კიტა აბაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
აბაშიძე სალიტერატურო სარბიელზე [[1893]] წლიდან გამოდის და იმდროინდელ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს XIX-XX საუკუნეების ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ სტატიებს და სხვა.
 
აბაშიძის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში განსაზღვრული როლი ითამაშა [[თერგდალეულები|"თერგდალეულების"]] რევოლუციური-დემოკრატიულმა შეხედულებებმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელმა იდეებმა. აბაშიძე ბოლომდე დარჩა ბურჟუაზიულ პოზიციებზე. აბაშიძის თვალსაზრისზე ხელოვნებისა და ლიტერატურის ზოგადთეორიული პრობლემებისა და ქართული მწერლობის ზოგიერთი საკითხის შესახებ გავლენა მოახდინა [[ბრიუნეტიერი, ფერდინანდ|ფ. ბრიუნეტიერის]] ევოლუციურმა მეთოდმა, რომლის მიმდევრადაც იგი თვლიდა თავს.
 
აბაშიძის ლიტერატურული-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ, აღმავალ ეტაპს ქმნის ქართულ კრიტიკის აზროვნების ისტორიაში. მისმა სტატიებმა თანამედროვე მწერალთა შესახებ (საერთო სათაურით "ცხოვრება და ხელოვნება") და ყოველწლიურმა კრიტიკულმა მიმოხილვებმა, რომელიც მან დაამკვიდრა ჩვენში, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართული ლიტერატუტის განვითარებაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიტა_აბაშიძე“-დან