გიორგი-მალაქია აბაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{DEFAULTSORT:}}
No edit summary
ხაზი 4:
|}</small>
 
'''გიორგი-მალაქია პაატას ძე აბაშიძე''', იგივე ''გიორგი V'' († [[15 ოქტომბერი]], [[1722]]), XVII-XVIII საუკუნეებში [[იმერეთის სამეფო | იმერეთის სამეფოს]] პოლიტიკური მოღვაწე. პირველად იხსენიება 1658-761676 "საფიცის წიგნში". აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე ბერად იყო აღკვეცილი. დაახლოებით [[1684]] საერო ცხოვრებას დაუბრუნდა, პოლიტიკური მოსაზრებებით დაუმოყვრდა იმერეთის ძლიერ ფეოდალებს, მთავართა და სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ხელისუფლების დასუსტებით და საგვარეულო სამფლობელოების გაფართორბას შეუდგა: ხელთ იგდო თავად ჩხეიძეთა ციხე-ქალაქი შორაპანი, მიითვისა მეფის სახასო მამულები ზემო იმერეთში, აგიაშვილებს წაართვა ციხისთავობა და ცუცხვათის ციხე. 1701-071707 იმერეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა. სამეფოში ერთგვარი წესრიგი დამყარდა და ოსმალეთსაც შეუწყვიტეს ხარკის მიცემა. აბაშიძე კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი განკარგულებითა და "საფასით" გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, შეიმკო და მოიჭედა არაერთი ხატი და ჯვარი. [[1700]] მისივე სახსრებით შეკეთდა პატრიარქ აბრაჰამის მონასტერი იერუსალიმში. იმერეთის თავადებს არ მოსწონდათ აბაშიძის გაძლიერება, მიემხრნენ ოსმალთა გამეფებულ [[გიორგი VI, იმერეთის მეფე | გიორგი VI-ს]] და აბაშიძეს საგვარეულო ციხესიმაგრეები წაართვეს. [[1711]] აბაშიძე ქართლის ჯანიშინს [[ვახტანგ VI | ვახტანგ VI]]-ს შეეკედლა და სიცოცხლის ბოლო წლები [[თბილისი | თბილისში]] გაატარა. დაკრძალულია კაცხში, მამა-პაპათა საგვარეულო მონასტერში.
{{ქსე}}
{{DEFAULTSORT:აბაშიძე, გიორგი-მალაქია}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:საქართველოსქართველი პოლიტიკური მოღვაწეები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1722]]