მერაბ მამულაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

- დაკოპირებული
No edit summary
(- დაკოპირებული)
'''მერაბ მამულაშვილი''' (დ. [[20 ივნისი]], [[1958]]), არის [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი. დაამტავრა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
 
პედაგოგებმა:პედაგოგები იყვნენ ნუკრი დავითაშვილმადავითაშვილი (ვიოლონჩელო, მუს.-კომედიის მთავარი დირიჟორი) და ვალოდია ღოღობერიძემღოღობერიძე (კონტრაბასი, თბილისის ოპერის კონცერტმეისტერი), რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მომავალი მუსიკოსის ჩამოყალიბებაში.<ref>[http://www.tbilisi.gov.ge/index.php?sec_id=2811&lang_id=GEO თბილისის მერია]</ref>
თავდაპირველად მე-9 სამუსიკო სკოლაში – ვიოლონჩელოს კლასით სწავლობდა. II მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კონტრაბასზე გადაინაცვლა და პროფესიული მუსიკალური განათლების მისაღებად [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|სახელმწიფო კონსერვატორიაში]] ჩააბარა.
 
პედაგოგებმა: ნუკრი დავითაშვილმა (ვიოლონჩელო, მუს.-კომედიის მთავარი დირიჟორი) და ვალოდია ღოღობერიძემ (კონტრაბასი, თბილისის ოპერის კონცერტმეისტერი) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მომავალი მუსიკოსის ჩამოყალიბებაში.
 
==შემოქმედება==
განვლილი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე, სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების (კლასიკა, როკი, ჯაზ-როკი, საესტრადო, ხალხური, საგალობლები) გათავისების შედეგად, კომპოზიტორი მერაბ მამულაშვილი სრულიად ახალ ჟანრამდე – ეთნო მუსიკამდე მივიდა.
მისი ბოლო პერიოდის კომპოზიციები ე.წ. "სულიერი მუსიკის’ (Spirit Music) მკვეთრი ინდივიდუალობით გამორჩეული ნიმუშებია.
თავის კომპოზიციებში კომპოზიტორი ხალხურ ტემპერირებულ ინსტრუმენტებს იყენებს, როგორიცაა: დიპლიპიტო, ჭუნირი, დაირა და ა.შ. მისივე ფანტაზიის ნაყოფია დაირისა და დიპლიპიტოს ნაზავი "დარპლიპიტო”, რომელსაც ძალზედ საინტერესო ტემბრული ჟღერადობა გააჩნია.
მერაბ მამულაშვილმა მუსიკის წერა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში დაიწყო. მისი საბავშვო სიმღერები 1974 წლიდან გადაიცემოდა ცენტრალური ტელევიზიის საშუალებით.
 
მას საკმაოდ მრავალფეროვანი შემოქმედებითი ბიოგრაფია გააჩნია. 1975-76 წლებში ხალხურ ანსამბლ "მეტეხის” ვოკალურ ჯგუფში მღეროდა (ბანი).
1976-77 წლებში – რკინიგზელთა სახლში, თვითშემოქმედებით როკ-ჯგუფში საყვირზე, ხოლო როკ-ჯგუფ "გრემში” ბას-გიტარაზე უკრავდა. შასემსრულებლო მოღვაწეობის პარალელურად კომპოზიციებსაც წერდა. 1978 წლიდან კონტრაბასზე გადაინაცვლა. კონსერვატორიის I კურსის სტუდენტი საქალაქო კონკურსის ლაურეატი და I პრემიის მფლობელი გახდა. 1978-79 წლებში სწავლის პარალელურად, სიღნაღის მუსიკალური სასწ. საესტრადო ანსამბლს ჩაუდგა სათავეში.ამავე პერიოდში ტელევიზიით ხშირად ჟღერდა მისი სიმღერები ანსამბლ "რეროს”, ბადრი ნიკოლაძის , თემურ ივანეიშვილის, ვეფხია კელაპტრიშვილის და სხვათა შესრულებით. 1980 წლიდან რუსთავში საბავშვო ანსამბლ ‘რუსთავის გვირილებს” ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში აქტიურად წერდა საბავშვო სიმღერებს. 1983 წლიდან სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლ "პირამიდას” ინსტრუმენტალისტი და სამხ. ხელმძღვანელი იყო. (ბასი და სინთეზატორი) . ანსამბლის რეპერტუარის 80 %-ს მისი ნაწარმოებები შეადგენდა. აღსანიშნავია რომ უკრაინის ტელევიზიით ამ ანსამბლის სოლო-კონცერტის სრული ვერსია გადაიცა. 1985 წლიდან ბათუმის საესტრ. სიმღერის ჯგუფში "რივიერა”, მოგვიანებით "ინტერვალი” მოღვაწეობდა.ამავე წელს მოსკოვში ახალგაზრდობის საერთ. ფესტივალზე ჯგუფი საქართველოს სახელით წარმატებით წარსდგა.
 
