საქართველო (ენციკლოპედია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ენციკლოპედია საქართველო''' (ხუთტომეული) — მეცნიერული გამოც...
 
ხაზი 1:
'''ენციკლოპედია საქართველო''' (ხუთტომეული) — მეცნიერული გამოცემაა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია [[საქართველო]]სა და [[ქართველები|ქართველებზე]], აგრეთვე საქართველოსა და ქართველებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ფაქტსა თუ პიროვნებაზე. „საქართველო“ ენბანური წესით აგებული [[ენციკლოპედია]]ა. იგი აშუქებს ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. ეს უმდიდრესი მასალა განხილულია საერთო ისტორიულ-კულტურული პროცესის კონტექსტში: ისტორიული წარსულის, თანამედროვეობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით საქართველო და ქართველი ერი წარმოჩენილია მსოფლიო [[ცივილიზაცია|ცივილიზაციის]] განუყოფელ ნაწილად.
== ისტორია ==
საქართველოში ენციკლოპედიურ და ლექსიკოგრაფიულ მოღვაწეობას მდიდარი ტრადიციები აქვს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფილოსოფიურ-თეოლოგიურ და საისტორიო-ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს ხშირად ახლდა ენციკლოპედიური ხასიათის კომენტარი. სამეცნიერო ცნებების (ტერმინების), უცხოურ გეოგრაფიულ სახელთა განმარტებანი მრავლად არის [[ეფრემ მცირე|ეფრემ მცირის]], [[იოანე პეტრიწი]]ს, [[არსენ იყალთოელი]]სა და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომებში. შემორჩენილია იმავე ხანის თარგმნილ ლექსიკონთა ფრაგმენტები, ქართული საენციკლოპედიო-ლექსიკოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს „ქართულმა ლექსიკონმა“ (1685-1716). [[იოანე ბატონიშვილი]]ს ენციკლოპედიური ნაშრომი „[[კალმასობა]]“ (1813-1828) ასახავს მაშინდელი ცოდნის თითქმის ყველა დარგს. 1898-99 წლებში [[ივანე როსტომაშვილი]]ს რედაქციით გამოვიდა მრავალტომეულად განზრახული „რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პირველი ოთხი წიგნი. XX-ე საუკუნის დასაწყისში ქართველმა მეცნიერებმა ალექსანდრე ცაგარელის, ვასილ პეტრიაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილის მეთაურობით გადაწყვიტეს გამოეცათ „საქართველოს ენციკლოპედია“. შეიქმნა ცნობილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საგანგებო ამხანაგობა, შედგენილ იქნა გამოცემის ვრცელი პროგრამა, მაგრამ ამ საქმეს გახორციელება არ ეწერა. 1930-იან წლებში ასევე უშედეგო აღმოჩნდა „დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ მცდელობა.
 
აღსანიშნავია, რომ „ენციკლოპედია საქართველოს“ მასალების შერჩევისა და აგების ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებში კარდინალური ცვლილებებია შეტანილი. პირველ რიგში იგულისხმება ცალმხრივი იდეოლოგიზაციის, მცდარი შეფასებების, სტერეოტიპებისა და დოგმების დაძლევა. ამ გამოცემაში შესულია მრავალი ახალი ტერმინი, დანარჩენი სტატიები კი როგორც წესი ხელახლა დაწერილი ან გადახალისებული და გადამუშავებულია.
 
„ენციკლოპედია საქართველო“ გამოცემულია ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ. 2013 წლისთვის დაბეჭდილია ორი ტომი.
== შემადგენლობა ==
{| class="wikitable"
! ტომი
! დასახელება || გამოცემის წელი
|-
| 1 || [[ა]] — [[გილდია]] || 1997
|-
| 2 || [[გიმნაზია]] — [[ენდრო]] || 2013
|}
== ლიტერატურა ==
*ენციკლოპედია საქართველო, თბ. 1997, ტ. I, გვ. 5.
 
[[კატეგორია:ქართული ენციკლოპედიები]]