ვალტერ გროპიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 18:
 
[[სურათი:Bauhaus.JPG|thumb|300px|ბაუჰაუზი დესაუში, გერმანია.]]
გროპიუსის კარიერა 1914 წლის მოვლენებმა შეაფერხა. რეზერვისტად გაწვეული გროპიუსი დასავლეთის ფრონტზე სერჟანტ მაიორის რანგში მსახურობდა პირველი მსოფლიო ომის წლებში<ref>[http://www.bbc.co.uk/bbcfour/audiointerviews/profilepages/gropiusw2.shtml ინტერვიუ ვალტერ გროპიუსთან, ბი-ბი-სი]</ref>. ირონიულია, თუმცა გროპიუსს სწორედ ომმა შეუქმნა კარიერის გაკეთების შესაძლებლობა ომისშემდგომ პერიოდში. ჰენრი ვან დე ველდი, საქსონიის ხელოვნებისა და ხელოსნობის სკოლის დირექტორი [[ვაიმარი|ვაიმარში]] ბელგიური წარმოშობის გამო 1915 წელს სამსახურიდან დაითხოვეს. მისივე რეკომენდაციით ამ ადგილზე იგი გროპიუსმა შეცვალა 1919 წელს. სწორედ ეს აკადემია გარდაქმნა გროპიუსმა მსოფლიოში განთქმულ [[ბაუჰაუზი|ბაუჰაუზად]], რომელმაც მოიზიდა ისეთი პროფესორ-მასწავლებლები, როგორიც იყვნენ [[პაოლპაულ კლეე]], [[იოჰანეს იტენი]], [[იოზეფ ალბერსი]], [[ჰერბერტ ბაიერი]], [[ლასლო მოჰოი-ნადი]] და [[ვასილი კანდინსკი]]. სტუდენტებს ასწავლიდნენ თანამედროვე და ინოვაციური მასალისა და მასიური წარმოების მოპირკეთების გამოყენებას, რომელთა უმრავლესობა თავდაპირველად ინდუსტრიული დანიშნულებისა იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მათგან ორიგინალური ავეჯი და შენობები იქმნებოდა.
 
1919 წელსვე გროპიუსი "შუშის ჯაჭვის" უტოპიურ [[ექსპრესიონიზმი|ექსპრესიონისტურ]] მიმოწერაში იყო ჩაბმული ფსევდონიმით "Mass". საიდანაც აშკარა ხდება, რომ მიუხედავად [[ფუნქციონალიზმი|ფუნქციონალისტური]] მიმართულებისა, მასზე გავლენა ამ პერიოდში ექსპრესიონიზმს მოუხდენია.
ხაზი 25:
1923 წელს გროპიუსმა შექმნა მისი ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ნამუშევარი, კარის სახელური, რაც დღეს მე-20 საუკუნის დიზაინის შედევრად ითვლება და ხშირად მოიხსენიება როგორც ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინი, რომელიც ბაუჰაუზში შეიქმნა.
 
გროპიუსი გერმანიიდან 1934 წელს გაიქცა [[ნაციზმი|ნაცისტური]] პარტიის მთავრობაში მოსვლის გამო, რის შემდეგაც [[ბრიტანეთი|ბრიტანეთში]] ცხოვრობდა და მუშაობდა, იზოკონის პროექტში. შემდეგ, 1937 წლიდან [[აშშ]]-ში გადადის, სადაც მისი საკუთარი სახლი, "[[გროპიუსის სახლი]]" ლინკოლნში, [[მასაჩუსეტსი]], მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა [[აშშ]]-ში [[მოდერნიზმი|საერთაშორისო მოდერნიზმის]] პოპულარიზაციაში. გროპიუსს არ მოსწონდა ტერმინი: "ჩემთვის ეს იყო ჩემი საკუთარი კონცეფცია ახალი ინგლისის არქიტექტურული ტრადიციისთვის დამახასიათებელი ნიშნების, რომელიც მე დღემდე ცოცხალი და აქტუალური აღმოვაჩინე". გროპიუსი და მისი ბაუჰაუზის პროტეჟე მარსელ ბროიერი კემბრიჯში, [[მასაჩუსეტსი]], გადავიდნენ [[ჰარვარდის დიზაინის სკოლა]]ში მასწავლებლად. პარალელურად მუშაობდნენ კომპანია-ქალაქი "ალუმინის ქალაქი ტერასა" პროექტზე ნიუ-კენსინგტონში, [[პენსილვანია]], სანამ პროფესიულად ერთმანეთს დაშორდებოდნენ. 1944 წელს ის ნატურალიზებული აშშ-ის მოქალაქე გახდა.
 
1945 წელს გროპიუსმა დააფუძნა არქიტექტორთა კოლაბორაცია (TAC) ოფისით კემბრიჯში ახალგაზრდა არქიტექტორთა ჯგუფთან. თავდაპირველ პარტნიორთა შორის იყვნენ [[ფლეტჩერი, ნორმან|ნორმან ფლეტჩერი]], ჯინ ფლეტჩერი, ჯონ ჰარკნესი, სარა ჰარკნესი, რობერტ მაკმილანი, ლუი მაკმილანი და ბენკამინ თომპსონი. ტაკი მყისვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და გავლენიანი არქიტექტურული ფირმა მსოფლიოში. ტაკი 1995 ბანკროტად გამოცხადდა.