მოსე თოიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|თოიძე}}
{{ინფოდაფა მხატვარი
| ფონი =
Line 20 ⟶ 21:
| ჯილდოები =
}}
'''მოსე თოიძე''' (დ. [[21 იანვარი]], [[1871]] გ. [[1953]]) იყო ქართველი [[ფერმწერი]], [[გრაფიკა|გრაფიკოსი]], სსრკ სახალხო მხატვარი ([[1953]]), სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი ([[1947]]), [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიის]] პროფესორი ([[1922]]), ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში ([[ილია რეპინი|ი. რეპინის]] რეკომენდაციით, [[1896]] წლიდან). მუშაობდა ილია რეპინის სახელოსნოში.<ref>[http://www.manuscript.ge/index.php?m=548 მოსე თოიძე – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.]</ref>
 
მოსე თოიძე ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლად ითვლება. თოიძე მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა [[საყოფაცხოვრებო ფერწერა|საყოფაცხოვრებო]], [[ისტორიული ფერწერა|ისტორიული]], [[პეიზაჟი]]ს, [[ნატურმორტი]]ს, [[პორტრეტი]]ს ჟანრებში.
 
მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები: „ვიწრო ქუჩა“ ([[1895]]), „მრეცხავი“ ([[1902]]), „ბაზაზხანა“ ([[1914]]), „მაწვნის გამყიდველი“ ([[1918]]), „მეთევზის დუქანი“ ([[1919]]), „ნავი მტკვარზე“ ([[1925]]), „ძველი თბილისის აშუღი“, „თბილისის სახურავები“ (ორივე [[1940]]); ციკლი – თბილისის მთვარიანი ღამეები: „თბილისი, მთვარიანი ღამე“ ([[1910]]), „ქალები ბანზე“ ([[1934]]); [[მეორე მსოფლიო ომი]]ს თემას მიუძღვნა სურათები: „თბილისი ომის დროს“ ([[1942]]), შექმნა თანამედროვეთა პორტრეტები („ი. გრიშაშვილი“, 1939; „მ. ჭიაურელი“, 1943 და სხვა). თოიძის სახელს ატარებს სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი.<ref>[http://burusi.wordpress.com/2009/10/23/mose-toidze-2/ burusi.wordpress.com]</ref>
 
მოსე თოიძე გარდაიცვალა [[1953]] წელს. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]].
 
მისი სახელობის [[მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი|სახლ-მუზეუმში]] დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები (2000-ზე მეტი ერთეული), მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. აგრეთვე მისი შვილის მხატვარ [[ირაკლი თოიძე|ირაკლი თოიძის]] ნამუშევრები.<ref>[http://www.georgianmuseums.ge/MuseumGe/Musums/Erovnuli/M.ToidzeMus.html საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი]</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოსე_თოიძე“-დან