შანგის დინასტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Medgeorgia|Medgeorgia]]|2=2013 წლის 28 მარტი}}
{{ჩინეთის ისტორია}}
[[ფაილი:China 1.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|შანის დინასტია]]
 
'''შანის იმპერია''' ([[ჩინური ენა|ჩინ.]]:[[wiktionary:商|商]][[wiktionary:朝|朝]]), ან '''ინის იმპერია''' ([[ჩინური ენა|ჩინ.]]: [[wiktionary:殷|殷]][[wiktionary:代|代]]), ან '''შან-ინის იმპერია''' — სახელმწიფო ფორმირება [[ძვ. წ. 1600]]-დან [[ძვ. წ. 1027]]-მდე წლებში, მდინარე [[ხუანხე]]ს ჩრდილოეთის ველებზე. შანის დინასტია წინ უძღოდა [[ჯოუს დინასტია]]ს.
 
შანის იმპერია არის პირველი ჩინური სახელმწიფო წარმონაქმნი, რომლის არსებობაც დასტურდება არა მხოლოდ არქეოლოგიური მასალებით, არამედ ზეპირი და წერილობით წყაროებითაც. შანის იმპერიის ისტორიის ყველაზე სრულყოფილ აღწერას [[სიმა ციანი]]ს „ისტორიული ჩანაწერები” შეიცავს. გათხრების შედეგად იპოვნეს [[ძიაგუვენი]] — [[იეროგლიფი|იეროგლიფური]] წარწერები კუს ბაკანსა და ცხოველის ძვლებზე, აგრეთვე [[ბრინჯაო]]ს, [[ნეფრიტი (ქვა)|ნეფრიტს]], [[კერამიკა]]სა და ქვის ნაწარმზე. დიდი აღმოჩენები გაკეთდა შანის დინასტიის დედაქალაქის — [[ინსიუ]]ს ([[ჩინური ენა|ჩინ.]]:[[wiktionary:商|商]][[wiktionary:殷墟|殷墟]]))ტერიტორიაზე, რომელიც თანამედროვე ქალაქის [[ანიანი]]ს, [[ხენანი]]ს პროვინციაში მდებარეობს. უძველესი ქალაქი შედის [[მსოფლიო მემკვიდრეობა|იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა]]ში​​.
 
== პოლიტიკური სტრუქტურა ==
მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში პოლიტიკური სტატუსი იყო განსხვავებული. [[ვანი (ტიტული)|ვანი]] წარმოადგენდა საკრალურ ფიგურას და ჰქონდა დიდი ძალაუფლება. ის გარდაცვლილი წინაპრების პატივსაცემად ასრულებდა საზეიმო რიტუალ ''დის''. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო ყოფილიყო შუამავალი გარდაცვლილებსა და ცოცხლებს შორის. ტიტული ან ძმიდან ძმას ან ბიძადან უფროს ძმისშვილს გადაეცემოდა, ხოლო ვან ი-დან მოყოლებული ძალაუფლება მამიდან უფროს შვილზე გადადიოდა. ვანის ახალგაზრდა ნათესავები, რომლებიც ვერ აცხადებდნენ ძალაუფლებაზე პრეტენზიას, შეადგენდნენ [[არისტოკრატია|არისტოკრატულ]] კლანს.
 
გლეხებთან შედარებით, ვანის გარემოცვას (ადმინისტრაციული აპარატი, მებრძოლები) პრივილეგირებული სტატუსი ჰქონდა. თანამდებობის პირები იყოფოდა ადმინსტრატორებად, მცირე რანგის მენეჯერებად და სამხედრო წვრთნებსა და ნადირობაზე პასუხისმგებელ პირებად.
 
==გალერეა==