პირველი მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 154:
[[ფაილი:60 pounder Cape Helles June 1915.jpg|thumb|left|ინგლისური ზარბაზანი კაპ ჰელესში 1915]]
 
ზამთარში მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემუშავებინათ რაიმე გეგმა, რომლითაც მოახერხებდნენ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. ერთი თვალსაზრისით გადამწყვეტი შეტევა დასავლეთ ფრონტზე უნდა განხორციალებულიყო, ხოლო მეორეთი, ვინაიდან დასავლეთ ფრონტზე ჩიხში შწევიდნენშევიდნენ, აქტივობა სადმე სხვა ადგილას უნდა გამოეჩინათ. გადაწყდა საომარი მოქმედებების დარდანელებზე დაწყება რათა თურქეთი გამოეყვანათ ომიდან. მაგრამ გაზაფხულზევე ეს კომპანიაც ჩიხში შევიდა.
 
[[თებერვალი|თებერვალში]] საფრანგეთის მთავარსარდალი გახდა [[ჟოზეფ ჟოფრი]], რომელმაც გასცა სამ ადგილას შეტევის ბრძანება, [[არტუა]]ში, [[შამპანი|შამპანში]] და ლოტარინგიაში. არტუაში ფრანგებს ბრიტანელები უნდა დახმარებოდნენ. შეტევის წინ დაიწყო საარტილერიო მომზადება, შემდეგ მოყვა ნეიტრალური ზოლის გადაკვეთა და მოწინააღმდეგის სანგრებთან ბადეების გარღვევა. მეორე მხარე თავდამსხმელებს ტყვიათმფრქვევებიდან და თოფებიდან ცეცხლით პასუხობდა. ხოლო უშუალოდ სანგრების მისადგომებთან იწყებოდა ხელჩართული ბრძოლა, სადაც გამოიყენებოდა ხიშტები, მუშტები და თოფების სახელურები. სატელეფონო კავშირის დამყარება ცეცხლის პირობებში შეუძლებელი იყო ხოლო შიკრიკები იშვიათად აქღწევდნენაღწევდნენ დანიშნულების ადგილს, ამიტომ მხედართმთავრებს არანაერიარანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდებახდებოდა შეტევაში და დროულად საჭირო ადგილზე ვერ აგზავნიდნენ დამატებით ძალებს.
 
ამიტომაც "სანგრებში ომის" ასეთი შეტევები არაეფექტური იყო და ძალიან დიდი დანაკარგებით სრულდებოდა. ამიტომ ფრანგულმა და ინგლისურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასდაწყვიტაგადაწყვიტა, რომ გერმანული პოზიციების უფრო ძლიერი საარტულერიოსაარტილერიო დამუშავებაადამუშავება იყო საჭირო. იმ დროინდელი ფრანგული 75 მმ-ანი, გერმანული 77 მმ.ანი და ინგლისური 83.8 მმ-ანი ზარბაზნები ამისთვის არ ვარგოდა, თან მძიმე არტილერია გერმანელებს ბევრად უკეთესი ჰქონდათ. ამასთან ერთად გაზაფხულის დასაწყისისთვის ინგლისელებს გამოელიათ ყუმბარების მარაგი.
 
[[ფაილი:Royal_Naval_Division_trench.jpg|thumb|ბრიტანელები სანგრებიდან შეტევას იწყებენ]]