დიმიტრი უზნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: მთელს მსოფლიოში → მთელ მსოფლიოში using AWB
ხაზი 6:
[[1909]]-[[1918]] წლებში უზნაძე მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. [[1917]] წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. [[1917]]-[[1918]] წლებში იყო ''თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების'' წევრი. [[1918]] წელს [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილთან]] და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად აფუძნებს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს]]. [[1918]]-[[1950]] წლებში იყო ამ უნივერსიტეტის პროფესორი და მის მიერვე დაარსებული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე იყ. [[1935]] წელს მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
 
[[1941]] წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც [[1943]] წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. როგორც სექტორის, ისე ინსტიტუტის დირექტორი იყო დიმიტრი უზნაძე. დღეს ეს ინსტიტუტი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი მთელსმთელ მსოფლიოში, მის სახელს ატარებს. [[1933]]-[[1942]] წლებში უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად [[ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]) ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.
 
უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თაოსნობით შექმნილი "[[განწყობის თეორია]]", რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად. საკმარისია აღინიშნოს, რომ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია "განწყობის ფსიქოლოგია" (D.N. Uznadze, "The Psychology of Set", New York, 1966). ამ მიმართულებით ინტენსიურ კვლევა-ძიებას საფუძველი ჩაეყარა [[1923]] წელს, როდესაც თსუ-ის პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში "ჩვენი მეცნიერება" (N 1) გამოქვეყნდა დ. უზნაძის სტატია. ჯერ კიდევ [[1939]] წელს [[სკანდინავია|სკანდინავიაში]] გამომავალ ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში "Acta Psychologica" გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი. სწორედ ამ დროიდან ქართველი მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობა მოექცა მსოფლიოს ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში. ამდენად, დღეს დიმიტრი უზნაძე სამართლიანად ითვლება განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. გარდა ამისა, უზნაძე ითვლება ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. ჯერ კიდევ [[1912]] წელს მან გამოსცა "ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი", რითაც სათავე დაუდო ჩვენში ამ მიმართულებას.
ხაზი 38:
 
{{თსუ-ს დამფუძნებლები}}
 
{{DEFAULTSORT:უზნაძე, დიმიტრი}}
[[კატეგორია:ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიმიტრი_უზნაძე“-დან