ბინდუსარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
ბინდუსარა არ ებრძოდა მეგობრულად განწყობილ დრავიდულ სამეფოებს, როგორიცაა [[ჩოლა]], [[პანდია]] და [[ჩერა]]. მხოლოდ [კალინგა]]ს სამეფო (თანამედროვე [[ორისა]]) არ შედიოდა მის იმპერიაში და ის მისმა ვაჟმა [[აშოკა]]მ დაიპყრო.
 
ბინდუსარა თავის მამის მსგავსად მხარს უჭერდა [[ელინისტური ეგვიპტე|ელინისტურ ეგვიპტე]]სთან და [[სელევკიდების სირია]]სთან მჭიდრო ურთიერთობას. [[სტრაბონი]] გადმოგვცემს, რომ [[პატალიპუტრა]]ში მივლინებული იყო [[სელევკიდები]]ს ელჩი — დეიმაქსი. საინტერესო ფაქტებზე გვიამბობს ათენიუს ნავკრატიელი [[სელევკიდები]]ს მეფე [[ანტიოქოსი]]ს და [[ინდოეთი]]ს მეფე ბინდუსარას ძღვენთა გაცვლის შესახებ. ბინდუსარას თხოვნით მიუმართავს ანტიოქოსისათვის — გაეგზავნა მისთვის ტკბილი [[ღვინო]], გამხმარი [[ლეღვი]] და ფილოსოფოსი–სოფისტი. პასუხად, ანტიოქოსი შეპირებია მხოლოდ ღვინისა და გამხმარი ლეღვის გაგზავნას.
 
ბინდუსარა მამისგან განსხვავებით არ ეწეოდა [[ჯაინიზმი]]ს მხარდაჭერას. ის მხარს უჭერდა ფილოსოფიურ-ასკეტურ მოძრაობას აჯივიკს. ეს იყო ანტიბრაჰმანული და ათეისტური ფილოსოფია. მამამისის მრჩეველი ფილოსოფოსი [[ჩანაკია]] აგრძელებდა მის სამეფო კარზე პრემიერ-მინისტრობას.
 
მისი მმართველობის დროს ორჯერ აჯანყდა ქალაქი [[ტაქსილა]]. ქალაქის შემორიგება საბოლოოდ მოახერხა [[აშოკა]]მ მამის სიკვდილის შემდეგ.
 
პურანის თანახმად ბინდუსარა მეფობდა 25 წელი. მამის სიკვდილის შემდეგ მის ვაჟებს შორის დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ბოლოსდაბოლოს, [[პატალიპუტრა]]ს ტახტის მფლობელი გახდა [[აშოკა]]
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბინდუსარა“-დან