ვალტერ გროპიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
დაიბადა [[ბერლინი|ბერლინში]], მთავრობის სამშენებლო მრჩევლის ოჯახში. გროპიუსი, მამამისის და დიდი ბიძა მარტინ გროპიუსის მსგავსად, არქიტექტორი გახდა. თუმცა ყველა წყაროს მიხედვით ვალტერ გროპიუსს [[ხაზვა]] არ ეხერხებოდა და კოლაბორატორებსა და პარტნიორებზე იყო დამოკიდებული მთელი კარიერის განმავლობაში. სკოლაში მან თანაშემწე იქირავა მისთვის საშინაო დავალებების შესასრულებლად.
 
1908 წელს გროპიუსმა სამსახური დაიწყო პეტერ ბეჰრენსის ფირმაში, რომელიც [[უტილიტარიზმი|უტილიტარული]] სკოლის ერთ-ერთი პირველი მიმდევართაგანი იყო. მისი თანამშრომლები ამ პერიოდში იყვნენ ლუდვიგ მის ვან დერ როე და დიტრიხ მარკსი. 1910 წელს გროპიუსმა ბეჰრენსის ფირმა დატოვა და ყოფილ თანამშრომელ [[მაიერი, ადოლფ მაიერი|ადოლფ მაიერთან]] ერთად ბერლინში საკუთარი პრაქტიკა დააარსა. მათი ერთობლივი დამსახურებაა ერთ-ერთი სანიმუშო [[მოდერნიზმი|მოდერნისტული]] ნაგებობა შექმნილი ამ პერიოდში, [[ფაგუსვერკი]], ალფერლდ-ან-დერ-ლაინი, გერმანია, ფეხსაცმელების ფაბრიკა. ამ შენობის მინის ფარდისებრი კედლები მოდერნისტული პრინციპის დემონსტრაციაა, რომელშიც ფორმა ფუნქციასა და მშრომელთათვის ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნის გროპიუსის მისწრაფებას ასახავს. ამ პერიოდის სხვა ნამუშევართა შორისაა ოფისისა და ფაბრიკის შენობა ვერკბუნდის გამოფენისთვის (1914) [[კიოლნი|კიოლნში]].
 
[[სურათი:Bauhaus.JPG|thumb|300px|ბაუჰაუზი დესაუში, გერმანია.]]