/tanzania.htm NASA-Tanzania].</ref> ან არა-სუაჰილი წარმოშობის, სიტყვა კიჩაგას ენაზე "ჯარო" ნიშნავს "ქარავანს". თუმცა საორჭოფოა თუ რატომ იქნა გამოყენებული დამაკნინებელი "კილიმა" ნაცვლად შესაფერისი სიტკვისა "მლიმა" (მთა). ეს სახელი შეიძლება ადგილობრივი ხუმრობა იყოს, გულისხმობს რა, რომ "ნჯაროს მცირე გორაკი" აფრიკის კონტინენტის უდიდესი მთაა და მთამსვლელთა გიდების გადმოცემით ეს მთა ნჯაროს ხალხისა იყო. მეორე მოსაზრებით, ეს სახელი მომდინარეობს კიჩაგას ენაზე სიტყვიდან "კილმანარე" ან "კილეაჯაო" და ნიშნავს "ფრინველის/ლეოპარდის/ქარავნის მძლეველს". თუმცა ეს თეორია ვერ ხსნის იმას თუ რატომ არ გამოიყენებოდა ეს სიტყვა კიჩაგას ენაზე მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ევროპაში მიღებამდე.<ref name=names>[http://www.ntz.info/gen/b00769.html ჯ. ა. ჰაჩინსონი: კილიმანჯაროს მნიშვნელობა<!-- Bot generated title -->]</ref>
 
ალტერნატიული თეორია ამგვარია: [[1848]] წლის [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] გერმანელმა მისიონერმა რებმანმა საკუთარ დღიურში ჩაიწერა: ამ დილით ჩვენ ჯაგას მთა ყველაზე მკაფიოდ დავინახეთ". ჯაგას ევროპელები ეძახდნენ "ჩაგას". კილიმანჯარო შესაძლოა ასევე იყოს ევროპელების გამოთქმული ჩაგას ფრაზა "კილე-ლემა-ირჰო" რაც ნიშნავს "ჩვენ ვერ შევძელით მასზე ასვლა". თუ ასეა, მაშინ ეს სახელი, კილე-ლემა-ირჰო / კილიმანჯარო, იქნებოდა ჩაგას ხალხის მიერ მთის მანათობელი კიბოსა და მავენზის პიკებზე ახალმოსულთა შეკითხვაზე პასუხი. კიბოს პიკი ჩანს კიბოშოს მხრიდან, ხოლო მავენზისა კი — მარანუდან.
 
==პირველი ასვლა ==
ხაზი 24:
1861 წელს კარლ კლაუს ფონ დერ დეკენმა რიჩარდ თორნტონთან ერთად სცადეს კილიმანჯაროზე ასვლა <ref name=Thornton>გარი ფირტი: [http://www.cottingleyconnect.org.uk/thorntonpic.htm გეოლოგი რიჩარდ თორნტონის პორტრეტი]</ref>, "რომლებმაც 8.200 ფუტზე მაღლა ასვლა ვერ შეძლეს"<ref>ჩარლზ დუნდასი. [http://www.ntz.info/gen/b00071.html "კილიმანჯარო და მისი ხალხი"] 1924, Cass London, nTZ.info, წაკითხულია 21 თებერვალს, 2011.</ref> (2,500 მ). 1862 წელს ფონ დერ დეკენმა ხელმეორედ სცადა ასვლა, ამჯერად ოტო კერსტენთან ერთად. მათ 4.280 მეტრზე შეძლეს ასვლა.<ref name=Decken>Carl Claus von der Decken, bearbeitet von Otto Kersten: Reisen in Ost-Afrika in den Jahren 1859 bis 1865, Erzählender Teil 1871, Band 2 S. 52</ref> <ref name=Verdcourt>[http://www.conchsoc.org/collectors_east_africa/collectors-by-date.php Bernard Verdcourt: Collectors in East Africa] – 31. [http://www.conchsoc.org/collectors_east_africa/von-der-Decken-CC.php#note_1 Baron Carl Claus von der Decken 1833–1865] Text extracted from The Conchologists’ Newsletter, No.162, pp. 204–211 published September 2002</ref>
 
1880-იან წლებში მთა, რომელსაც ამ პერიოდში "კილიმა-ნდშარო"-ს უწოდებდენ გერმანულად სუაჰილის სიტყვების მიხედვით, გერმანული აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილი გახდა, მას შემდეგ, რაც [[კარლ პეტერსი|კარლ მეტერმა]] ადგილობრივი ბელადები დაიყოლია ტრაქტატზე მოეწერათ ხელი (მოარული ისტორია, თითქოს დედოფალმა ვიქტორიამ მთა მის შვილიშვილს კაიზერ უილჰელმ II-ის აჩუქა, მცდარია).<ref>Briggs, Philip (1996): "Guide to Tanzania; 2nd edition." Bradt Guides.</ref> 1889 წელს კიბოსკიბო5 ოქს პიკს გეოლოგმა ჰანს მაიერმა "კაიზერ-უილჰელმ-სპიტცე" (კაიზერ უილჰელმის პიკი) დაარქვა, 1889 წლის 5 ოქტომბერს პირველად ასვლის აღსანიშნავად. <ref name=names/> ეს სახელი გამოიყენებოდა 1918 წლამდე, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის კოლონიები [[ბრიტანეთის იმპერია]]ს გადაეცა. ხოლო როდესაც ბრიტანეთის ადმინისტრაციაში მყოფი [[ტანგანიკა]] 1961 წელს დამოუკიდებელი გახდა, პიკს დაარქვეს [[უჰურუ]]ს პიკი, რაც სუაჰილის ენაზე "თავისუფლების პიკს" ნიშნავს.
[[File:Meyers b14 s0300a.jpg|thumb|150px|"კილიმა-ნდშარო"-ს ისტორიული რუკა გერმანის აღმოსავლეთ აფრიკაში, 1888]]
 
ხაზი 36:
კილიმანჯარო უზარმაზარი [[სტრატოვულკანი]]ა, რომელმაც წარმოქმნა მილიონი წლის წინ დაიწყო, როდესაც [[აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზი|აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის]] გაყოლებაზე დედამიწიდან [[ლავა]] იღვრებოდა. მისი სამი პიკიდან ორი, მავენზი და შირა, ჩამქრალია, ხოლო კიბო (უმაღლესი პიკი) მძინარეა და კვლავ შეიძლება ამოხეთქოს. უკანასკნელი მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაახლოებით 360.000 წლის წინ უნდა მომხდარიყო, ხოლო ბოლო აქტიურობა 200 წლის წინ დაფიქსირდა.
 
მიძინების მიუხედავად, კილიმანჯაროს მთავარი მწვერვალი კიბოს კრატერზე რამდენიმე არხიდან გაზი ამოდის. მეცნიერებმა [[2003]] წელს დაასკვნეს რომ მდნარი [[მაგმა]] ამ მწვერვალის კრატერიდან სულ 400 მეტრის სიღრმეზე იყო.{{ფაქტი}} წარსულში კიბოს მწვერვალზე რამდენიმე ჩავარდნა და მეწყერი მომხდარა, რომელთაგან ერთ-ერთის დროს ე. წ. დასავლეთის ნარღვევი წარმოიქმნა.
 
==დალაშქვრის გზები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კილიმანჯარო“-დან