მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34:
 
მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობის განმავლობაში ედუარდმა [[ბეიბარს I|ბეიბარსზე]] რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ჯვაროსნებმა ვერ მიაღწიეს ისეთ გადამწყვეტ უპირატესობას, რომელიც ლაშქრობას დასასრულისკენ გაახედებდა. ბედად, იმ დროს, როცა პრინცი მუსლიმანებს უტევდა, თაბო იჩინა საშიანო დაპირისპირებამ, ამას დაემატა არმიაში „პატრიოტული სულის” დაცემა. ყველაფერმა ამან მალევე გამოიღო შედეგები, რაც ჯვაროსანთა სრულ კრახამდე მივიდა და ხმელთაშუაზღვისპირა ჯვაროსნული ხაზი დაიშალა.
 
==წინაპირობა==
[[ფაილი:Siege of Tunis 1270.jpg|მინი|მარცხნივ|[[ტუნისი]]ს ალყა, მეთოთხმეტე საუკუნის ფრანგულუი გრავიურა]]
მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა, მერვე ჯვაროსნული ლაშქრობით გაგრძელებად თვლიან. თავად მერვე ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ითვლება. [[ლუი IX]] [[სირია]]ში განვითარებულმა მოვლენებმა, სადაც მამლუქი სულთანი [[ბეიბარსი I|ბეიბარსი]] ჯვაროსნული სახელმწიფოების ნარჩენებს უტევდა. ბეიბარსმა [[ვენეცია]]სა და [[გენუა]]ს შორის გაჩაღებული ომით ისარგებლა, სანამ ისინი ერთმანეთს უტევდნენ, ბეიბარსმა სირიულ პორტებზე საგრძნობლად შესუსტებული გავლენის ფონზე, [[1265]] წლისთვის აიღო [[ნაზარეთი]], [[ჰაიფა]], [[ტორონი]] და [[არსუფი]]. კვიპროსის მეფე [[ჰუგო III]], რომელიც [[იერუსალიმი]]ს მეფედ იყო დანიშნული, აკრაში გადავიდა ქალაქის დასაცავად, ბეიბარსი კი ჩრდილოეთით მოიწევდა და [[სომხეთი|სომხეთსაც]] კი მოაღწია, რომელიც იმჟამად მონღოლთა დაქვემდებარებაში იყო.
 
ამ მოვლენებმა ლუი აიძულა [[1267]] წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისმა პირადი ისტორიკოსმა წასვლაზე უარი განაცხადა. ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად [[ტუნისი|ტუნისზე]] გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო, ისევე როგორც მეხუთე ლაშქრობისაც (ორივე ლაშქრობა ეგვიპტეში მარცხით დასრულდა). კარლს, სიცილიის მეფეს, ხმელთაშუა ზღვის ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ხოლო ტუნისის სულთანს ასევე კარგი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ [[ესპანეთი|ესპანეთთან]] და მოქცევის კარგ კანდიდატად მოაზრებოდა.
 
ლუი [[აფრიკა|აფრიკის]] მიწაზე [[1270]] წლის ივლისში გადავიდა, რაც უკიდურესად არასახარბიელო დრო გამოდგა. არმიაში სასმელი წყლის დაბინძურების გამო ეპიდემიამ იფეთქა, ხოლო თავად ლუი იმავე წლის [[25 აგვისტო]]ს კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში, „კუჭის ქრონიკული აშლილობით” გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, მისი ბოლო სიტყვა „იერუსალიმი” იყო. ამის შემდეგ კარლმა მეფედ ლუის ვაჟი [[ფილიპ III]] გამოაცხადა, მაგრამ ახალი მეფის მცირე ასაკის გამო, ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.
 
ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და [[30 ოქტომბერი|30 ოქტომბერს]] სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის, ქალაქში მშვიდობიან ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა [[ინგლისი]]ს უფლისწული ედუარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა [[აკო]]ზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო გამაგრება იყო სირიაში. მის მიერ იქ გატარებული დრო უკვე [[მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობად]] ითვლება.
 
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}