1986 წლიდან კვლავ [[თბილისი|თბილისში]] გადმოვიდა. მომღერალ ზურაბ ცისკარისთან თანამშრომლობით შექმნა ვოკ-ინსტრუმენტალური ანსამბლი, სრული პროგრამით. მოგვიანებით საკუთარი ჯგუფი "პარადოქსი” ჩამოაყალიბა. ჯგუფის რეპერტუარი (კლასიკური კომპოზიციები – დამუშავებული როკ სტილში) ახალი სიყვა იყო იმ პერიოდის თბილისის მუსიკ. ცხოვრებაში. 1987 წელს სახ. ფილარმონიიდან დაიგეგმა გასტროლი ვლადივასტოკში, სადაც 4 თვის მანძილზე 3 ჯგუფთან ერთად მუშაობდა სცენაზე. ამავე წელს მუსიკალურ კონკურს "იურმალას” თბილისის შესარჩევ ტურზე 14 მონაწილიდან 8 მისი არანჟირებით შექმნილ კომპოზიციას ასრულებდა (ტელევიზიის საესტ.-სიმფ. ორკესტრის თანხლებით). ამ ფაქტის შემდეგ, ალექსანდრე რაქვიაშვილის მეგობრული რეკომენდაციით მერაბ მამულაშვილი საქ. ტელე-რადიო კომიტეტის საესტრადო-სიმფონიურ ორკესტრში მოხვდა.
 
ამ პერიოდში შეიქმნა პოპულარული სიმღერების არანჟირებები, როგორიცაა: "თეთრი რაში”, "არაფერი მთავრდება და არაფერი ქრება” და ა.შ.
პარალელურად, ალ. რაქვიაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა გოგონათა ვოკალურ კვარტეტს "აკორდი”, შემდეგ ტრიო "სამაიას”, შემდეგ კი დააარსა როკ-ჯგუფი "ოკეანე” (სოლისტი – ვახტანგ მაკალათია”). ჯგუფის რეპერტუარი ძირითადად პატრიოტული იყო. 1990 წელს ოკეანე” იურმალას კონკურსზე წარსდგა, სადაც მოსკოვის მუს. რედაქტორების მოთხოვნით რეპერტუარი შეაცვლევინეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფინალზე ჯგუფმა კომპოზიცია "კერპების დაცემა” შეასრულა. ჯგუფი კონკურსის დიპლომანტი გახდა. 1991 წელს ჯგუფმა "ოკეანემ” ვილნიუსის საერთ. კონკურსზე დიპლომანტის ტიტული მოიპოვა.
90-იან წლებში, თბილისში არსებულ მძიმე პოლიტიკურ-სოციალურ ფონზე, მერაბ მამულაშვილმა მოახერხა 40 ბავშვისგან შემდგარი ანსამბლ "შოკოლადის” ჩამოყალიბება.
 
1993 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობდა [[გოგი დოლიძე]]სთან და ანსამბლ "[[ქართული ხმები (ანსამბლი)|ქართულ ხმებთან]]” . პარალელურად მუშაობდა ტელევიზიის სხ/სხ რედაქციაში, რამდენიმე ტელე-პროექტზე, მათ შორის სერიალი "წვრილ ვარსკვლავთა ღამე”.
 
მნიშვნელოვანია მისი თანამშრომლობა ”[[მეტეხის თეატრი|მეტეხის თეატრტან]]”. 1999 წელს, საერთაშორისო კონკურსზე, მუსიკალური სპექტაკლის " მარტორქები ორკესტრში” – საუკეთესო მუსიკისათვის "ოქროს ნიღაბი” გადაეცა. ასევე ქმნის მუსიკას დოკუმენტური ფილმებისთვის.
 
2000 წელს დაიწყო თანამშრომლობა მომღერალ [[ეთერ ჭყონია]]სთან (ლამორისი), რის შედეგადაც შეიქმნა კლასიკური, ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებების ახალი ვერსიები: მასკანი "ავემარია”, ბახი "II პრელუდია”, ბახი "ბადინერია”, ვივალდი და მრ. სხვა. ამ თანამშრომლობამ ინტენსიური სტუდიური მუშაობა მოიტანა.
 
2000-2003 წლებში მერაბ მამულაშვილს საკომპოზიტორო კუთხით შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, ამ პერიოდში ის მხოლოდ არანჟირებებზე მუშაობდა.
2004 წლიდან მუსიკის წერა განაახლა. მის პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია "ლაზური პროექტი”, რომელიც კოლხური კულტურის ცენტრში, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა კურთხევით ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა I დისკი - "ხელაკაობა”, სადაც შესულია მერაბ მამულაშვილის 13 ლაზური კომპოზიცია.
 
ბოლო 3 წელია რეგულარულად მონაწილეობს პატრიოტული სიმღერის კონკურს "პატრინოტში”.<ref>[http://www.tbilisi.gov.ge/index.php?sec_id=2811&lang_id=GEO თბილისის მერია]</ref>
 
==სქოლიო==