ალექსი (შუშანია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
 
'''ალექსი (შუშანია)''' - ღირსი მამაჲ [[მღვდელმონაზონი]] ალექსი (შუშანია) ([[1923]]) [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის]] წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით [[18 იანვარი]] ([[31 იანვარი]]).
 
== ყრმობა ==
 
წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა [[1852]] წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.
Line 22 ⟶ 24:
ალექსის [[1868]] წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.
 
== გზაგასაყარზე ==
ამავე წელს ალექსი [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი [[კონსტანტინეპოლი|კონსტანტინეპოლში]] ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.
 
ამავე1868 წელს ალექსი [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი [[კონსტანტინეპოლი|კონსტანტინეპოლში]] ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.
 
ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.
Line 31 ⟶ 35:
 
ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი [[საქართველო]]ში დაბრუნდნენ.
 
== ბერად აღკვეცა ==
 
შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.
Line 41 ⟶ 47:
 
დაახლოებით [[1885]] წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა [[გელათი|გელათის მონასტერში]], სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. [[1886]] წელს იგი გადაყვანილ იქნა [[დიაკვანი|დიაკვნად]], ხოლო [[1888]] წელს კი – [[მღვდელმონაზონი|მღვდელ-მონაზვნად]].
 
== "მთავარანგელოზთა კუნძული" და სიცოცხლის ბოლო წლები ==
 
[[1890]] წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.
Line 59 ⟶ 67:
 
[[1960]] წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.
 
== ბიბლიოგრაფია ==
 
== იხილეთ აგრეთვე ==