ტიტანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ Bot: 109 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:Q716 |
No edit summary |
||
ხაზი 36:
== ისტორია ==
TiO<sub>2</sub>-ის აღმოჩენა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განახორციელეს ინგლისელმა [[უილიამ გრეგორი|უ. გრეგორიმ]] და გერმანელმა ქიმიკოსმა [[მარტინ ჰენრიხ კლაპროტი|მ. ჰ. კლაპროტმა]]. გრეგორმა, რკინიანი მაგნიტური ქვიშის კვლევისას (კრიდი, კორნოული, ანგლია), [[1789]] წელს, გამოყო უცნობი ლითონის ახალი «მიწა» (ჟანგი) რომელსაც უწოდა მენაკენოური. [[1795]] წ. გერმანელმა ქიმიკოსმა კლაპროტმა აღმოაჩინა მინერალ [[რუტილი|რუტილში]] ახალი ელემენტი და მას უწოდა ტიტანი. ორი წლის შემდეგ კლაპროტმა დაადგინა რომ, რუტილი და მენაკენური მიწა — ერთი და იგივე ელემენტის ჟანგებია, რომელსაც კლაპროტის მიერ შერჩეული სახელწოდება «ტიტანი» შერჩა. 10 წლის შემდეგ ტიტანის აღმოჩენა მოხდა მესამეჯერ. ფრანგმა მეცნიერმა [[ლუი ვოკლენი|ლუი ვოკლენმა]] აღმოაჩინა ტიტანი [[ანატაზი|ანატაზში]] და დაამტკიცა, რომ რუტილი და ანატაზი -ტიტანის იდენტური ჟანგებია.
ლითონური ტიტანის პირველად მიღებული იქნა [[1825]] წელს, [[იენს იაკობ ბერცელიუსი]]ს მიერ. ტიტანის მაღალი აქტივობისა და მისი გაწმენდის სიძნელის გამო სუფთა Ti ნიმუში ჰოლანდიელებმა ა. ვან არკელმა და ი&bsp;ბურმა [[1925]] წელს მიიღეს TiI<sub>4</sub>-ის თერმული იოდიდური ორთქლის დაშლის მეთოდით.
|