ბეირა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 66:
== გეოგრაფია და კლიმატი ==
ბეირა მდებარეობს მოზამბიკის ჩრდილოეთ ნაწილში, [[მოზამბიკის სრუტე]]ში, [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] სანაპიროზე. ქალაქი ააგეეს მდინარე [[პუნგვე]]ს დელტის დამშრალი ჭაობების ადგილას. კლიმატი აქ არის ცხელი და მშრალი, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ოქრომბრიდან თებერვლის ჩათვლით. არსებობს [[მალარია|მალარიის]] საშიშროება.
 
== ისტორია და ეკონომიკა ==
[[1887]] წელს ბეირას ადგილას ააგეს [[პორტუგალია|პორტუგალიური]] ფორტი, რომლის გარშემოც წარმოიქმნა დასახლება. [[1891]] წელს აქ მდებარეობდა პორტუგალიური მოზამბიკური კომპანიის შტაბ-ბინა. მხოლოდ [[1942]] წელს ბეირა გადაიცა პორტუგალიური კოლონიალური ადმინისტრაციის მმართველობის ქვეშ. მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, [[1975]] წელს, ქალაქის მიდამოებში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები სამმართველო ძალებსა და [[რენამო]]ს ოპოზიციურ მოძრაობას შორის, რომელსაც ბეირასა და ოფალის უბნებში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა. ამ წლებში — მოზამბიკში [[სსრკ|საბჭოური]] გავლენის წლებში — ბეირაში, როგორც ქალაქში, ასევე პორტში, საბჭოური სოციალისტების მიერ მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი მშენებლობები
 
ქალაქის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა პორტისა და ვაჭრობის მომსახურება. ბეირის პორტული ნაგებობები აკმაყოფილებდა არა მხოლოდ სოფალისა და მოზამბიკის ახლო უბნების მოთხოვნილებების, არამედ მათი გავლით ხდებოდა ძირითადი შიგასავაჭრო ბრუნვა [[ზამბია]]ში, [[ზიმბაბვე]]სა და [[მალავი]]ში. ქალაქში ასევე არის ნავთობის გადამამუშავებელი და საკვების მრეწველობის დაწესებულებები.
 
ბეირის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს კათოლიკური ეკლესია, რომელიც პორტუგალიელებმა ააგეს [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში. ეს არის ევროპელების მიერ აფრიკის კონტინენტზე აგებული ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული შენობა. ტაძარი აგებულია ყოფილი პორტუგალიური სიმაგრის, სან-გაეტანოს, ქვებისგან.
 
ბეირაში ასევე მუშაობს კათოლიკური უნივერსიტეტი, რომელიც დააარსეს [[1996]] წელს.
 
== დაძმობილებული ქალაქები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეირა“-დან