ველის კაკაჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა | სახელი = ველის კაკაჩა | სურათის ფაილი = Buteo rufinus.jpg | სუ...
 
ხაზი 58:
 
სხვა სახეობის კაკაჩებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა და გრძელი ფეხები აქვს. გავრცელებულია [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპაში]], ცენტრალურ [[აზია]]სა და ჩრდილოეთ [[აფრიკა]]ში. გვხდება ღია, მშრალ ადგილებში. უპირატესობას ანიჭებს [[სტეპი|სტეპებს]], [[ნახევარუდაბნო|ნახევარუდაბნოებსა]] და ხრიოკ გორაკებს. ბუდობს ციცაბო კლდეებსა და [[ფლატე]]ებზე, რომლებიც ღია ადგილებს გადაჰყურებენ. ნადირობისას მსხვერპლს ხშირად შემაღლებული ადგილიდან — ხმელი ხეებიდან, ბოძებიდან ან კლდეებიდან უთვალთვალებს. იჭერს მომცრო და საშუალო ზომის ხერხემლიანებს: [[ფრინველები]]ს, [[ძუძუმწოვრები]]ს და [[ქვეწარმავლები]]ს ჩათვლით. საქართველოს წითელ წიგნში როგორც მოწყვლადი სახეობა.
 
[[კატეგორია:შავარდნისნაირნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ველის_კაკაჩა“-დან