ათანასე (ჩახვაშვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
'''მეუფე ათანასე''' (დ. [[4 თებერვალი]], [[1936]], [[კარდანახი]], [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[9 აგვისტო]], [[2012]]) — [[რუსთავისა და მარნეულის ეპარქია|რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის]] [[მიტროპოლიტი]] 1996 წლიდან, 2009 წლამდე.
 
[[1953]] წელს დაამთავრა სიღნაღის საშუალო სკოლა. მისი ბავშვობა დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. 1953-1957 წლებში ანზორ ჩახვაშვილი შრომით საქმიანობას ეწეოდა კარდენახის კოლმეურნეობაში, 1957-[[1959]] წლებში მსახურობდა [[საბჭოთა არმია|საბჭოთა არმიის]] რიგებში. 1959-[[1962]] წლებში სწავლობდა [[სიღნაღი]]ს ზოოვეტრინარულ ტექნიკუმში. [[1963]] წელს [[მცხეთა]]ში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის [[ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი)|ეფრემ II]]-ის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც სულ მალე სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსი [[ილია (შიოლაშვილი)]]. [[1965]] წელს ანზორ ჩახვაშვილი ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა [[1967]] წელს და ამავე წლის [[25 დეკემბერი|25 დეკემბერს]] სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ [[დიაკვანი|დიაკვნად]] აკურთხა და სახელი ანდრია უწოდა. კურთხევის შემდეგ ანდრია [[სიონის საპატრიარქო ტაძარი|სიონის საპატრიარქო ტაძარში]] განაწესეს. 1968 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის [[რომანოზ ეპისკოპოსი|რომანოზის (პეტრიაშვილი)]] წერილობითი თხოვნის საფუძველზე გაიწვიეს [[ალავერდის ეპარქია]]ში. მეუფე რომანოზმა აკურთხა [[მღვდელი|მღვდლად]] და განწესებულ იქნა [[ბოდბის წმიდა ნინოს ეკლესია]]ში მეორე მღვდლად. 1969-1970 წლებში მსახურობდა [[თელავი]]ს [[ღვთაების ეკლესია]]ში, ხოლო 1971-1979 წლებში [[გურჯაანი]]ს რაიონის სოფელ [[ველისციხე|ველისციხის]] ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.
 
[[1978]] წლის [[14 დეკემბერი|14 დეკემბერს]] [[საქართველოს საპატრიარქო]] რეზიდენციაში შედგა [[წმიდა სინოდი]]ს სხდომა, სადაც ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსობის კანდიდატად წამოყენებულ იქნა სიონის საპატრიარქო ტაძრის [[დეკანოზი]] ანდრია ჩახვაშვილი. [[15 დეკემბერი|15 დეკემბერს]] მამა ანდრია აღიკვეცა [[ბერი|ბერად]] და ეწოდა სახელი ათანასე, [[17 დეკემბერი|17 დეკემბერს]] იგი აყვანილ იქნა [[არქიმანდრიტი]]ს ხარისხში, 24 დეკემბერს [[სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი|სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში]] [[ბოდბე]]ლ [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსად]] აკურთხეს.
[[1979]] წელს კი [[ბოდბე]]ლი [[ეპისკოპოსი]] გახდა. [[1986]] წლიდან [[1996]] წლამდე ბოდბელი [[მთავარეპისკოპოსი]]ს წოდებას ატარებდა, ხოლო [[1989]] წელს [[მიტროპოლიტი]]ს ხარისხი მიანიჭეს. [[1996]] წლიდან 2009 წლამდე რუსთაველ მიტროპოლიტად იწოდებოდა. [[2009]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბრიდან]] კი მიტროპოლიტი ათანასე პენსიაზე იმყოფებოდა.<ref>[http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=335%3A-xx-xxi-&catid=47%3A2010-03-11-12-05-46&Itemid=67&lang=ka ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)]</ref>
 
[[1979]] წელს კი [[ბოდბე]]ლი [[ეპისკოპოსი]] გახდა. [[1986]] წლიდან [[1996]] წლამდე ბოდბელი [[მთავარეპისკოპოსი]]ს წოდებას ატარებდა, ხოლო [[1989]] წელს [[მიტროპოლიტი]]ს ხარისხი მიანიჭეს. [[1996]] წლიდან 2009 წლამდე რუსთაველ მიტროპოლიტად იწოდებოდა. [[2009]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბრიდან]] კი მიტროპოლიტი ათანასე პენსიაზე იმყოფებოდა.<ref>[http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=335%3A-xx-xxi-&catid=47%3A2010-03-11-12-05-46&Itemid=67&lang=ka ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)]</ref>
გარდაიცვალა [[2012]] წლის 9 აგვისტოს<ref>[http://pirweli.com.ge/?menuid=23&id=12734 მიტროპოლიტი ათანასე გარდაიცვალა]</ref>