PNG: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{Infobox format de données |nom = Portable Network Graphic |image = |extension = .png |mime = image/png |développeur = W3C |gen...
(განსხვავება არ არის)

13:33, 22 მაისი 2007-ის ვერსია

თარგი:Infobox format de données

PNG გამოსახულება გამჭვირვალე ფონით
იგივე სურათი გაუმჭვირვალე ფონით


PNG(Portable Network Graphics) წარმოადგენს ციფრული სურათების ღია ფორმატსრომელიც შეიქმნა დაპატენტებული GIF ფორმატის შესცვლელად. PNG არის ფორმატი, რომელიც სპეციალიზირებულია მარტივი, ერთგვაროვანი ფერების მქონე სურათების შესაქმნელად.


  ==გამოყენება==

სინთეზური სურათებისთვის

PNG წარმატებით გამოიყენება ისეთი სინთეზური სურათების შესაქმნელად როგორიცაა: WEB-ის გრაფიკული გაფორმება, იკონები, ტექსტური სურათები. PNG ფორმატი, როგორც წესი, GIF ფორმატზე მეტ ადგილს იკავებს მეხსიერებაში, სამაგიეროდ ხარისხით ბევრად აღემატება ამ უკანასკნელს. ეს იმით აიხსნება რომ PNG ფორმატის ფერთა რაოდენობა 256 -ით არ შემოიფარგლება.

ფოტოებისთვის

PNG ფომატში შესაძლებელია ფოტოსურათების უდანაკარგო შეკenteteუმშვა.შედეგად დიდი მოცულობის ფაილი მიიღება. ეს მოცულობა ბევრად აღემატება ისეთი ფორმატების ფაილების ზომებს, როგორებიც არიან: JPEG და JPEG2000.

დეტალები ფორმატის შესახებ

PNG საშუალებას იძლევა, მატრიცული სურათები სხვადასხვა ფორმატით შევინახოთ:

  • 1 ბიტი(ანუ იგივე მონოქრომა. არ არის აუცილებელი შავთეთრი იყოს)
  • 2 ბიტი -კარდოქრომული სურათებისთვის
  • 4 ბიტი(16 ფერის საშუალებას იძლევა)
  • 8 ბიტი ნაცრისფერი სურათებისთვის(256 შესაძლებლობა)
  • 8 ბიტი(256 ფერი, ანუ იგივე რაც GIF)
  • 24 ბიტი -16 777 216 ფერი
  • 48 ბიტი -248 ანუ 281 976 710 656 ფერი

სპეციალური ფილტრისა და RFC 1951 ალგორითმის გამოყენებით შეკუმშვის მაღალი ხარისხი მიიღწევა. პიქსელების მდგენელთა ერთი ფორმატია: წითელი, მწვანე, ლურჯი. და მეორე: წითელი, მწვანე, ლურჯი და გამჭვირვალობის არხი "ალფა". ამ შემთხვევაში 8 ან 16 დამატებითი ბიტი გამოიყენება და ვღებულობთ 16 ბიტს ნაცრისფერი სურათისთვის, 32 ბიტს ნამდვილი ფერების მქონე სურათებისთვის და 64 ბიტი 4 არხიანი(თითოსთვის 16 ბიტი) სურათისთვის.

ნახევარგამჭვირვალობა

"ალფა" არხის არსებობა განსაზღვრავს გამჭვირვალობის სხვადასხვა ხარისხს. ეს თვისება Web -ის გასაფორმებლად ძვირფასი მონაპოვარია. თანამედროვე(2007) ნავიგატორების უმრავლესობა, გარდა Internet Explorer 6 -ისა და მისი წინა ვერსიებისა, ფართოდ იყენებს ამ მიღწევას. თუმცა კი ვებმასტერები სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ ამ ნაკლის შესავსებად. მაგალითად იყენებენ სკრიპტს PNG biheviour IE7 ასევე bobosola. Internet Explorer7 კორექტულად განაგებს ალფა არხს.

გამჭვირვალობა

GIF ფორმატის Web სურათები შეიძლება გადატანილ იქნას PNG ფორმატში ისე რომ თანამედროვე ნავიგატორთა უმრავლესობა მათ შეითავსებენ. PNG -ს (მას მეორენაირად ასეც უწოდებენ: PNG's Not GIF- PNG არ არის GIF) შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც აკეთებს GIF-ი. მეტიც, იგი გამჭვირვალობის ეფექტსაც ქმნის. მართალია იგი ანიმაციების კეთების საშუალებას არ იძლევა, სამაგიეროდ PNG -ს გან მიღებული MNG ფორმატი ამ ნაკლის აღმოფხვრას ემსახურება.

შიდა ბმულები

გარე ბმულები

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PNG&oldid=234057“-დან